top of page

“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,

uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”

საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge  

ქართული პოლიფონიის საყოველთაო ციფრული თვითმასწავლებელი

ქართული ტრადიციული მრვალხმიანობა დიდი ხანია დამკვიდრდა კაცობრიობის კულტურის საგანძურში. 2021 წ. იუნესკოს მიერ აღიარებული იქნა საკაცობრიო კულტურის მემკვიდრეობად და მიენიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი. მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოს კულტურის სივრცეში არ მოიპოვება ელექტრონული რესურსი, ვებგვერდი, რომელიც თავს მოუყრიდა ჩვენი თვითმყოფადობისა და ამავე დროს მსოფლიო ხალხებთან კომუნიკაციის, დამეგობრების და გაზიარების ამ სრულიად უნიკალური ფორმის შედევრებს საქართველოს ყველა კუთხიდან. არადა, საქართველოს თითოეულ კუთხეს ორიგინალური და განსაკუთრებული მუსიკალური ენამეტყველება და პოლიფონიური სიმღერის კულტურა გააჩნია.
 ამ დრომდე არ შექმნილა რაიმე სახის ელექტრონული რესურსი, რომელიც ერთად შეკრებდა ყველა სახის ინფორმაციას ამ უნიკალური სიმღერების წარმოშობის, შესრულების წესის, ჟანრისა და თემატიკის შესახებ და აგრეთვე აუთენტური შესრულებისა და შემსრულებლების ისტორიას.

მართალია კონსერვატორიის მრავალხმიანობის ცენტრს და ფოლკლორის სახელმწიფო

ცენტრს გააჩნიათ საინფორმაციო ელექტრონული რესურსი ორგანიზაციული მუშაობის

მიმდინარე პროცესების პრეზენტაციებისათვის, მაგრამ ეს სპეციფიკური რესურსი ვერ

უზრუნველყოფს დაინტერესებული ფართო (არასპეციალისტი) საზოგადოების, მათ შორის უცხოენოვანი აუდიტორიის წვდომას საქართველოს და მისი კუთხეების მრავალფეროვან ზოგად ეთნომუსიკალურ და ეთნოგრაფიულ ინფორმაციაზე.

ქართულ ინტერნეტსივრცეში არ მოიპოვება ტრადიციული პოლიფონიის უმდიდრესი

რეპერტუარის თუნდაც მცირედი ნოტირებული მასალა, თანდართული როგორც ქართული, აგრეთვე საერთაშორისო ტრანსკრიფციის ტექსტებით. ზემოთაღნიშნულ ფონზე ჩვენი ორგანიზაცია სრული მზაობით წარმოადგენს უნიკალურ, საუკუნის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული რესურსის პროდუქტის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ზემოთ დასახელებული ყველა ორიგინალური აუდიო, ვიზუალური და ტექსტური მასალა. პროექტის უნიკალურობას და საუკუნის მნიშვნელობას განაპირობებს საიტზე განთავსებული ყველა კუთხის ტრადიციული პოლიფონიის ნიმუშების არა მხოლოდ მოსმენის, არამედ დეტალური შესწავლის შესაძლებლობა უნიკალური პროგრამული თვითმასწავლებლის მეშვეობით.

პროგრამული უზრუნველყოფის გარსში განთავსებული თვითმასწავლებელი ნებისმიერ არაპროფესიონალს (მათ შორის უცხოენოვან აუდიტორიას) დეტალურად შეასწავლის ცალკეულ ხმებს, თითოეულ მარცვალს, ფრაზას და სტროფს, ხმის შესწავლის შემდეგ შესაძლებლობას მისცემს საკუთრივ იმღეროს უკვე სტუდიურად ჩაწერილ ხმებთან ერთად, გააკეთოს საკუთარი ნამღერის ჩანაწერი როგორც ცალკე, აგრეთვე მომღერლებთან, მოისმინოს და შეაფასოს საკუთარი ნამღერი.

პროგრამა შეასწავლის ყველა ჟანრისა და სირთულის პოლიფონიურ სიმღერებს - მარტივი პოპულარულიდან ცნობილ ურთულეს ნიმუშებამდე. პროგრამა ნაკლებად ცნობილ სიახლეებსაც შესთავაზებს ქართული ფენომენით და საქართველოთი დაინტერსებულ ქართულ კულტურასა და სოციუმთან დაახლოების მსურველ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

პროექტის ფარგლებში განიხილება:

1.  ქართულ-ინგლისურენოვანი ინტერნეტ-საიტისა და ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაში განთავსებული თვითმასწავლებლის შექმნა, რომელიც შეასწავლის საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული კუთხის ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშებს. ამ პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდება საქართველოს ყველა კუთხის ჟანრობრივი სიმღერების სტუდიური ჩანაწერის მომზადება.

კუთხეების ჩამონათვალი: 1. კახეთი; 2. ქართლი; 3. მესხეთი; 4. იმერეთი; 5. რაჭა; 6. ლეჩხუმი; 7. სვანეთი; 8. სამეგრელო; 9. გურია; 10. აჭარა; 11. აფხაზეთი.

2. სიმღერების გაშიფვრა, 30 ხმის ფრაგმენტაცია, სინქრონიზაცია პროგრამაში;

3. ინფორმაციული ტექსტების მომზადება თითოეული სიმღერის შესრულების წესსა და ფორმაზე ეთნოგრაფიული კონტქსტის გათვალისწინებით;

4. სიმღერების ტექსტების მომზადება ქართულ ენაზე და საერთაშორისო ტრანსკრიფციით;

5. ქართული ტრადიციული პოლიფონიის შესახებ არსებული ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მომზადება;

6. აუთენტური შესრულების ამსახველი ვიდეოფაილების მოპოვება, ფოტო-ვიდეო გადაღება-მონტაჟი და კოლაჟის მომზადება;

7. გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტო-მასალის მომზადება;

პროექტის დედლაინი დაგეგმილია 2026 წლის 15 ოქტომბერს!

bottom of page