“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,
uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”
სტრატეგიის ყოველ პოსტულატს ესაჭიროება ტაქტიკა, ანუ მოფიქრება
დეტალური ქმედებების, რაც სტრატეგიის შესრულებას განაპირობებს.
ამდენად:
1. სტრატეგიის პირველ პოსტულატს ესაჭიროება ძლიერი პროგრამისტების
გუნდის შექმნა, რომლებიც ააშენებენ და ინტერნეტში გაუშვებენ საჭირო
დიზაინისა და ინფრასტრუქტურის საიტ-პლტფორმას, რაც შევსებული
იქნება ყველა საჭირო ინფორმაციითა და ტექსტებით. ასევე იმ გუნდის
დამტკიცებაც, ვინც მუდმივი მოდერატორი იქნება აღნიშნული საიტის.
საიტის თავდაცულობისათვის აუცილებელი იქნება საიტის ალგორითმი
დაპატენტდეს და შენახულ იქნას მნიშვნელოვნად სერიოზულ სერვერზე.
ასევე მეტი დამაჯერებლობისთის შესაძლებელია საიტის
დაცულობისთვის მიემართოს სახელმწიფოს ან/და მემორანდუმი
გაფორმდეს საერთაშორისო სტრატეგიულ ორგანიზაციებთან (ევრო-
კავშირი; გაერო).
2. პირველ რიგში კოალიციის საზოგადოებიდან, ირჩევა სამი პიროვნება,
რომელთაგანაც თითოეული, გაუწევს კურატორობას თბილისის,
საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ სამხარეო სტრუქტურების
მოწყობას.
3. თავისთავად თბილისის კურატორმა უნდა შეარჩიოს თბილისის ათი
რაიონის მიხედვით, ათი საზოგადოებრივი დარბაზის (1.მთაწმინდა,
2.ვაკე, 3.საბურთალო, 4.კრწანისი, 5.ისანი, 6.სამგორი, 7.ჩუღურეთი,
8.დიდუბე, 9.ნაძალადევი, 10.გლდანი,) კურატორი პიროვნება.
რომლებთან ერთად ვალდებულია საიტ-პორტალზე, თბილისის ათივე
რაიონის მიხედვით შექმნილ ვირტუალურ საზოგადოებრივ დარბაზებში
გააწევრიანოს, პირველ ეტაპზე მინიმუმ 12; ხოლო შემდგომ საშუალოდ ამ
რაიონებში საარჩევნოდ მოქმედი უბნებიდან თითო მოქალაქე (და
საბოლოოდ მაქსიმუმ ამ რაიონის მცხოვრები ყველა სრულწლოვანი
მოქალაქე), მიუხედავად იმისა, ამჟამად ისინი ქვეყანაში ცხოვრობენ თუ
მის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. და ხელი შეუწყოს თითოეულ
დარბაზს მასში გაწევრიანებული წევრებით აირჩიოს საკუთარი
დარბაისელი.
4. აღმოსავლეთ საქართველოს სამხარეო კურატორმა უნდა შეარჩიოს ექვსი
(სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ზემო ქართლის, ქვემო ქართლის,
მცხეთა-მთიანეთის და კახეთის) რეგიონალური კურატორი პიროვნებები,
რომლებთან ერთად შეარჩევს აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების
(11.საგარეჯო, 12.გურჯაანი, 13.სიღნაღი, 14.დედოფლისწყარო,
15.ლაგოდეხი, 16.ყვარელი, 17.თელავი, 18.ახმეტა, 19.თიანეთი,
20.რუსთავი, 21.გარდაბანი, 22.მარნეული, 23.ბოლნისი, 24.დმანისი,
25.წალკა, 26.თეთრიწყარო, 27.მცხეთა, 28.დუშეთი, 29.ყაზბეგი, 30.კასპი,
32.გორი, 33.ქარელი, 35.ხაშური, 36.ბორჯომი, 37.ახალციხე, 38.ადიგენი,
39.ასპინძა, 40.ახალქალაქი და 41.ნინოწმინდას) რაიონულ კურატორ
პიროვნებებს და განახორციელებს იგივე ქმედებებს.
5. დასავლეთ საქართველოს სამხარეო კურატორი შეარჩევს ექვს
(აფხაზეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის,
იმერეთის, გურიის და აჭარის) რაიონულ კურატორ პიროვნებებს და
მათთან ერთად შეარჩევს დასავლეთ საქართველოს რაიონების (43.ონი,
44.ამბროლაური, 45.ცაგერი, 46.ლენტეხი, 47. მესტია, 48. ხარაგაული,
49.თერჯოლა, 50.საჩხერე, 52.ზესტაფონი, 52.ბაღდათი, 54.ვანი,
54.სამტრედია, 55.ხონი, 56.ჭიათურა, 57.ტყიბული, 58.წყალტუბო,
59.ქუთაისი, 60.ოზურგეთი, 61.ლანჩხუთი, 62.ჩოხატაური, 64.აბაშა,
64.სენაკი, 65.მარტვილი, 66.ხობი, 67.ზუგდიდი, 68.წალენჯიხა,
69.ჩხოროწყუ, 70.ფოთი, 79.ბათუმი, 80.ქედა, 81.ქობულეთი, 82.შუახევი,
83.ხელვაჩაური და 84.ხულოს) საზოგადოებრივი დარბაზების კურატორ
პიროვნებებს და განახორციელებს იგივე ქმედებებს რაც ზემოთ აღინიშნა.
ამდენად, ეს კონფიგურაცია საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს
საზოგადოებრივ დარბაზში იმყოფებოდეს საქართველოს ყველა უბნიდან
მინიმუმ ერთი წარმომადგენელი და დარბაზს ჰქონდეს საქართველოს
ხალხის წარმომადგენლობის ლეგიტიმაცია.
6. საქართველოს ყველა რაიონულ საზოგადოებრივ დარბაზებში
გაწევრიანებული წევრების მიერ არჩეული დარბაისელების შემდეგ ყველა
რაიონის კურატორის სტატუსი და ფუნქცია უქმდება! (ასევე ზემდგომი
არჩევნებისას გაუქმდება შესაბამისი კურატორების სტატუსი და
ფუნქციაც!)
7. თითოეულ რაიონულ საზოგადოებრივ დარბაზში გაწევრიანებული
წევრები ითვალისწინებენ შინაგანაწესს და ცდილობენ მოიზიდონ
თავიანთი საახლობლო, როგორც უპირატესად საკუთრივ რაიონში, ასევე
მთელი საქართველოს მასშტაბით და რაც მთავარია ვალდებულებად
მიიჩნევენ რაიონულ თუ ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ
ინტერაქტივებში მონაწილეობას და საკუთარი დამოუკიდებელი
პოზიციის დაფიქსირებას.
8. მიემართოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და სხვა
აკადემიებს გაფორმდეს მემორანდუმი თანამშრომლობაზე, ან ყველა ის
ადამიანი ვინც აკადემიურ რანგშია აყვანილი და გაწევრიანდება
პორტალზე, გარდა მის კუთვნილ რაიონული დარბაზის წევრობისა,
გაწევრიანდეს და მიენიჭოს აკადემიური კოლეგიის წევრობა და
პორტალის ყველა ნებისმიერი წევრისგან შემოსული საინტერაქტივო
საკითხი მისი რელევანტურობის მიზნით გაატაროს საკუთარ
ინტელექტუალურ პრიზმაში და საიტ-პორტალის სიტემის მხარდაჭერით,
მისცეს თანხმობა ან უარყოფა ამ საკითხის ამავე საიტზე საჯარო-
საინტერაქტივო გამოქვეყნებაზე. გარდა ამისა სამეცნიერო აკადემიურმა
კოლეგიამ, როგორც საერთო-სახელმწიფოებრივი, ასევე საკუთრივ
კონკრეტული რაიონული მნიშვნელობის საკითებზე უნდა იფიქროს,
დაამუშაოს და საინტერაქტივოდ მოამზადოს, სულ ცოტა თვეში ერთი
საკითხი მაინც. ისე ყველა საკითხი საინტერაქტივოდ დგება ერთი კვირის
მანძილზე, თუ რაიმე განსაკუთრებული არ იქნა მიღებული, რაიონული
თუ საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის მიერ. ყოველივე
ამისათვის უპირველესად საჭიროა შეირჩეს სამეცნიერო-აკადემიური
კოლეგიის კურატორი, რომელიც ჩამოაყალიბებს სხვადასხვა აკადემიების
თავყრილობებს საიტზე (სადაც მათ ავტომატურად შეეძლებათ შიდა
მოღვაწეობა) და ამ აკადემიის წევრების შესავსებად შეარჩევს შესაბამის
კურატორებს. (ყველა კურატორის ფუნქცია-მოვალეობები შეწყდება,
როდესაც აკადემიები თავიანთ პრეზიდენტებს და ისინი საქართველოს
სამეცნიერო აკადემ-ხუცესს აირჩევენ).
9. კოალიციის საიტ-პორტალზე შესული ნებისმიერი მოქალაქე ადვილად
უნდა ერკვეოდეს საიტის წესებსა და არსში და ამისათვის საიტზე
თანმიმდევრულად უნდა ჩნდებოდეს შესაბამისი ტექსტები. საიტზე
შესაბამის ველში, ასახული იქნება ყველა დოკუმენტი და პუბლიკაცია,
რომელთა გაცნობა საინტერესოდ და აუცილებლად ჩაითვლება
უმთავრესად საკურატორო ჯგუფის ყველა წევრისთვის და იმათვის ვინც
მერე გაწევრიანდება საიტის დარბაზებში.
10. კოალიციის ადმინისტრაცია, კურატორების მოთხოვნის შესაბამისად
დაბეჭდავს და ნებისმიერ ტერიტორიაზე მიაწვდის წინამდებარე
ბროშურას, მოთხოვნილი რაოდენობების გათვალისწინებით.
11. ყოველი საინტერაქტივო გამოკითხვის შედეგად მიღებული
გადაწყვეტილებების შესაბამისად, ადმინისტრაცია შეიმუშავებს
კოალიციის ბლანკზე სათანადო ტექსტს, რომელიც დამოწმდება წინასწარ
დამზადებული ბეჭედი-შტამპით, რაზეც ეწერება:
დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა
„საქართველოს ხალხის მიერ“
მიღებული გადაწყვეტილების ამსახველი ბეჭედდასმული დოკუმენტი
ოფიციალურად ჩაბარდება ადრესატებს და მოხდება ამ პროცესის
გაშუქება მასმედიის საშუალებით.
12. საკურატორო ჯგუფის მიერ დადგინდეს საქართველოს
საზოგადოებრივი დარბაზის ყველა ფუნქციის, წესისა და მოქმედების
პროექტები და დამტკიცდეს საერთო საინტერაქტივო სისტემით, რის
შემდეგაც გამოცხადდება საერთო საყოველთაო არჩევნები,
დარბაისელების, რეგიონალური და სამხარეო ხელმძღვანელების,
სამეცნიერო აკადემ-ხუცესის, საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის
პრეზიდიუმის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევაზე.
13. საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე
დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომლის უწყების
მომსახურებით იმოღვაწეებს ყველა დარბაზი და თავყრილობა. ამასთან
ერთად, ყველა რაიონულ თუ რეგიონალურ არეალზე პარალელურად
შეიქმნება და ჩამოყალიბდება საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის
ახალგაზრდული ფლანგი, რომლებიც დამოუკიდებლადაც იმუშავებენ
მათთვის დელეგირებულ ჩარჩოებსა და ფორმატში. რა თქმა უნდა ყველა
რაიონულ და სრულიად საქართველოს საზოგადოებრივ დარბაზსს
დადგენილი საერთო სისტემური არჩევნებით ეყოლება ახალგაზრდული
ფლანგის თავმჯდომარე. ამისათვის საჭიროა შეირჩეს ყველა რაიონში
ახალგაზრდული ფლანგის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ახალგაზრდა
(სასურველია 25 წლამდე) კურატორები.
ძვირფასო საზოგადოებავ!
და უმთავრესად განსაკუთრებულო ადამიანებო, ვინც გულგრილად არ
გაატარებთ აღნიშნულ სტრატეგიას, რამეთუ მიიჩნევთ თქვენს
სამოქმედო გეგმად და წარმოდგენილ მოსაზრებებს და პოსტულატებს
ძირფესვეულად ჩაუღრმავდებით...!
სამწუხაროდ პირველ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის
უმრავლესობა არ ჩაებმევა ამ ფერხულში. არა მარტო ისინი ვინც ვერ
მიხვდება რას ემსახურება ეს ყოველივე, ისინიც კი ვინც ძალიან კარგად
გაერკვევა და ვინც თავად არანაკლებად იღწვის ქვეყნის „ხსნის გზის“
ძიებაში.
მაგრამ ეს არ უნდა გვთრგუნავდეს, რადგანაც დარწმუნებულები უნდა
ვიყოთ, რომ ჩვენი მაგალითის ძალით, მალე დადგება ის სასიხარულო
მომენტი, როდესაც ისინიც ჩვენს გვერდში დადგებიან, როდესაც ისინიც
მკაფიოდ დაინახავენ სამშობლოს მზრუნველობის განსახორციელებლად
ასეთ კონიუქტურასა და დინამიკაში საკუთარ აუცილებელ როლს და
ყოველი მიღებული გადაწყვეტილების ხორცშესხმისას მოინდომებენ
ბედნიერად თვითონაც იგრძნონ თავი. გვჯერა, რომ მალე დადგება ის
დრო, როდესაც საქართველოს წარჩინებული და საკუთარი
პასუხისგებლობით დამუხტული საზოგადოება ერთსულოვნად იზეიმებს
იმ სიკეთეებს, რომლის შექმნისთვის თითოეულმა გაიღო წვლილი.
ამდენად, საქართველოს მამულიშვილნო!
ფუნდამენტურად გაიაზრეთ კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ
წარმოდგენილი სტრატეგია და როგორც შეგიძლიათ მიიღეთ მის
განხორციელებაში მონაწილეობა!
ხოლო, ამ მიზნის მისაღწევად თუ რაიმე ტაქტიკური აზრი დამატებით
დაგებადათ და გაგაჩნიათ, არ დააყოვნოთ, სასწრაფოდ გაგვიზიარეთ და
გვაცნობეთ!
მამულიშვილებად ჩავითვლებით მაშინ, როდესაც გაღვიძებიდან
დაძინებამდე ვიფიქრებთ, რა შევმატოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის
კეთილდღეობას! როდესაც ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს და ხალხის, ანუ
ერის არა მარტო გულშემატკივრები ვიქნებით, არამედ მეპატრონენიც და
ამაზე პასუხისგებლობას ვიგრძნობთ ნერვიულობამდე! როდესაც
ვეცდებით ვიბრძოლოთ ბოლომდე! დავივიწყებთ დაღლას, შიშს და
ეჭვიანობას..! ვიქნებით იქ სადაც საჭიროა, როდესაც საჭიროა და რამდენი
ხანიც საჭიროა..! ზედმიწევნით დავიცავთ შეთანხმებულ წესებს!
დაუყვედრებლად გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია და თუ არ
შეგვიძლია მოვინდომებთ, რომ შეგვეძლოს! გავითავისებთ, რომ
მისაღწევი მიზანი, მარტო ჩვენთვის კი არა, ჩვენი შვილების
ბედნიერებისთვისაა დასახული! და ვისულდგმულებთ თავდადებით,
სოლიდარობით, ერთიანობით და ერთსულოვნებით!
ხალხი აყალიბებს ეროვნულ ინტერესებს და ამ მიზანსწრაფვით ქვეყანა
მუდამ იმარჯვებს!
აი აქ ისმის კითხვა, რა არის ხალხის ინტერესები, რაში გამოიხატება
ისინი, უნდა ემთხვეოდეს თუ არა მათი ინტერესები სახელმწიფოს
ინტერესებს ან პირიქით, როგორ გავიგოთ ამდენი ადამიანის ინტერესი
ერთ კონტექსტში.. ჰო და, ამან განაპირობა ჩვენი სამომავლო მიზანი და
გეგმების კონფიგურირება-ჩამოყალიბება!
როგორც მოგვეხსენება მიზანი განაპირობებს დაგეგმვის პროცესს! ეს კი
თავისთავად მოითხოვს ვიცოდეთ სად ვიმყოფებით ანუ სტარტს საიდან
ვიწყებთ და საით მივემართებით. თუ განვიხილავთ ჩვენი ორგანიზაციის
დღევანდელობას ვფიქრობ საკმაოდ შემართული გუნდი ვართ და არც
ცუდი ბეგრაუნდი გვაქვს. ამდენად ახალი სტარტის დასაწყებად საკმაო
პოტენციალი გაგვაჩნია, მაგრამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა მკაფიოდ
განვსაზღვროთ ვინ რას ვაკეთებთ და რა ვადაში.
რა გვესაჭიროება - ძველი გავაუმჯობესოთ თუ ახალი მოვიფიქროთ და
შევქნათ. როგორ უნდა განვსაზღვროთ და გავითვალისწინოთ არსებული
თუ მოსალოდნელი პრობლემები. ამისათვის უნდა ვიცოდეთ ჩვენი
ძლიერი და სუსტი მხარეები. რა შესაძლებლობები გვაქვს და რა გვექნება..
ასევე რა საფრთხეები შეიძლება დაგვემუქროს..
რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები:
ჩვენ ქართველები ვართ განსაკუთრებული ფსიქო-ტიპის ერი,
რომლებსაც ყველა ერებისაგან განსხვავებით შეგვიძლია მეგობრობა და
უანგაროდ სიკეთის კეთება, ანუ ძლიერი გენეტიკური კოდი და სისხლის
ყივილი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისიხლითა და ოფლით მოგვანიჭეს.
ჩვენს ორგანიზაციას ეს დაეტყო იმ კუთხით, რომ მზად არის ყველა
მსურველს დაეხმაროს და გვერდში ამოუდგეს გასაჭირში, რამაც
გარკვეული ავტორიტეტი დაამკვიდრა საზოგადოებაში, ანუ ჩვენ
გვენდობიან და ჯერათ! ძლიერი მხარეა ის, რომ ჩვენ არ ვჩერდებით და
ჩვენს გუნდში ძლიერი და გონიერი პიროვნებებია გაერთიანებული და
კიდევ გვემატებიან ახლები. ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია
ხელმისაწვდომობა, თანაბარი პირობები, გამჭვირვალობა, ერთგვარი
პროფესიონალიზმი, სიზუსტისკენ და საზოგადოებრივ სამსახურში
მონაწილეობისკენ მიდრეკილება, სანდოობა, რაც პერმანენტული
ანგარიშვალდებულებით ყალიბდება, მზაობა დროულობასთან,
მდგრადობის სურვილი და ხარჯთეფექტურობის პრინციპი.
ქართველების სუსტი მხარე კი ნიჰილიზმია, როდესაც ვფიქრობთ რომ
არაფერი გამოვა და ამის გამო აღარ ვმოქმედებთ და ეს ჩვენს
ორგანიზაციასაც შეეხო ხშირად, რამე თუ ბევრი ადამიანი ამის გამო
გაეთიშა ჩვენს ფერხულს.. ჩვენი სუსტი მხარეა უსახსრობაც (და თუ ვინმე
მატერიალურად გაგვაძლიერებს, ჩვენი შემოქმედება გააათმაგდება!
ამისთვის საიტს გააჩნია ველი „შემოწირულობა“), მაგრამ ყველაზე მეტ
სისუსტეს წარმოადგენს ზოგადად და ჩვენშიც იმ პასუხისგებლობის
სისუსტე, რომ რაღაც პოზიციას ესაჭიროება ყურადღება, მზრუნველობა და
ქმედებების ძლიერი მოწადინება, ანუ ჩვენს სამშობლოს არამარტო
გულშემატკივრობა ყოფნის, არამედ შვილივით ან მშობელივით, მის
მიმართ მოვლა-პატრონობაზე მზრუნველობის პასუხისგებლობა უნდა
გვაწუხებდეს და არ ვკმაყოფილდებოდეთ, რომ ხელისუფლება ამისთვისაა
არჩეული. ასევეა ჩვენი ორგანიზაციის მხრივაც - ყველა უნდა ვთვლიდეთ
ერთნაირად ჩვენს ორგანიზაციას საკუთრივად და ვამაყობდეთ, რომ ამ
ორგანიზაციის წევრები ვართ. ასევე ყველა დამოუკიდებლად თუ ერთად
უნდა ვფიქრობდეთ და ვმსჯელობდეთ მის განვითარებაზე.
მიუხედავად ყოველივესი შესაძლებელია ჩვენს გაზაკვალზე ბევრი
ხილული და უხილავი საფრთხე იყოს ჩასაფრებული, რომლის გარკვევაც კი
მხოლოდ პოსფაქტუმ მოვახერხოთ და ეს ყველაფერი ძალზედ
დაგვაზიანებს თუ არ შევთანხმდებით, რომ ამისთვისაც მზად ვართ, რომ
სირთულეებს ერთად გავუძლებთ და გადავლახავთ.
ძირითადი საფრთხე იქნება მცდელობა ჩვენი ერთსულოვნების
გაქარწყლებისთვის. გარედან თუ შიგნიდან თითოეულ ჩვენგანზე
შესაძლებელია გარკვეული ზეგავლენების მოხდენა, ჩვენი დაშლისა და
დაქსაქსითვის, რასთანაც გამკლავება ჩვენი სწორუპოვარი პირობა და
ვალდებულება უნდა იყოს.. საფრთხეები იმისთვისაა, რომ ისინი წინასწარ
გავითვალისწინოთ, აღმოვაჩინოთ და დავძლიოთ და ამ ყველაფერმა არ
უნდა შეგვაშინოს და უფრო უნდა შეგვკრას და გაგვაძლიეროს.
რა შესაძლებლობები გვაქვს? სამწუხაროდ მატერიალური
თვალსაზრისით ძალიან ცოტა, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით
გვყავს თანამოაზრეები, გვყავს გონიერი და შეკრული გუნდი, გვყავს
ახალგაზრდა მიმდევრებიც, (თუმცა ჯერჯერობით ცოტა)..
და ყველაზე მნიშვნელოვანი, გვყავს ბრძენი და ბერმუხა წინამძღოლები
- ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი გახდა კოლხეთის (ფაზისის) საერო-
სამეცნიერო აკადემია, მასში არსებული, მთელი საქრთველოს მასშტაბით
უჭკვიანესი ხალხით და ეს ძვირფასი საზოგადოება გაგვიათმაგებს
ავტორიტეტსაც, შემართებასაც და სწორი მიზნის დასახვა-მიღწევასაც!
ჩვენ დღეს გაგვაჩნია მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი
ინფორმირების შესაძლებლობა ადგილზე ჩვენი თანამოაზრეების
წყალობით და ეს შესაძლებლობა უნდა გახდეს მყისიერი და
სრულყოფილი.
ამიტომ ჩვენი ხედვა დამყარებულია ამ მთავარ შესაძლებლობაზე,
რომელიც ტრანსფორმირების შედეგად გახდება უნიკალური პლაცდარმი
ჩვენი საზოგადოების დინამიურობისათვის და ოპერატიული
გადაწყვეტილების მიღებისათვის.
დღეს ჩვენი ამოცანაა: რას ვიტყვით, ვისთან ერთად ვიტყვით, როდის
ვიტყვით და რატომ ვიტყვით.. ასევეა, რას გავაკეთებთ, ვისთან ერთად
გავაკათებთ, როდის გავაკეთებთ და რატომ გავაკეთებთ..!
ამიტომ სამართლიანობის პრინციპებით, დამოუკიდებლობის
განსაზღვრებით, კვალიფიციურობის გათვალისწინებით, გამჭვირვალე და
ინოვაციური სიახლეების დასახვით, აუცილებელი მეთოდების
შემუშვებით, მთავარი სამაგალითო გუნდის შერჩევით, მათზე ფუნქციების
განაწილებით, ჩართულობა-გაცნობიერების, ყველანაირი ზეგაავლენებისა
და საჭიროებების გამოკვეთით და ყოველივეს დაცვის ინდიკატორების
შემუშავებით, ვიწყებთ მოქმედებას თქვენთან ერთად!
ერთი სიტყვით ვთანხმდებით წესებზე, რომლებიც უნდა დავიცვათ და
ასევე ვთანხმდებით იმ რეაგირებებზე, რაც ექვემდებარება წესების
დარღვევებს!
ამ ალგორითმის მარტივი ტოლობაა ის, რომ თითოეული ჩვენგანის
მონდომება და პასუხისგებლობა უნდა იყოს მაქსიმალური და ამ
მაგალითის ძალით მოვახდენთ სხვების მოტივირებასაც!
ამდენად, ჩამოყალიბდა სტრატეგიაც და ტაქტიკაც! გაირკვა მიზანი,
გაირკვა რესურსები, გაირკვა მეთოდები და ინსტრუმენტები, გაირკვა
პერსონალი და ახლა საჭიროა ამ სტრატეგიის ლეგიტიმაცია, ვინ
დაამტკიცებს მას, რა ფორმით გავრცელდება და რა კონტიგენტზე.
ამისთვის თქვენზე უკეთესი მსაჯულ ვერავინ იქნება ძვირფასო
საზოგადოებავ!
თქვენ უნდა დაამტკიცოთ კოალიცია „ერთსულოვნების“ ახალი
სტრატეგია და თქვენთან ერთად უნდა მოხდეს ამ გეგმის ხორცშესხმა და
ამიტომ ნება გვიბოძეთ უშუალოდ წარმოგიდგინოთ ჩვენი ორგანიზაციის
მიერ მარგალიტებივით აკინძული მნიშვნელოვანი 100 საკითხი, რაც
შესაძლოა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენდეს!
