top of page

“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,

uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”

საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge  

სახალხო ტრაქტატი

რადგან საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს ქართველი ხალხი (ერი), ხალხის გადაწყვეტილება წარმოადგენს აბსოლუტურ ძალაუფლებას ქვეყანაში!

ხალხი თავის გადაწყვეტილებას ადგენს რეფერენდუმის გზით, ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია უნდა მოიცავდეს რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლებას!

რეფერენდუმის ჩატარებაზე სახალხო მოთხოვნის დაკმაყოფილება და რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია საქართველოს ხელისუფლების უპირობო და აუცილებელი შესრულების ვალდებულებაა!

რეფერენდუმის ჩატარების წესებსა და სარეფერენდუმო თემებს განსაზღვრავს ორგანული კანონი!

ხელშეუვალია და ხელისუფლებისგან დაცულია უფლება ადამიანის სიცოცხლესა და ცხოვრებაზე, მის პირად ქონებაზე, თავისუფლებაზე და ადამიანის თანასწორებაზე! ჯანდაცვისა და საშუალო განათლების მიღებაზე!

ხელისუფლება, რომელიც ბოროტად იყენებს ხალხის მიერ არჩევნების გზით დელეგირებულ ძალა-უფლებას, ან/და ხელჰყოფს ხელშეუვალ უფლებებს, უნდა გადადგეს, ან/და გამოწვეულ იქნას და დაისაჯოს!

ხელისუფლება და ხალხი ვალდებულია ისწრაფვოდეს, რათა შენარჩუნებული იქნას ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური განვითარების ტენდენცია!

ამისათვის დასაშვებია შეთანხმებულად დაითმოს გარკვეული უფლებები, რაც თვითგადარჩენის, მშვიდობისა და განვითარების პროგრესის შექმნას შეუწყობს ხელს!

დაუშვებელია დადგინდეს ან შეიზღუდოს რაიმე ვალდებულება, რაც საზოგადოების უმრავლესობას არ სურს, ან არ ძალუძს შეასრულოს..! ამდენად ყველა მნიშვნელოვანი და მითუმეტეს საკამათო საკითხი უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის საშუალებით, თუნდაც ელექტრონულ ფლატფორმაზე!

რეფერენდუმით დადგენილი და გადაწყვეტილი საკითხი, მტკიცდება, როგორც სახალხო ხელშეკრულება ხელისუფლებასთან, რომლის აღსრულება სისხლხორცეული ვალდებულებაა მხარეებისთვის, მათ შორის მათვის ვინც მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს რეფერენდუმზე!

რადგანაც ქვეყნის ისტორია იქმნება და ყალიბდება ამ ქვეყნის ხალხის (ერის) მოქმედებისგან, რომლის ხარისხობრივი გრადაცია ქმნის ერის მორალურ ფსიქო-ტიპს, ახალგაზრდა თაობამ (უმთავრესად სკოლებში) უნდა შეისწავლოს და გაითავისოს საქართველოს ისტორიის მთავარი საგმირო და სამარცხვინო მომენტები და გაითვალისწინოს ისინი ცხოვრებაში!

ამდენად, ყველაფერი, რაც მოხდა ჩვენს შორეულ თუ ახლო წარსულში, მიჩნეული უნდა იქნას, როგორც აუცილებელი ფაქტორი ჩვენი დახვეწისა და განვითარებისათვის და რაც მომავალში მოგველის, იქნება შედეგი ჩვენი მიმდინარე ქმედებებისა, ამიტომ გონიერი და მორალურ ადამიანთა საზოგადოებამ წარსულზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს თუ რა კრიტერიუმებით უნდა იქმნებოდეს განვითარების გეგმები და სამოქმედო სტრატეგია და რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი მათი ჩამოყალიბებისას! ასევე როგორი პიროვნებები უნდა იკავებდნენ სახელმწიფოს საკვანძო თანამდებობებს და როგორ უნდა სრულდებოდეს მათი პრევენციული მონიტორინგი!

ამ კონცეპტუალური პოტენციალით, ქართულ საზოგადოებას გვსურს ჩვენი სამშობლოს და შვილების კეთილსაყოფად, გადავშალოთ ისტორიის ახალი სუფთა ფურცელი, გამოვაცხადოთ საყოველთაო ეროვნული შენდობა-შერიგება და თანასწორუფლებიანობა საერთო საქმეში ზნეობრივი და გონიერი მოღვაწეობისათვის!

ამისათვის შეიქმნა ელექტრონული ინტერნეტ-პორტალი სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გაწევრიანდეს საკუთარ რაიუნულ საზოგადოებრივ დარბაზში, მონაწილეობა მიიღოს სახალხო ინტერაქტივებში და იმოღვაწეოს ქვეყნის საერთო საკეთილდღეო საქმეში..

ყველა ვინც აღნიშნულს ვიზიარებთ, როგორც საქართველოს თავისუფალი ერის-შვილები, საკუთარი ხელისმოწერით ვამოწმებთ წინამდებარე სახალხო ტრაქტატს და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან მის იმპლემენტაციას!

საქართველოს ერთსულოვნების დარბაზი

bottom of page