top of page

“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,

uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”

საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge  

განსახილველი საკითხების პოსტულატები

  1. უნდა ვაღიაროთ თუ არა, რომ რაც რამე მოხდა ჩვენი ქვეყნისა თუ სამყაროს ისტორიაში, ყველაფერი კანონზომიერია და ეს ყველაფერი ღმერთის მიერ ჩვენი განვითარებისათვის იყო დაშვებული! რომ წარსულის ავმა და კარგმა პროცესებმა შექმნა დღევანდელობა და სხვანაირად ეს დღევანდელობა არ შეიქმნებოდა. ყველამ, ვინც შეეწირა ამ შედეგობრიობას, გადაიხადეს უდიდესი ფასი, რაც ვალად ადევს კაცობრიობის ყოველ მომდევნო შთამომავლობას და მიუხედავად მძიმე განცდებისა, უნდა გვთრგუნავდეს არა წარსულის მუქი ჩრდილები, არამედ გვასულდგმულებდეს წარსულის წარმატებები და ბედნიერი მომავლის არსებობის მოლოდინი;

  2. უნდა ვსაზრდოობდეთ თუ არა წარსულის მიღწევებით და ჩვენი იდენტობის ცნობიერებით, თუ რანი ვიყავით, ვის უნდა ვგავდეთ კეთილ საქმეებში, თავდადებაში, მიღწევებში და რა სასარგებლო თვისებები არის ჩამოსაყალიბებელი ჩვენი საერთო ბედნიერებისათვის. ასევე როგორ არ უნდა ვუღალატოთ ქვეყანასა და ერთმანეთს;

  3. გეო-პოლიტიკურ პლათფორმაზე უნდა შემუშავდეს თუ არა, გამოვლინდეს და ყველა მეზობელ თუ სხვა ქვეყნის მიმართ გაცხადდეს, სახელმწიფოს სტრატეგიული მსოფლმხედველობა, რომ ცუდი განწყობის არანაირი წინა პირობა და ისტორიაში მძიმე ურთიერთობების მეხსიერება არ გაგვაჩნია არცერთ ქვეყანასთან!

  4. უნდა ვაღიაროთ თუ არა, ღვთის ნებად და დაშვებად, მსოფლიოში მრავალი რელიგიური კონფესიების წარმოშობა-არსებობა და ასევე ადამიანის მრავალი თავისებურება, რომელთა შემთხვევაში თითოეულ სეგმენტსა და სექტორს აქვს ღვთისგან დაშვებული არსებობის უფლება და ეკუთვნის შესაბამისი შემწყნარებლური დამოკიდებულება;

  5. რადგანაც საქართველოს კონსტიტუციით ჩვენს ქვეყანაში აღიარებულია, დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრების ნება და გათვალისწინებით იმისა, რომ დემოკრატია არის სახელმწიფო მართვის ფორმა, რა დროსაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ეკუთვნის ხალხს, საქართველოს კონსტიტუცია უნდა ზღუდავდეს თუ არა ხალხის ძალაუფლების გამოვლინებას რეფერენდუმის გზით და პირველ რიგში კონსტიტუციაში უნდა შევიდეს თუ არა ცვლელებები, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებს;.

  6. რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს თუ არა, რომ საქართველოს მთლიანი სასარგებლო წიაღისეული და დოვლათი ეკუთვნის ქართველ ხალხს.

  7. არის თუ არა უპრიანი საქართველოში, კონსტიტუციური მონარქიის აღიარება, რომელიც იქნება ეროვნულობისა და მორალის გარანტი ქვეყანაში.

  8. დასაშვებია თუ არა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის გაუქმება და თუ არა მაშინ დასაშვებია თუ არა მისი, როგორც განსაკუთრებული დეპუტატის უფლებების გაზრდა საკანონმდებლო ინიცირებისა და კანონის განხორციელების კონტროლის სფეროებში, რისთვისაც არჩევნებამდე, ყოველმა მაჟორიტარმა კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის სახით ამომრჩევლის წინაშე უნდა წარმოადგინოს დაგეგმილი კანონ-პროექტები ან კანონში ცვლილებების პროექტები და სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ, ჩააბაროს თუ არა ამომრჩევლების წინაშე განხორციელებული საქმიანობის და მიღებული შედეგების შესახებ ანგარიში.

  9. მაჟორიტარი დეპუტატის ბრალეულობით უშედეგობის ან უმოქმედობის შემთხვევაში, უნდა ჩამოერთმევას თუ არა მას დეპუტატის მანდატი და უკან გამოწვეული იქნეს პარლამენტიდან.

  10. უნდა შეიქმნას თუ არა სახელმწიფო კომისია, საერთაშორისო აკრედიტებული ექსპერტების მონაწილეობით, რათა შესწავლილი იქნას ყველა სტრატეგიული ობიექტების გასხვისების საქმეები (ბორჯომიდან დაწყებული ფოთის პორტით დამთავრებული..) და მოხდეს თუ არა უსამართლოდ მითვისებული ობიექტების ნაციონალიზაცია და დაუბრუნდეს სახელმწიფოს ანუ ხალხს;

  11. ეროვნული ინტერესების განვითარებისათვის, დაგროვებადი ფინანსური მარაგების ეგიდით, შეიქმნას თუ არა საქართველოს სახალხო ფონდი, რომელსაც წარმართავს და გააკონტროლებს ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სახალხო წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დირექტორატი ერთად.

  12. უნდა მოხდეს თუ არა ხელისუფლების გარანტიით 300000 იპოთეკარი ოჯახის დავალიანების 15-20 წლით რესტრუქტურიზაცია. ამ პერიოდში ბინებიდან გამოსახლების აკრძალვით. ვალის გაქარწყლებისთვის ოჯახის წევრების დასაქმების პროგრამაში ჩართვა და ხელფასიდან ვალის გამოქვითვა (შესაძლოა რესტრუქტურიზაციის პერიოდში ბინებით სარგებლობაზე იჯარის დაკისრება).

  13. უნდა განხორციელდეს თუ არა მოსამართლეების, რაიონული პოლიციის უფროსების, პროკურორების, რაიონისა სოფლის გამგებლების არჩევნების ჩატარება შესაბამის ტერიტორიებზე. (ხალხმა აირჩიოს)!

  14. უნდა შემუშავდეს თუ არა ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიული სტანდარტები და დაინერგოს შესაბამისი პროფესიული სწავლების რეფორმა; საგრანტო დოტაციების ხელშეწყობით გაიხსნას თუ არა ყველა ოლქში სულ ცოტა თითო პროფესიული სასწავლებელი, სადაც მოზარდები დაეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

  15. მოხდეს თუ არა საარჩევნო პროცესის გამარტივება, შემუშავდეს თუ არა ახალი სააერჩევნო კოდექსი, ჩატარდეს თუ არა მოსახლეობის (ამომრჩეველთა) რეალური აღწერა, შემუშავდეს თუ არა არჩევნების ელექტრონული (დისტანციური) ჩატარების პროცესი;

  16. მოხდეს თუ არა ცალკეული რეგიონალური რესურსებისა და ტექნოლოგიურ/ინტელექტუალური პოტენციალის შესწავლა და მათი ბიზნეს-დაპროექტება/დაგეგმარება. (ანუ ყველა რეგიონში შესწავლილ და შემუშავებულ იქნას თუ არა სულ ცოტა სამი პრიორიტეტული მიმართულება (რესურსების გამოყენება თუ სხვა შესაძლებლობების დასახვა) და მათი პროექტირება/პროგრამირება, რათა გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები და ადგილობრივი პოტენციალი);

  17. აიკრძალოს თუ არა ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება (დასაშვები იყოს თუ არა მხოლოდ დროებითი იჯარით), გაუქმდეს თუ არა ქართული მიწების გასხვისების მიმდინარე განზრახვათა შეთანხმებები და განხორციელდეს თუ არა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაყიდული მიწების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვა.

  18. სახელმწიფო სისტემის საკვანძო თანამდებობების მიხედვით შემუშავდეს თუ არა საკადრო სარეზერვო ბანკი და როგორც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებულ ნაწილს უმუშევრობის პერიოდში გაეწიოს თუ არა დოტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, (დოტაცია შესაძლებელია სფეროების მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლებითაც);

  19. სახელმწიფოს მხრიდან, მოხდეს თუ არა შიდა მიგრაციის უპრეცენდენტო ხელშეწყობა (სოფლად და პრიორიტეტულად საზღვრისპირა რეგიონებში დასახლება), გრძელვადიანი უპროცენტო დაკრედიტირებით, საკვალიფიკაციო სწავლების პროგრამითა და მხარდაჭერით (მაგ. მანქანა-მექანიზაციების, ირიგაცია-მელიორაციის, ხვნა-თესვა-პესტიციდების გამოყენებისა და სხვა საჭირო საკითებში).

  20. გამკაცრდეს თუ არა საქართველოში გარედან მიგრაცია.

  21. აღდგეს თუ არა კანონი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ. მოხდეს თუ არა ჟურნალისტის განმარტება და ჟურნალისტის სტატუსის ლიცენზირება დაეკისროს თუ არა ჟურნალისტთა კავშირს.

  22. შპს-ების პასუხისგებლობა შემოიფარგლოს თუ არა მხოლოდ ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ქონებით, საკრედიტო ვალდებულებები უნდა დაეკისროთ თუ არა დამფუძნებლებსაც პირად საკუთრებაზე, რის გამოც დამფუძნებლები პასუხისგებლობით დროულად მიხედავენ დირექტორის მიერ არასწორად წარმოებულ მათ დაფუძნებულ ორგანიზაციას.

  23. აეკრძძალოს თუ არა საქართველოს მოსახლეობას სათამაშო ბიზნესში თამაშის უფლება.

  24. მოიხსნას თუ არა პოლიტიკურ პარტიებზე არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, (კოორდინატორთა დაფინასება), ამ პერიოდში მათი დაფინასების შესაძლებლობა განისაზღვროს თუ არა მხოლოდ შემოწირულობებითა და საწევროებით, ხოლო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებს მომავალ არჩევნებამდე გამოეყოს თუ არა საარსებო დოტაციები; (ოფისი, მოვლა, ადმინისტრირება..)

  25. სახელმწიფომ უნდა აიღოს პატრონტაჟი თუ არა და შესაბამისად ხელისუფლებამ განახორციელოს თუ არა, ქვეყნის სტრატეგიული სეგმენტების საქმის წარმოება (სახელმწიფო საწარმოების შექნა) და ამ დარგების განვითარებაში ინვესტიციები ბიუჯეტიდან უნდა განხორციელდეს თუ არა.

  26. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თუ არა ექსპორტის დომინაცია იმპორტზე, მითუფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კვებისა თუ სხვა დარგის პროდუქციაზე. შეისწავლილ უნდა იქნას თუ არა ახლო მეზობელი ქვეყნების დეფიციტურად წარმოებული პროდუქცია და ამ პროდუქციის შიდა წარმოების მხარდაჭერით, გაძლიერდეს თუ არა ექსპორტის უზრუნველყოფა ამ ქვეყნებში.

  27. ხელისუფლება უნდა იღებდეს თუ არა პასუხისგებლობას (გადადგომით), საბაზრო ფასებისა და სავალუტო კურსის ზედა ზღვარის კონტროლსა და უზრუნველყოფაზე;

  28. უნდა შემუშავდეს თუ არა დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების სახელმწიფო პროგრამა (განსახლება სოფლად პირობების უზრუნველყოფით და დოტაციებითა და დასაქმებით) ანუ უპირატესობა სოფლად მაცხოვრებელ ან ქალაქიდან სოფელში საცხოვრებლად გადასულ ოჯახებს.

  29. ყველა მშობელს ვისაც ეყოლება ხუთი და მეტი შვილი, ჩაითვალოს თუ არა თავდადებულად და მიენიჭოს გმირი მშობლის სტატუსი (რაც მნიშვნელოვან პრიორიტეტს შექმნის დასაქმების სფეროში).

  30. მრავალშვილიანი ოჯახები (სამი და მეტი) სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი უნდა იქნას თუ არა, ყოველ შვილზე შესაბამისი დოტაციით სრულწლოვანებამდე.

  31. უნდა მოხდეს თუ არა ფერეიდნელი და სხვა ემიგრანტი ქართველების ჩამოსახლება სოფლებში, მოქალაქეობის მინიჭება და მათი სახელმწიფო დოტაცია.

  32. თავდადებად ჩაითვალოს თუ არა, ღვაწლმოსილი პედაგოგობა, მედიკობა, ნებისმიერი დაუღალავი შრომა და ჯაფა, რომელსაც აღიარებს ფართო საზოგადოება და რომელიც დაჯილდოვდება.

  33. შემუშავდეს და განხორციელდეს თუ არა საქართველოს ენერგო-ეფექტურობის სტრატეგიული გეგმა: ალტერნატიული ენერგიების მიღება/წარმოება; გაზისა და ნავთობსადენის სატრანზიტო მაგისტრალებზე, ენერგიის მისაღებად საბაზისო სადგურების მშენებლობა/მოწყობა; ჩქარ მდინარეებზე უვნებელი მინი კაშხლების აგება და სხვა

  34. შემუშავდეს და განხორციელდეს თუ არა დიდი ეროვნული გამწვანების გეგმა, რომელიც დაეკისრება ყველა სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ თუ ბიზნეს ორგანიზაციას, ყველა სუბიექტს ვინც ღებულობს შემოსავალს.

  35. აუცილებელია თუ არა არჩეულ იქნას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესირების გზა და სამეცნიერო ეროვნულმა ინსტიტუტებმა და აკადემიებმა აიღონ პასუხისგებლობა ერის განათლებაზე. ქვეყანაში ყველა ნიჭიერი, განათლებული და პატიოსანი ადამიანის საქმიანობა უნდა დაფასდეს თუ არა, ხელი შეეწყოს და ანაზღაურდეს.

  36. უნდა ჩამოყალიბდეს თუ არა დისციპლინის დამკვიდრებისა და პროფესიონალიზმის მიღწევის კონკრეტული საფეხურები და გამოცხადდეს საყოველთაო ვალდებულებად, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სასკოლო მერხიდან. (რა აკადემიურ- დისციპლინარული საგნები უნდა ისწავლებოდეს: 1-7 წლის ასაკში, 8-13 წლის, 14-17 წლის და 17-21 წლის ასაკოვან მოზარდებში);

  37. სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს თუ არა საქართველოსა და რელიგიის ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს, რომლებიც სისხლხორცეულად უნდა ყალიბდებოდეს მოზარდის მეხსიერებაში.

  38. განხორციელდეს თუ არა დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ, გამოვლინდეს ყველა ტრაფიკი და გაუვნებელყოფილ იქნას, რომ არანაირი ხვრელი აღარ დარჩეს საქართველოში ნარკოტიკის შემოტანისთვის;

  39. ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ პირთათვის შეიქმნას თუ არა გამაჯანსაღებელი სანატორიუმები ან/და შეიფაროს სამედიცინო დაწესებულებებმა;

  40. უნდა აღდგეს და განვითარდეს თუ არა ქართული კინო-ხელოვნება და ინდუსტრია (შესაბამისი ისნვესტირებითა და ბიუჯეტის ასიგნირებით);

  41. შემუშავდეს თუ არა თანამედროვე მოთხოვნილებების მიხედვით ყველა ქალაქის ახალი განაშენიანების (თავდაცვითი და სტრატეგიული ობიექტების ჩათვლით) გეგმა;

  42. აღდგეს თუ არა სისხლის სამართალში ცილისწამების ცნება და მისი დაუსაბუთებლად გავრცელებისთვის შესაბამისი სასჯელი და პრევენცია;

  43. მიგაჩნიათ თუ არა აქტუალურად ლუსტრაციის განხორციელება ქვეყანაში აბსოლუტური მასშტაბით. (ანუ ბოლო 35 წლის განმავლობაში, ყველა იმ პიროვნების გამოაშკარავება, რომელიც ასრულებდა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებებს და მით უმეტეს დღემდე არიან მათი აგენტები;

  44. უნდა ხელახლა შემუშავდეს და განხორციელდეს თუ არა განათლების რეფორმა საქართველოში. (იაკობ გოგებაშვილის დედაენა 1-ელ კლასში, უცხო ენების შესწავლა მე-4 კლასიდან, რელიგიის ისტორიის დაშვება, საქართველოს ისტორიის გადახედვა ჯავახიშვილის და სხვათა წიგნებით, სამხედრო საქმის სწავლება, მოსწავლეთა თვითმმართველობების დანერგვა, დირექტორატის და დამრიგებლების პასუხისგებლობა მოსწავლეების მორალურ და ეთიკურ აღზრდაზე და ა.შ.)

  45. მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად (მით უფრო შესაბამის რეგიონებში) სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთოს სვანური, მეგრული და ლაზური ენების სწავლება;

  46. მიგაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად არა მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები სატუსაღოებში ყოფნის მაგივრად განფენილნი იყვნენ სხვადასხვა სპეციალურად შექნილ დაცულ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც დაამუშავებენ მიწას, ან იმუშავებენ ფაბრიკა-ქარხნებში და თან იცხოვრებენ საკუთარ სახლებში. (შესაძლოა მათი შეზღუდვა განხორციელდეს ბრასლეტის მეშვეობით და არანაირი დაცვა აღარ დაჭირდეს). მათი მოყვანილი შექმნილი პროდუქცია დაარეგულირებს ბაზარს იაფი ფასებით და სასჯელის გავლის შემდეგ უფლება ექნებათ შეინარჩუნონ საცხოვრებელი, დაგროვილი ქონება და ავლა-დიდება;

  47. როგორ მიგაჩნიათ, სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერების) აუცილებლობიდან გამომდინარე, უპრიანია თუ არა გამარტივდეს შემსყიდველისთვის კანონმდებლობა, (დაიშვას ერთ პირთან მოლაპარაკებები, ფასთა კოტირება ან დახურული ტენდერები), რათა ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი სატენდერო პროცედურებით, შემდგომ არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების საქმის შეუსრულებლობით, მერე სასამართლო დავებით და ხელახალი სატენდერო პროცედურებით, გასაკეთებელი საქმე იწელება და ზარალობს სახელმწიფო და ხალხი;

  48. როგორ მიგაჩნიათ უნდა შემცირდეს თუ არა საქართველოში კომუნალური გადასახადები.

  49. როგორ მიგაჩნიათ უნდა შეიქმნას თუ არა ფასწარმოქმნის კონტროლის სამსახური (ანუ ვის რამდენი უჯდება პროდუქციის შეძენა წარმოება და რამდენად ზედმეტად (ან პირიქით ნაკლებად) ყიდის);

  50. როგორ მიგაჩნიათ, ტურისტულ-საკურორტო დინამიკის გაზრდასთან დაკავშირებით, უნდა მომრავლდეს და განთავსდეს თუ არა ქუჩებში მოძრავი ან სტაციონალური ბიო-ტუალეტები;

  51. როგორ მიგაჩნიათ, დასაშვებია თუ არა ჩვენი სამხედრო შენაერთების მონაწილეობა სხვა ქვეყნების სამხედრო-სამშვიდობო ოპერაციებში;

  52. როგორ ფიქრობთ, მოგწონთ თუ არა საქართველოს დროშა, ღერბი და ჰიმნი (შეცვლიდით თუ არა მათ);

  53. როგორ მიგაჩნიათ საქართველოში უნდა არსებობდეს თუ არა (მით უმეტეს გორში მის მუზეუმში) სტალინის ძეგლი;

  54. როგორ ფიქრობთ, ესაჭიროება თუ არა მეტი ყურადღება მოწყვლადი ჯგუფების (შშმპ პირების) ინტერესების განვითარებას;

  55. როგორ მიგაჩნიათ, მიუხედავად უამრავი საგარეო ვალისა, შეუძლია თუ არა საქართველომ კიდევ აიღოს საგარეო ვალი მეგა-პროექტების განსახორციელებლად;

  56. როგორ მიგაჩნიათ, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს (აღდგეს) თუ არა მწვავე საფრთხეების შემთხვევისათვის უზრუნველსაყოფი განგაშის გამოცხადებისა და თავშესაფარის შესაძლებლობა;

  57. როგორ მიგაჩნიათ, სავალდებულო სამხედრო გაწვევა უნდა იყოს თუ არა ყველა მოქალაქისათვის სავალდებულო;

  58. როგორ მიგაჩნიათ, უნდა აღდგეს თუ არა სამხედრო კათედრა უმაღლესი სასწავლებლებისათის;

  59. როგორ მიგაჩნიათ, დასაშვებია თუ არა სხვა ქვეყნების ელჩების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა;

  60. როგორ მიგაჩნიათ, გაწვეული უნდა იქნას თუ არა უცხო ქვეყნის დიპლომატი საქართველოდან, თუ იგი უხეშად ერევა სახელმწიფოს შიდა საქმეებში;

  61. როგორ მიგაჩნიათ, ეკუთვნით თუ არა საქართველოს სახელმწიფოს საკვანძო თანამდებობების მაღალჩინოსნებს, ძვირადღირებული ავტომობილებით მომსახურება;

  62. როგორ მიგაჩნიათ, თუ საქართველოს გააჩნია მდიდარი ბუნებრივი რესურსები (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, მარგანეცი და სხვა), უნდა მოხდეს მათი კაპიტალიზაცია და ფული მიმდინარე ეპოქაში მოხმარდეს ხალხს და სახელმწიფოს, უნდა დაიფაროს თუ არა სახელმწიფო საგარეო ვალები, თუ ხელუხლებლად გადანახული იქნას უფრო მძიმე პერიოდისთვის ან/და მომავალი თაობებისთვის;

  63. გაკმაყოფილებთ თუ არა საქართველოში არსებული უფასო ჯანდაცვის პროგრამა, თუ გაცილებით მეტი უფასო მზრუნველობაა განსახორციელებელი მოსახლეობაზე.

  64. როგორ მიგაჩნიათ, დასაშვებია თუ არა ერთ უცხოელზე, საქართველოში ერთი საცხოვრებელი ბინის გარდა მეტი ბინის მიყიდვა და გაფორმება;

  65. მიუსაფარი მოსახლეობისათვის, უნდა არსებობდეს თუ არა ყველა რაიონში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო კვების ობიექტები;

  66. როგორ მიგაჩნიათ, მთის შესახებ კანონის უფრო მასშტაბურად გავრცელების მიზნით, უპრიანია თუ არა მთის სტატუსი მიენიჭოს მდებარეობას 1000-ის ნაცვლად 500 მეტრზე და ზევით, ზღვის დონიდან;

  67. როგორ მიგაჩნიათ, ესაჭიროება თუ არა საქართველოს მიწის კოდექსი.

bottom of page