!!! Საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში !!!

ერთსულოვნება
ააიპ "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის"
შინაგანაწესი
1. ორგანიზაცია ააიპ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის“ (ს/ნ 404904010) შემოკლებით კოალიცია „ერთსულოვნება“ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა (წევრთა) გაერთიანებას, რომლებიც არა ვინმეს ხათრით, არამედ საკუთარი მოწადინებითა და ენთუზიაზმით ერთიანდებიან საქართველოსა და ქართველი ერის მომავლის გასაუმჯობესებლად.
2. წევრებს კოალიცია მიაჩნიათ საკუთარ ორგანიზაციად და ყველგან თავს წარადგენენ როგორც ამ ორგანიზაციის წევრი და წარმომადგენელი.
3. კოალიციის წევრები ვერთიანდებით, რათა მონაწილეობა მივიღოთ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.
4. ვქმნით ორგანიზაციულ-სტრუქტურულ კონიუქტურას, ვინაწილებთ ფუნქციებს და პასუხისგებლობით ვახორციელებთ მათ.
5. კოალიცია „ერთსულოვნების“ მთავარი გუნდი ყალიბდება სხვადასხვა დონის საკურატორო თანამდებობებით, კერძოდ: კოალიციის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, მონიტორინგის სამსახურის და ახალგაზრდული ფლანგის ხელმძღვანელები, თბილისის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამხარეო კურატორები, საქართველოს რეგიონალური და რაიონული კურატორები და სხვა.
6. ყველა საკურატორო პოსტი დროებითია, სანამ უფლებამოსილი არ იქნება და აირჩევა საქართველოს ყველა რაიონში შესაბამისი საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები (ანუ დარბაისლები), რომლებიც ჩამოაყალიბებენ დარბაისელთა ეროვნულ პალატას და განახორციელებენ კოალიციის თავმჯდომარის არჩევნებს.
7. საკურატორო გუნდის წევრები უნდა ვითავისებდეთ, რომ ჩვენი მთავარი აქტივობა, გარდა სხვადასხვა პროექტების მობილიზებისა, არის მონაწილეობა საქართველოს ყველა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნა-ჩამოყალიბებაში, რაც თვალსაჩინო მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვის.
8. მაქსიმალურად ვცდილობთ (თუნდაც დისტანციურად ზუმის მეშვეობით) მონაწილეობა მივიღოთ ყველა შეკრება-შეხვედრებში და შესაბამისად სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებაში.
9. მმართველობითი გუნდის წევრები ცხადად უნდა ვაცნობიერებდეთ ორგანიზაციის მიზნებს და ერთნაირად წარმოვაჩენდეთ და განვმარტავდეთ საერთო მიზასწრაფვის შინაარსს;
10. გუნდის წევრები ადეკვატურად უნდა აღვიქვამდეთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების პასუხისგებლობას;
11. გუნდის წევრები მყისიერად უნდა ვამუშავებდეთ და ვაცნობდეთ ერთმანეთს ინფორმაციებს და შეთანხმებულად ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს;
12. გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვიზიარებთ და როგორც ყველა სრულფასოვნად აღვასრულებთ.
13. გუნდის ყველა წევრს უნდა გვქონდეს სანიმუშო ურთიერთობა და კომუნიკაცია ერთმანეთში;
14. ზედმიწევნით ვითვისებთ ორგანიზაციის შინა-განაწესს და სამოქმედო თემატურ საკითებს (ორგანიზაციულ გეგმას);
15. შემოგვაქვს განსახილველად თემატური პროექტები;
16. გუნდის ლიდერები (კურატორები) მაღალი ხარისხის სტანდარტებით და მაგალითის ძალით უნდა ქმნიდნენ ყველასთვის, დასახული გეგმების შესრულებისკენ მიდრეკილებას;
17. ყველა უნდა ასრულებდეს და ემორჩილებოდეს დადგენილ წესებს, ამასთან, გუნდში ღიად და დაუბრკოლებლად (არა ზურგს უკან), ყველა უნდა საუბრობდეს პრობლემურ და საჭირ-ბოროტო საკითხებზე და გულწრფელად გამოხატავდეს საკუთარ შეხედულებებს;
18. გუნდის ყველა წევრი ერთმანეთთან შემუშავებული უნდა იყოს პარტნიორული ურთიერთობით და შეუფერხებლად თანამშრომლობდეს მიუხედავად რანგებისა;
19. გუნდში მუდამ უნდა ინერგებოდეს და ხორციელდებოდეს გუნდის წევრების სწავლებისა და განვითარების საშუალება. ყველას უნდა ჰქონდეს იდეებისა და ინოვაციების გენერირების შესაძლებლობა;
20. გუნდის წევრი მუდამ უნდა ეძიებდეს და საკუთარი პასუხისგებლობით რეკომენდაციას უწევდეს ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ღირსეულ ადამიანებს. მათ კი უქმნიდეს გუნდში გაწევრიანების მოტივაციასა და სტიმულს;
21. ყველა ახალი წევრი ავსებს გაწევრიანების შესაბამის ანკეტას, რომელზეც კოალიციის რეკომენდატორი წევრიც აწერს ხელს.
22. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად ვრიცხავთ საწევრო გადასახადს (შემოწირულობას);
დაე, ღმერთმა მოგვმადლოს ეს ძალისხმევა და შეგვეწიოს ყველას სიკეთით!
უღრმესი პატივისცემითა და თანადგომის იმედით,
საზოგადოებრივი მოძრაობა
„ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“
„ერსუ“-ს გუნდი!