top of page

“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,

uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”

საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge  

"ერსუ"-ს ისტორია


კაცობრიობის აღმოჩენებს შორის ყველაზე მთავარი გონიერი მიგნებაა ის შემართება და განსაზღვრება, რომ „ძალა ერთობაშია“!

ანუ, ბრძოლაში, შრომაში და მოღვაწეობაში რაც უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება, შედეგი მით უფრო მიღწევადია და დაძლევადი. (უდავოა ხომ..?)

მაგრამ ეს ერთიანობა ხშირ შემთქვევაში ხდება მყიფე, არასრულფასოვანი, დროებითი და დაშლადი თუ ამ ერთიანობას არ ასულდგმულებს, ამ ერთიანობაში გაერთიანებულთა ერთმანეთთან ურთიერთობის განწყობა, ერთმანეთის მიმართ და ერთად ქცევების წესების დამკვიდრება და იდეა რომელზეც ყველა თანხმდება და მიისწრაფვის!

ანუ, გუნდში (ნაკრებში) გაერთიანება, ყოფიერება და ურთიერთობა უნდა წარიმართოს და ჩამოყალიბდეს ამ გუნდის წევრთა შეთანხმებულ ერთნაირ აზროვნებამდე მისასვლელად, ერთნაირი განწყობისა და შემართების გამოსავლენად და ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის მისაღწევად და დასამკვიდრებლად, რასაც ერთ-სულად ქცევა ჰქვია და ამ გზა-კვალს ერთობიდან ერთსულად ქცევამდე ერთსულოვნების ფერხული ჰქვია!

ე.ი. ერთსულოვნება ჰქვია ადამიანთა განწობას, რომლის დროსაც, მათი საქმიანობა, მოწადინება, შემართება, ქცევა და პასუხისგებლობა, ღმერთის წყალობის იმედით ერთ კალაპოტშია მოქცეული, ერთი მიზნისკენ მიემართება და ამ ადამიანთა გაერთიანებული ძალით ერთგულად დადებითი ენერგიით იკვებება. თუმცა ერთსულოვნება არ არის განსხვავებული აზრის გაქრობა. პირიქით, იგი არის უნარი, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ადამიანებმა საერთო მიზანი, საერთო პასუხისმგებლობა და საერთო სიკეთე პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ. იგი ურთიერთნდობაც არის, რომელიც იბადება სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, გულწრფელობისა და საერთო პასუხისმგებლობის შედეგად. 

ერთი სიტყვით, ერთსულოვნება გაერთიანებულთა სულისკვეთების, ნებისა და მიზნის შეთანხმება. ერთობა ქმნის ძალას, ხოლო ერთსულოვნება ამ ძალას სიმტკიცეს, მდგრადობასა და გამარჯვების შესაძლებლობას ანიჭებს.


რას ნიშნავს სიტყვა „საზოგადოების უფლებებისათვის“ ?


კაცობრიობის აღმოჩენებს შორის ყველაზე ღირებული, პროგრესირებული და შედეგობრივი მიგნებაა ხალხის საზოგადოებად ქცევა, ანუ თითოეული პიროვნული ინდივიდუალიზმის საზოგადო სარგებლობად გამოვლენის ვალდებულებაზე თანხმობა და ამ განწყობით შეჯერებული და შეთანხმებული წესების დადგენა და თაობებზე გადაცემა. 

ამ პროცესმა განაპირობა სახელმწიფოთა კლასიფიკაცია და შესაბამისად ამ ქვეყნებზე დაკავშირებადი საზოგადოებრივი წყობის განვითარება, თუმცა განაპირობა ასევე გასხვავებულ საზოგადოებათა სივრცეების თანაარსებობა და შესაძლო ურთიერთობაც, რამაც თავისთავად უზრუნველყო ამ საზოგადოებების სურვილებისა და ქცევების არსებობა, ერთმანეთთან შეხამება-შეთანხმება და გარკვეულ უფლებებრივ პოზიციებად დამკვიდრება. ბუნებრივმა კანონზომიერებამ და დროთა მსვლელობამ ცალსახად გამოკვეთა უპირობო და უალტერნატივო საზოგადო მოტივები, როგორც ერთსულოვანი განწყობა, დამოკიდებულება და განსაზღვრება, რასაც საზოგადოებამ დაარქვა მისი შეუვალი უფლებები და მოითხოვა ამ უფლებების არსებობა, დაცვა და უზრუნველყოფა.

ე.ი. საზოგადოებას გააჩნია (უნდა გააჩნდეს) თავისი უფლებები, მაგალითად: სამართლიანი მმართველობის უფლება, უსაფრთხო გარემოს უფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება, განვითარების უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, საზოგადოებრივ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება და ამ უფლებებს უნდა ჰქონდეთ აღსრულების შესაძლებლობა, ანუ ამ უფლებების რეალიზებას არაფერი არ უნდა აფერხებდეს და თუ ეს მაინც ხდება, მაშინ ხდება (უნდა ხდებოდეს) საზოგადოების უფლებების დაცვისათვის მიზანმიმართული შემოქმედება.

საზოგადოების უფლებები არის ის საერთო სიკეთეები, ღირებულებები და შესაძლებლობები, რომელთა არსებობა აუცილებელია არა მხოლოდ თითოეული ადამიანისათვის ცალ-ცალკე, არამედ მთელი საზოგადოების სრულფასოვანი არსებობისა და განვითარებისათვის. საზოგადოების უფლებებისათვის ბრძოლა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას. უფრო მეტად ეს არის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

საზოგადოების უფლებებისათვის მოღვაწეობა გულისხმობს არა დაპირისპირების კულტურას, არამედ სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, თანამონაწილეობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის დამკვიდრებისკენ მიმართულ საქმიანობას.“

თუ ერთობა ქმნის ძალას, ხოლო ერთსულოვნება ამ ძალას მიზანსა და მდგრადობას ანიჭებს, მაშინ საზოგადოების უფლებებისათვის საქმიანობა არის სწორედ ამ ერთსულოვანი ძალის მიმართვა საერთო სიკეთის, სამართლიანობისა და საზოგადოების განვითარებისაკენ.

„საზოგადოების უფლებებისათვის“ ნიშნავს ისეთ შემოქმედებით, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან საქმიანობას, რომელიც ემსახურება საზოგადოების საერთო უფლებების აღიარებას, დაცვას, განვითარებასა და რეალიზებას, საზოგადოების ერთობისა და ერთსულოვნების საფუძველზე.

ე.ი. საზოგადო შემოქმედებას ესაჭიროება ერთობა, რომელსაც როგორც დავადგინეთ ადუღაბებს ერთსულოვნება და გამოდის, რომ საზოგადოების უფლებების დაცვას ესაჭიროება საზოგადოების ერთსულოვნება, რაც ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ლაით-მოტივია და სახელწოდებაც!

ამდენად, გვსურს წარმოგიდგინოთ თუ რა არის ჩვენი ორგანიზაციის წევრთა შემართების მთავარი ელემენტი და ერთმანეთთან ურთიერთობის შეხმატკბილებისკენ მიზიდულობის მთავარი ხასიათი, ანუ რა განსაზღვრებით ვიწყებთ ურთიერთობას ერთმანეთთან და რა ენერგეტიკა ახდენს პირველ რიგში ჩვენს გაერთიანებას!

თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესები განაპირობებს ჩვენი გონების დაძაბვას, ჩაფიქრებას და ნერვიულობას, რომლის საფუძველზე დაგროვილი ნაფიქრალი გვსურს სხვებსაც (ჩვენნაირ მაფიქრალ ადამიანებს) გავუზიაროთ და ასევე გვსურს და გვაინტერესებს ასეთი ადამიანების ნაფიქრალის მოსმენაც, რათა ის მდგომარეობა, რაც იწვევს ჩვენს ფიქრებს, მიგვაჩნია, რომ მოითხოვს მყისიერ ადეკვატურ მოქმედებებს და ეს ქმედებები, რაც უფრო მრავალხმიანია, მით უფრო შემოქმედებითია, მარგ-ქმედებითია და შედეგიანია, ანუ რაც უფრო მეტი მაფიქრალი ადამიანი შეჯერდება ერთ აზრზე და განაცხადებს ლოგიკურ პოზიციას, მათი ხმა-შეძახილი უფრო გასაგები ხდება საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვისაც, მაშინ ასეთი კრებულის შექმნა სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებლობაა და ყველა ღირსეული ადამიანი უნდა მივისწრაფვოდეთ ამ პროცესის დასაწყებად! 

ამისათვის პირველ რიგში ჩვენში უნდა ვპოულობდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის განწყობას და შემდეგ ამ განწყობით მოქმედებების მოწადინების სურვილს და ენერგიას, რის საფუძველზეც ვიწყებთ ერთმანეთის გულმოდგინედ მოსმენას და გაცნობას იმ მოტივით, რომ ერთმანეთს უნდა მოვაწონოთ თავი და ეს მოწონება უდიდეს ურთიერთპატივისცემამდე და ურთიერთსიყვარულამდე უნდა მივიყვანოთ, რის შემდეგაც ფორმირდება და მტკიცდება ერთმანეთის ერთგულებისა და ყველა საქმის ერთად კეთების სურვილი და ერთმანეთის ნდობის შეგრძნება, ანუ დარწმუნებული შეგრძნება და გააზრება იმისა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში მარტო არ დავრჩებით და ზურგი არ გაგვიშიშვლდება და ამით ვგრძნობთ, რომ ვართ მძლავრი გუნდის წევრები. აი მაშინ ასეთ საზოგადოებასთან ერთად შეგწევს განიხილო, შეაჯერო და განახორციელო ნებისმიერი სირთულის ამოცანა. ასეთი გუნდი ხდება ყველასათვის მიმზიდველი, მისაბაძი და მაგალითის მიმცემი.

ასეთი შემართების ელემენტებით ყალიბდებოდა 15 წლის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია და ამ განსაზღვრების მორალური კოდექსით არის შედგენილი დღესაც, ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის შესავსები ანკეტა.

ჩვენს ორგანიზაციას დასახული აქვს ძველ წევრებთან ერთად, შეკრიბოს შეთანხმებაზე ორიენტირებული სიმტკიცის, მორალის და აზროვნების მქონე ახალი ადამიანები, დიდი საქმეების ერთად საკეთებლად.

ამისათვის იმართება ორგანიზაციის 15 წლის საიუბილეო ფორუმი, სადაც ორგანიზაციას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელთა გუნდი და მთელი საქართველოდან ყველა რაიონის მიხედვით ორგანიზაციის წევრები და კურატორები. 

ფორუმზე გარდა 15 წლიანი გზა-კვალისა, გამოჩნდება ორგანიზაციის მთავარი ბირთვი, მისი უნარი და რესურსი დღეის მდგომარეობით და გამოცხადდება პირველ რიგში ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საშუალოვადიანი ერთ წლიანი პერიოდისთვის გამიზნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმა, თუ რა დარგებში რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ორგანიზაცია ცენტრში თუ რეგიონებში, რაც ერთგვარი გამონათება იქნება საზოგადოებისა და ქვეყნისთვის და მცდელობა ხელისუფლებასთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის. ასევე მონიტორინგი მათგან უკუკავშირზე, რაც განაპირობებს ორგანიზაციის შემდგომ გრძელვადიანი გეგმების კონფიგურაციას. 

ამდენად, ორგანიზაციის დამფუძნებლების, ძველი თუ ახალი წევრების და რაც მთავარია ორგანიზაციის დღევანდელი ხელმძღვანელების (კურატორების) მთავარი დანიშნულებაა ყველა აუცილებელი მოქმედებების დასახვა და განხორციელება იმისათვის, რომ ქვეყანაში ყველა მაფიქრალმა ადამიანმა დაინახოს ჩვენი ორგანიზაციის სივრცეში კომფორტული და სანდო გარემო, მოისურვოს ჩართვა-მონაწილეობა და შემატონ ორგანიზაციას უფრო მეტი სასარგებლო სიახლე რომლის გათვალისწინებით და თითოეული საკითის განხორციელებაზე პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებულებით ააიპ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ ანუ საზოგადოება „ერსუ“ დაიმკვიდრებს უფრო მეტ და მნიშვნელოვან ავტორიტეტს ხელისუფლებისა თუ ფართო საზოგადოების წინაშე.

ჩვენს ორგანიზაციაში დადგენილი წესით, ყოველი კვირის ორშაბათს ერსუ-ს ხელმძღვანელობის (თავმჯდომარის, მოადგილეების და კურატორების) დისტანციურ ზუმ-თათბირზე განიხილება მიმდინარე კვირის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები, რომელთა შესრულების დოკუმენტური და სხვა საჭირო სამუშაო პროცესები ხორციელდება და მტკიცდება ოთხშაბათობით ერსუს ჯგუფური კონტინგენტის მიერ სამუშაო პროცესში, ხოლო შაბათის გაფართოებულ სხდომაზე ხდება ყოველივეს ანგარიშგება ერსუს გუნდის ყველა წევრის თვალსაჩინოდ (ოფისში დასწრებითა თუ ზუმ ჩართვით). სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს წინასწარი შეთანხმებების საფუძველზე, ერსუ-ს მთავარი ჯგუფი გადამღებ ჯგუფთან ერთად გადის რეგიონებში გადაცემისთვის სიუჟეტების მოსამზადებლად, ხოლო კვირაობით მიმდინარეობს გადაცემების ჩაწერა სტუდიაში, რომელთა ნაკრები სიუჟეტები და რუბრიკები გადის გადაცემაში „ერთობიდან ერთსულოვნებამდე“ პარასკევს საღამოს 20:00 საათზე სამეფო არხის ეთერში.

ყოველი გადაცემა მუშავდება ანალიტიკური ჯგუფის მიერ და იქ გაჟღერებული მნიშვნელოვანი საკითების ჩათვლით, სხვა თათბირებზე დადგენილი და დასახული თემები თანმიმდევრობითი პრიორიტეტით აისახება ორგანიზაციის კალენდარული დაგეგმვის სქემაში და მათი დროული და სრულფასოვანი განხორციელების კონტროლი ევალება ერსუ-ს მონიტორინგის სამსახურს.

როგორც მოგეხსენებათ „ერსუ“ (ააიპ „ერთსყლოვნება საზოგადოების უფლებებისათის“) დაფუძნდა 2011 წლის 12 ივლისს და დღემდე ყოველდღიური ნაფიქრალის მოქმედებად გენერირების, ამ ქმედებების ანალიტიკური განსჯის, მრავალ ადამიანთან სხვადასხვა საკითხების განხილვის, ორგანიზაციის სტაფისა და ოფისების ფორმირების, რეგიონალური ტურნეების დაგეგმვა-განხორციელების და მრავალი პროექტების შესრულება-ანგარიშგების წარმოების ფონზე, ხორციელდებოდა ჩვენი ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობა, რომლის შედეგად იქმნებოდა ჩვენი ორგანიზაციის ისტორია.

 წარმოგიდგენთ ჩვენი აზრით ყურადსაღებ ყველაზე მნიშვნელოვან საკითებს, რომელთა განხორციელების მიღმა დგას მრავალი ადამიანის ჯაფა და ერთსულოვნება!



განსაზღვრული, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მიმართულებით გათვალისწინებული 90-მდე პრევენციული მუხლი ამ პირზე აღარ იმოქმედებდა და ყველა მის მიერ ჩადენილი და განხორციელებული ქმედება კანონიერად ჩაითვლებოდა მათ შორის მისი მონიტორინგისა და შემოწმების უფლების აკრძალვით სამუდამოდ.




ჩვენი ორგანიზაცია, ქალბატონ ნინო ჩხობაძის ორგანიზაციასთან ერთად კვალიფიციური არგუმენტაციებითა და მოთხოვნებით მყისიერად დაუპირისპირდა მაშინდელ პარლამენტისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს და მრავალი აქციებით, შეხვედრებით და მიმართვებით პირველად 30 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებით მოახდინა საქართველოს პრეზიდენტზე ზემოქმედება, რამაც მართალია ეს ცვლილებები იმ მომენტში ვერ გააუქმა, მაგრამ განაპირობა ამ „დაკანონებული უკანონობის“ განხორციელების დროებითი შეჩერება და ამ საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილი მოქმედებების მორატორიუმის უზრუნველყოფა. (საქართველოს ეკოლოგიისათვის ეს კოლაბორაციული საკანონმდებლო ცვლილებები გაუქმდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ).

2011 წლის ოქტომბერში, ილიას უნივერსიტეტში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ წარუდგინა საზოგადოებას სამი მნიშვნელოვანი მიმართულების თემატური პროექტი და შესთავაზა საზოგადოებას გაერთიანება ამ პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ:



  

დაუდევრობით საკუთარი შვილები მზრუნველობის გარეშე დარჩათ. ხშირ შემთხვევაში ასეთი ბავშვები სპეციალიზირებულ დაწესებულებებში ექცევიან და გადის მრავალი ხანი ისე, რომ საკუთარ მშობლებთან შეხება აღარ აქვთ, რის გამოც მათი ფსიქიკა ინგრევა, ხოლო სტატისტიკის მიხედვით ასეთი მშობლები სუიციდისკენ მიდრეკილები არიან. ამდენად ამ პროექტით ასეთი ბავშვებისა და მშობლების ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაციის სისტემა იყო შემუშავებული და შეთავაზებული ხელისუფლებას.

 


დაწყება შესძლებოდათ. სტატისტიკით იმ პერიოდში უმეტეს მათგანს არანაირი პროფესია არ ჰქონდათ და მათი მისწრაფების მიხედვით ნებისმიერი პროფესიის დაუფლება მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს.




განვითარება-გაჯანსაღებისათან, რაც პრიორიტეტულ სახელმწიფო პროგრამას უნდა წარმოადგენდეს.

ამდენად ამ კონფერენციაზე ჩვენმა ორგანიზაციამ პირველად კონკრეტული პროგრამების გათვალისწინებით ნაბიჯი გადადგა როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო დარგობრივ უწყებებთან პარტნიორული და კოალიციური თანამშრომლობისათვის.

2012 წლიდან თითქმის ყოველ გაზაფხულზე ჩვენი ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდა მასშტაბური მწვანე აქციები, ხეების დარგვისა თუ ქალაქის ქუჩებისა და სკვერების დასუფთავების სახით.


2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ჩვენი ორგანიზაცია გახდა ერთ-ერთი ფლაგმანი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის განხორციელების კუთხით და დაიწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობებსების მიზნით ამ პროცესის დეტალური შესწავლა.


2012 წლის არჩევნების შემდგომ ხელოვნურად შექმნილი კოაბიტაციის შედეგად საქართველოში განვითარებული ორხელისუფლებიანობის პირობებში გახშირდა საზოგადოებრივი უკმაყოფილების მრავალი ფაქტი, რის საფუძველზე ჩვენმა ორგანიზაციამ ითავა ინიციატივა და მოაწყო მრავალი გაფართოებული კონფერენცია სადაც არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის ქვეყანაში თვალსაჩინო მოღვაწე პერსონები ჩაებნენ იმ მოტივით, რომ ქვეყნის განვითარებას აუცილებლად ესაჭიროებოდა კოაბიტაციის გაუქმება და დაიწყო კონსტიტუციის დასაცავად ხელმოწერების შეგროვების დიდი კამპანია საქართველოში!

  

  მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები სადაც კი ნახულობდნენ ჩვენს მიერ ხელმოწერების შესაგროვებლად გაშლილ კარვებს ან ვინმეს ხელში ხელმოწერის ბლანკს თავის ხელმოწერით ადასტურებდნენ ერთსულოვან განწყობას პოლიტიკური ველის გასუფთავება-განთავისუფლებისათვის..

  

  

ჩვენი ორგანიზაცია ჩაუდგა სათავეში დიდი საზოგადოებრივი კოალიციის შექმნას სადაც დღეის მდგომარეობით კოალიციური თანამშრომლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის დადასტურებით 150-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა გაწევრიანებული..


      



საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის უზურპირების საპროტესტოდ, ოთხი თვის განმავლობაში მილიონზე მეტი ხელმოწერა იქნა შეგროვილი და პარლამენტზე შესაბამისი დადგენილების მიღების მოთხოვნა წარდგენილი, საქართველოში მდგომარეობის გამოსასწორებლად..


  

   


მრავალი წარმომადგენლობითი შეხვედრების ორგანიზება იქნა განხორციელებული საქართველოს პარლამენტში, მაშინ როდესაც პარლამენტი ქუთაისში მდებარეობდა და მიუხედავად დილაადრიან საკომიტეტო განხილვებისა და შეხვედრების დანიშვნისა, ჩვენი ვალდებულება საზოგადოების წინაშე იმდენად მაღალ დონეზე იკვეთებოდა, რომ დიდი და პატარა ყველა შემართულად ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას და გაბმული ვიყავით თბილისი-ქუთაისის გზაზე.   




საქართველოს ყველა კუთე ფეხდაფეხ შემოვიარეთ და საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი განწყობა თბილისში პრეზიდენტის სასახლეს გარს შემოვარტყით.



ჩვენი პოზიციის აღიარება თავად მაშინდელ ამერიკის ელჩს, ბატონ რიჩარდ ნორლანდსაც მოუწია, რომ კონსტიტუცია ხელშეუვალია და ხელისუფლების უზურპირება სახელმწიფო დანაშაულს წარმოადგენს, რაც ყოვლად დაუშვებელია და ექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას, თუმცა გვთხოვდა დაგვეშალა მანიფესტაცია და მიგვეცა საშუალება მთავრობასა და პრეზიდენტს ერთმანეთში გაერკვიათ ვითარება, რაზეც ჩვენი მტკიცე პოზიცია მიიღო, რომ ქვეყანაში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ის ვალდებულია უპატრონოს თავის სამშობლოს.

 


და ამ მოტივაციით ჩვენს მრავალ კონფერენციაზე შეკრებილი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები ერთსულოვნად გამოხატავდნენ საერთო პოზიციას ქვეყანაში სტაბილურიბის დასამყარებლად.


         

ყოველივემ განაპირობა ის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდა ცვლილება და პრეზიდენტს შეეზღუდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის გადაყენების და დროებითი მთავრობის დანიშვნის უფლება, რამაც საგრძნობლად დაამშვიდა საქართველო!

ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელიც ყველგან მედიატორობდა კოალიცია „ერთსულოვნების“ საქმიანობას, საზოგადოებასა და ხელისუფლებაში გარკვეულწილად დაიმკვიდრა ცნობადობა და ავტორიტეტი, რამაც განაპირობა უფრო მეტი კონტაქტი მოსახლეობასთან და პირველი მნიშვნელოვანი შეხმიანება განხორციელდა 2013 წლის თებერვალში ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მკვიდრთაგან, რომელთაც ადგილობრივი ტექტონიკური ძვრებისა და პარალელურად ბპ-მაგისტრალის მშენებლობის დაუდევრობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ დაზიანებული და წლების განმავლობაში უწევდათ ეზოებში ცხოვრება და ხელისუფლებისგან მხარდაჭერის ლოდინი.



აღნიშნულ თემაზე ჩვენს ორგანიზაციაში შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც დაევალა დეტალურად შეესწავლა მოცემული საკითხი და ჩამოეყალიბებინა მოქმედებათა გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვით განხორციელდა კომუნიკაციები - ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატთან, ახალციხის მერისაა და საკრებულოს ხელმძღვანელობასთან, საქართველოს დევნილთა და განსახლების, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან და მათთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების შედეგად უმოკლეს დროში აწყურის დაზარალებული ყველა მოსახლე დაკმაყოფილდა მეზობელ სოფლებში მათთვის შესაფერისი საცხოვრებელი ფართებით.

  

2013 წლის აპრილში წეროვანის დასახლების შეძახილმა განაპირობა ჩვენს ორგანიზაციის მათთან შეხვედრის ორგანიზება, რის საფუძველზეც ჩვენი კოალიციის დიდი წარმომადგენლობით ვეწვიეთ წეროვანში ახალგორიდან დევნილ მოსახლეობას და დიდ დარბაზში მოვაწყვეთ სადისკუსიო შეხვედრა, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ გარდა წეროვანის დასახლებაში სიდუხჭირით გაუსაძლის პირობებში ცხოვრებისა, ყველაზე მეტად მათ სააღდგომო დღსასწაულებზე თავიანთი ახლობელი ადამიანების საფლავების მონახულების შეუძლებლობა აწუხებდათ, რადგანაც ახალგორის ტერიტორიაზე გადასვლა მხოლოდ ცხინვალის სპეც-სამსახურების ნებადართული საბუთით არის შესაძლებელი და ერთ-ერთი მთავარი (თუ ერთადერთი არა) თხოვნა ჩვენს მიმართ იყო, რმ ჩვენ მიგვემართა ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა მათ ეშუამდგომლათ ცხინვალის დეფაქტო-ხელისუფლებასთან, სააღდგომო დღესასწაულებზე ახალგორის ტერიტორიაზე მკვიდრთა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფისათვის.



ამასთან დაკავშირებით აღნიშნულ შეკრებაზე შემუშავდა დოკუმენტი (სხდომის ოქმი) სახელწოდებით: „სააღდგომო ღია კარის სამი დღე“ (თავისუფალი გადაადგილება „ერთსულოვნების“ თანამონაწილეობით) და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ განხორციელებულიყო ყველა სახალხო დიპლომატიური ქმედება, რათა დევნილ მოსახლეობას მისცემოდა თავისი სახლ-კარისა და საფლავების მონახულების საშუალება და უფლება.




ჩვენი ძალისხმევა გააძლიერა შიდა სახალხო ურთიერთობების ჩართვამაც და მოხდა უპრეცენდენტო ფაქტი, როდესაც სააღდგომო დღესასწაულებზე სამი დღის განმავლობაში 700-მდე ახალგორის მკვიდრი დევნილი მოქალაქე სპეციალური საბუთის გარეშე გაატარეს ოკუპირებული ტერიტორიის გამშვებ პუნქტზე. ამის აღსანიშნავად ჩვენი ორგაიზაციის მიერ წეროვანში ახალგორიდან დევნილი მოსახლეობის ბავშვებს დაურიგდა სასაჩუქრე ამანათები.

     

15 წლის განმავლობაში მოსახლეობის მიმართ ანალოგიური თუ სხვაგვარი მხარდაჭერის ღონისძიებები და მოქმედებები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმატსა და მასშტაბში, რაც მრავალ საგაზეთო პუბლიკაციებში დაიბეჭდა და ამას დაემატა ჩვენი ორგანიზაციის გაზეთის გამოშვებაც, თუმცა უსახსრობის გამო დიდხანს ვერ გაგრძელდა.

 



2013 წლის საარჩევნო ბატალიებმა განსაკუთრებულად მიიპყრო ჩვენი ორგანიზაციის ყურადღება და როგორც სახელმწიფოს უწყებათაშორისი კომისიის წევრობა ასევე ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია ვიტვირთეთ და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 1000-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა დანიშნული საარჩევნო უბნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. 




განორციელებულმა მისიამ გამოკვეთა მრავალი საკითხი, რომელზედაც აუცილებელი იყო ყურადღების გამახვილება, მათ შორის არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიების აღმოფხვრა, რომელიც ხორციელდებოდა ყალბი პირადობის მოწმობებით და ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ცესკო-ს შეთავაზა ინიციატივა საარჩევნო სიების დაფოტოსურათების თაობაზე, რაც მეტად აქტუალური გახდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ კასრებში დამარხული ასი ათასობით ყალბი პირადობების აღმოჩენის შემდეგ და ხელისუფლებამ 


  


გაიზიარა ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად შეთავაზებული ინოვაცია და არჩევნებში ახალი ტიპის საარჩევნო სიების გამოყენებით კომპლექსურად აღმოფხვრა ყალბი პირადობის მოწმობების კარუსელური გამოყენების მეთოდით არჩევნების გაყალბების მავნე ტექნოლოგია.


  


ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო საგრანტო მხარდაჭერით, ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო მოსახლეობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათის საარჩევნო თემატური ტრენინგების ფართომასშტაბიანი კამპანია, ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, მათი მხრიდან საარჩევნო წესებისა და სწორი ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით.

თვეების მანძილზე ყოველდღიურად გვიწევდა მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონის სოფლებში ბენეფიციარებთან შეხვედრა და პროგრამულად წინასწარ მომზადებული სხვადასხვა საარჩევნო-თემატური ტრენინგების ჩატარება.








ცვლილებების შედეგად საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სავალდებულო წესით დადგენილი ცესკო-ს საკონსულტაციო საბჭოს შექმნის აუცილებლობისა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის განსაზღვრებით, ჩვენს ორგანიზაციას პატივი ერგო, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში პირველად შექმნილი ცესკო-ს საკონსულტაციო საბჭოს წევრი გამხდარიყო და ამავე საბჭოს თავმჯდომარეობის სტატუსი მინიჭებოდა მასში შესულიარასამთავრობო ორგანიზაციათა 2/3 ხმათა უმრავლესობის წილისყრით.


გარდა ამისა ორგანიზაციამ თავისი წევრების მონაწილეობით და ჩართულობით, გარკვეული წვლილი გაიღო თავად საარჩევნო კამპანიური საქმიანობის განხორციელება-განვითარებაში, როგორც საპრეზიდენტო დამოუკიდებელი კანდიდატისა და საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენით ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სხვადასხვა ქალაქების საკრებულოების წევრობის კანდიდატების წარმოდგენით.



ამ შემოქმედებას პარალელურად თან სდევდა მრავალი საოფისე შეხვედრების განხორციელება, რეგიონებში მოგზაურუბა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქმიანად მოთათბირება-შეთანხმება.


                   


                    

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებდა იმ ღონისძიებებს, რასაც საოფისე თათბირებისა თუ ზუმ-კონფერენციების შედეგად ერთსულოვნად დაადგენდა და ამის გათვალისწინებით ეწყობოდა სხვადასხვა თემატური შეხვედრები, მიტინგები, მანიფესტაციები თუ პერფორმანსები.

  

     

  


2015 წლის გაზაფხულზე ჩვენმა ორგანიზაციამ ჭადრაკის სასახლეში დიდი შეკრების შედეგად, ხელისუფლებას შესთავაზა საქართველოში დასაქმების განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შემუშავება, რათა გაუსაძლისი ყოფიერი ვითარება გამოსწორებულიყო საქართველოში და ამასთან ერთად ჩვენს ორგანიზაციაში შექმნილი სამეცნიერო კოლეგიის მიერ შემუშავებული 67 პუნქტიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა წარუდგინა 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის სახით, რაც ხელისუფლებამ გაიზიარა და მადლობის წერილით დაგვაჯილდოვა.


     



წერილში აღნიშნული იყო, რომ ჩვენს მიერ მიწიდებულ გეგმაში არსებული აქტივობები თანხვედრაშია მთავრობის გეგმასთან და მიმდინარეობს მათი განხორციელების პროცესი.

2016 წელს რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ ორგანიზაციამ რუსთაველის ძეგლთან მოაწყო ხალხმრავალი მიტინგი და ცხრა მეტრიანი პლაკატით „რუსთაველიდან, რუსთაველით, თავისუფლებამდე..“ მსვლელობა მოაწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკამდე და ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმების გაჟღერებით აღნიშნულ პლაკატზე დამსწრეთა ხელმოწერების დაფიქსირებით აღინიშნა დიდი ქართველი პოეტის იუბილე.




2017 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩვენი ორგანიზაციის ორგანიზებით მოეწყო დიდი ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო ფორუმი, სადაც ხალხმრავალი შეკრებით გახმოვანდა ილიას საერთო ნიადაგის თეორიის მთავარი პოსტულატები, რომელიც ნიშანდობლივია დღესაც, როგორც საერთო სახელმწიფოებრივ-ეკონომიკური დოქტრინა. აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდნენ საერო, სასულიერო და სახელისუფლო წარმომადგენლები.


საქართველოს პატრიარქის მიერ, 17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და სიმტკის დღედ გამოცხადების და მისივე მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის ზოგიერთ მუხლებზე შეგონების აღსანიშნავად და მხარდასაჭერად, ჩვენი ორგანიზაციის მიერ პარლამენტის წინ მოეწყო ხალხმრავალი მანიფესტაცია-მიტინგი და ორი კვირის განმავლობაში მთელ საქართველოში შეგროვდა 40 000-ზე მეტი ხელმოწერა ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების განსახორციელებლად, რაც საკანონმდებლო ინიცირების სახით შეტანილი იქნა საქართველოს პარლამენტში.



ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობდნენ პარლამენტის საკომიტეტო და კომისიურ მუშაობებში;

მონაწილეობას ღებულობდნენ ადვოკატთა თუ მოსამართლეთა კონფერენციებზე;

სხვადასხვა სააგენტოებსა და პრეს-კლუბებში პრეს-კონფერენციებზე;

ინსტიტუციური განვითარებისა და ჩართულობის სახელმწიფო უწყებათაშორის სხდომებზე; 

რამაც განაპირობა კიდევ ერთ დიდი აქტივობა, რომელიც დაიწყო თბილისის კონფერენციით, რომელიც მოეწყო ეროვნული ბიბლიოთეკის სხდომათა დარბაზში და გაგრძელდა საქართველოს ათ დიდ ქალაქში (თელავი, საგარეჯო, რუსთავი, მარნეული, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ბათუმი), რის შედეგადაც შემუშავებულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების რეზოლუცია, სადაც ასახული იქნა ქვეყანაში მნიშვნელოვნად საყურადღებო თემები და საკითხები, რომლის დაძლევაზეც ხელისუფლებას ყურადღება უნდა გაემახვილებინა და ეზრუნა.



ეს რეზოლუცია წაკითხული იქნა რუსთაველის თეატრის დარბაზში ქართული ერთობის კონგრესზე.




ჩვენი ორგანიზაციის წამყვანი ენერგეტიკოსების მონაწილეობით შემუშავდა ჰუდონ-ჰესის მშენებლობის ალტერნატიული პროექტები და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დარგის ექსპერტებს წარედგინა. აღნიშნულ თემაზე განხორციელდა ხალხმრავალი მანიფესტაციები მთავრობისა და პარლამენტის შენობებთან და გაკეთდა განცხადებები პრეს-კლუბებსა და მასმედიაში.

            



 

„განსაკუთრებულ ეროვნულ საუნჯეს“ ნაცვლად კონსტიტუციაში აისახა ფრაზა „განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი“.

ასეთივე წარმატებით მიმდინარეობდა მრავალი ინიციატივა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან ჩართულობით და შეხმიანებით სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ უწყებებთან.





ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი ფლაგმანი იყო საყდრისის გადარჩენის კამპანიაში, სადაც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის თაოსნობით მოწყობილ კულტურულ-ინფორმაციულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებაზე „საყდრისობა“ წარმომადგენლობით იქნა დასწრებული და შემდგომ მრავალი განცხადება დოკუმენტი წარადგინა ამ უნიკალური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. 



ჩვენმა ორგანიზაციამ წარმომადგენლობითი მონაწილეობა მიიღო ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობის გამყარებაზე მიძღვნილ ღონისძიებაში და დიდი ქართველი სახელოვანი ადამიანების წიგნებით დაასაჩუქრა ისინი.



10 წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ორგანიზაციის მთავარ შემოქმედებას ჩაეყარა საფუძველი, რასაც უდიდეს მხარდაჭერა გამოუცხადა ტელეკომპანია „სამეფო არხმა“ და მისმა მფლობელმა ბატონმა გია ასათიანმა. აღნიშნული არხის ეთერში შეიძლება ითქვას ათასობით გადაცემა გავიდა სათაურით „ერთობიდან ერთსულოვნებამდე“ ამ გადაცემის ქვემდებარე სხვადასხვა თემატური რუბრიკებით: 

„არჩევნების კვალდაკვალ“; „სამართლიანობის ფრონტი“; „შეძახილი რეგიონიდან“; „ჩვენი ქვეყნის კოლორიტები“; „მომავალი თაობა“; „აკადემიური თვალსაწიერი“; „განათლების საძირკველი“; „კულტურული მემკვიდრეობა“; „ერის სულის კვეთება“; „უმაღლესი განათლება 21-ე საუკუნეში“ და სხვა..


 




  


  



აღსანიშნავია ის, რომ უმეტეს რუბრიკებში მონაწილეობას ღებულობდა ჩვენი ორგანიზაციის ანალიტიკური ჯგუფი ყოველი გადაცემის თემატურ ჭრილში ანალიტიკური დასკვნის გამოსახატად.


  

და ეს ყველაფერი გრძელდება დღესაც, უფრო მეტი ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმით, უფრო მეტი შემართებით და გულმოდგინებით და რაც მთავარია უფრო მეტის იმედით, რადგანაც 15 წლის ისტორიამ დიდი და ძნელი გამოცდები ჩაგვაბარებინა ყველას ერთმანეთის გვერდში დგომის, ერთმანეთის ნდობისა და ერთგულების მისაღწევად.

და დღეს ჩვენი ორგანიზაციის რესურსული პოტენციალის, მასშტაბებისა და მიმდინარე შემოქმედების ამსახველი პლათფორმა ჩვენი ინტერნეტ-საიტია www.ersu.ge, რომელიც დღეს ერთ-ერთი მთავარი თვალსაჩინოებაა ჩვენი ორგანიზაციის და როგორც სიმწიფის ატესტატი ამტკიცებს 15 წლიანი შემოქმედებებისა და მიღწევების ფასს.

bottom of page