საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge
საწევრო (თუნდაც ნომინალური) გადასახადით, ფიქსირდება და დეკლარირდება გუნდის წევრობის სიმყარე და სიმტკიცე;
საწევრო შენატანის სისტემატიური ან/და სავალდებულო რეჟიმი ავლენს წევრის მკაფიო პასუხისგებლობას და გუნდის საქმიანობაში ჩართულობას;
საწევრო გადასახადით თითოეული წევრი ერთვება ყოველი კონკრეტული დაკისრებული ამოცანის შესრულების კონიუქტურაში, რომელშიც გამოყენებული იქნება შეგროვებული თანხები ან მისი ნაწილი და ენიჭება მას, მის მიმართ შემსრულებელთაგან ანგარიშ-ვალდებულების აუცილებლობა;
საწევროს გადამხდელი წევრი ხდება უშუალო წილობრივი თანამონაწილე, ამ თანხებით (ან მისი ნაწილით), განხორციელებული ამოცანების, როგორც შემსრულებელი და ასევე ორგანიზაციის საჭიროებისთვის საქონლის შემძენი სტატუსის მფლობელი;
საწევრო გადასახადი აერთიანებს და ადუღაბებს გუნდს;
პატივისცემას და ავტორიტეტს უზრდის და უმკვიდრებს საწევროს შემომტანს;
საწევრო შენატანებით შეგროვილი თანხები ორგანიზაციას უქმნის დამოუკიდებლობას და უზრდის სამოქმედო დიაპაზონის მასშტაბებს;
საწევრო გადასახადის შემომტანი წევრი არის ორგანიზაციის ერთ-ერთი მესაკუთრე და უფლებამოსილი მოითხოვოს ანგარიშგება ორგანიზაციის საქმიანობაზე.
