top of page

სტრატეგია

უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი მიზნობრიობა მოითხოვს მიზანსწრაფვას და მიზანდასახულობას!

ამდენად მიზანდასახულობა უნდა გამოიკვეთოს აკადემიურად თანმიმდევრული პოზიციებითა და მოქმედებებით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დასახული მიზნის სრულფასოვნად მიღწევას.

როგორც სახლის შენებას ესაჭიროება არქიტექტორის მიერ შედგენილი პროექტი, რომელიც გაჯერებულია ყველა სეგმენტის დეტალიზირებით; როგორც საომარი მოქმედებები (შეტევა იქნება თუ თავდაცვა) არ წარიმართება სტრატეგიული რუკებისა და გეგმების გარეშე, ასევე ჩვენს მიზანსწრაფვასაც ესაჭიროება სტრატეგიულ ხედვაში მოქცევა და დეტალურად ტაქტიკური ნაბიჯების გაანალიზება და ჩამოყალიბება.

ეს კონცეფცია, ხელს შეუწყობს კოალიცია „ერთსულოვნების“ ყველა მესვეურს, არ ამოვარდეს კალაპოტიდან და გაუყვეს ერთადერთ სწორ გზას და რელსებს მიზნის წარმატებულად მიღწევისათვის!

როგორც მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენი გენეტიკა და სულიერება, რაც ძირითად აღზრდის კულტურაში ჩამოყალიბდა და შეიძინა ერის ფსიქო-ტიპი, დგას დიდებული წინაპრების ფესვებზე, მათ აზროვნებით, მოქმედებებით და ცხოვრებით მიღწეულ შედეგებზე, რაც უწყვეტ ჯაჭვად შეიკრა და უხილავად მოედინება უხსოვარი დროიდან დღემდე, ასევე გასათვალისწინებელია მათ პრაქტიკაში გამოყენებული ღვთიური და საკრალური მოქმედებები და მნიშვნელობები, რაც ჩვენი წინაპრების მიზანსწრაფვას ზეციურ ძალებს ანიჭებდა და მიზნის მიღწევას გარდაუვალს ხდიდა.

პირველი, წმინდა ზიარება! უფლის ხორცისა და სისხლის შერწყმა საკუთარ სულთან და სხეულთან. (ყველა რელიგიას შესაბამისად ქვემდებარე).

მეორე, ლოცვა-კურთხევის აღება, მოძღვრისგან, მშობლებისგან, მეუღლისგან და შენგან დალოცვა ოჯახისა, შვილებისა და ყოველი ახლობლისა.

მესამე, საქმის წინ, ცალ მუხლზე (ან ქედის) მოხრა და უფლის წყალობისა და შეწევნის შევედრება! პირჯვრის გადაწერა და გარდასახვა წინ-მყოფით გზას!

ხოლო შემდგომ იმ ადამიანთა იმედიანობა და კამარა, ვინც გვერდიდან არ მოგცილდება და ზურგს არ გაგიშიშვლებს განწირულ სულისკვეთებაში!

ჩვენი კოალიციის ლოგოც სიმბოლურად ამას გამოხატავს! საქართველოს დროშის ირგვლივ შვიდი ადამიანის სილუეტია გაერთიანებული და შეკრული. ამდენად, ყველამ შეძლებისდაგვარად შევეცადოთ, შევკრად შვიდკაცა და თუ მეტი მით უკეთესი..

„შვიდკაცა“ უნდა წარმოადგენდეს, ერთმანეთზე შეყვარებულ და პატივმდებელ ადამიანებს, რომლებიც გასაჭირში არასდროს დატოვებენ ერთმანეთს და რომც „გადაუბრუნდეს რომელიმეს როდესმე ფეხი“, გვერდში ამოდგომით გაასწორებენ მის „გზა-სვლას“, ისე, რომ ვერავინ მიხვდეს მის „კოჭლობას“ და ამ ხარვეზს არც თვითონ გაიხსენებენ როდესმე.

მაგრამ, მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, შვიდკაცაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ არცერთი არ ერთიანდება რომელიმეს ხათრით! „შვიდკაცაში“ დადგომა უნდა მოხდეს საკუთარი გააზრებული გადაწყვეტილებით, რაც განაპირობებს სანდომიან ადამიანებთან ერთად საქართველოს „ხსნის გზის“ ძიების თაობაზე დაფიქრების, გაანალიზების, დასახვისა და განხორციელების მონდომებას!

„შვიდკაცა“ შეიძლება „სამასკაცად“-აც იქცეს, ან გაცილებით მეტად, მაგრამ ის პირველი შვიდი ადამიანი, მუდამ მაგალითი უნდა იყოს ყველა დანარჩენისთვის.

იმას, რასაც შემდგომ დაისახავს სრულიად საზოგადოება, პირველ რიგში ეს შვიდი კაცი უნდა ახორციელებდეს უმწიკვლოდ და სრულფასოვნად! (ყოველ შემთხვევაში უდიდესი მონდომებით).

ეს შვიდი ადამიანი და შემდგომნიც, უნდა იყოს „თვალის ჩინი“ ყველასთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ნებისმიერ სიტუაციაში. ანუ შესაძლებელია კულუარში განსჯა, კამათი და საყვედურიც კი ერთმანეთში, მაგრამ საზოგადოებაში „შვიდკაცა უნდა მოქმედებდეს და ჩანდეს ერთ სხეულად, ერთ აზრად და ერთსულოვან ქმედებად!

ვიმეორებთ, შესაძლოა ასე იქცეოდეს შვიდი ათასიც, მაგრამ პირველი შვიდნი აქაც სამაგალითო უნდა იყვნენ!

ამასთან ერთად, ისიც წარმატებაა (და არ არის ტრაგედია), თუ ვინმეს ასეთი შემართებით თუნდაც „ორკაცა“ ჰყავს...

მოკლედ! ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა ემსახურება იმ მოცემულობის აღქმას და გაგებას, რომ როდესაც გაერთიანებას იწყებ და მით უფრო ამ გაერთიანებით აპირებ სამშობლოსთვის სასიკეთო გეგმების ჩამოყალიბებას და განხორციელებას, პრველადად რა უნდა გაიაზრო და რა მოახერხო!

ს ტ რ ა ტ ე გ ი ა

კოალიცია „ერთსულოვნება“ შეიქმნა მრავალი ღირსშესანიშნავი ადამიანის, ორგანიზაციული თუ ინდივიდუალური ძალისხმევით, მაგრამ უპირველესად მონდომებით ერთსულოვნებისაკენ!

ყველა საკითხი, რაც კამათს და პოლემიკას იწვევდა, აღარ განიხილებოდა, ინახებოდა არქივში და დღის წესრიგში დგებოდა ის, რაშიც ყველა ერთსულოვანი იყო.

ამდენად, ეს ლაითმოტივი დღემდე მოსდევს კოალიციას და მისი მესვეურნიც ამ პრინციპით ამუშავებენ ერთსულოვან თემებს, თუმცა ის საკითები, რომლებიც გვერდზე გადაიდებოდა შემდგომი დამუშავებისათვის, დაგროვდა და რეალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ითხოვენ თავიანთ რიგოთაბას გადასაწყვეტად!..

ამიტომ, კოალიციის მესვეურთა გონებაში ჩამოყალიბდა სტრატეგია, რომლითაც შესაძლებელი გახდება საკამათო თემებიც გახდეს ერთსულოვანნი.

არა მარტო ის, რაც კოალიციის მეხსიერებაშია მოქცეული, არამედ ნებისმიერი ახალი ინიცირებაც მიდრეკილი იქნება ამ სტრატეგიით ერთსულოვანი პოზიცირებისკენ, რამეთუ სისტემატიზაცია, რაც ამ სტრატეგიის მთავარი პლაცდარმია, ითვალისწინებს ფართო საზოგადოების თითოეული წევრის დამოუკიდებელი, მიუკერძოებული და თავისუფალი პოზიციების გაერთიანებას ერთ გადაწყვეტილებად და ერთსულოვან დამოკიდებულებად საკითხის მიმართ.

ამდენად, სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერი აზრი, თემა და განსაზღვრება, რომელიც უნდა დამტკიცდეს საზოგადოების ერთსულოვანი დამოკიდებულებით, პირველ რიგში უნდა იქცეს აკადემიურ ხარისხში რელევანტურად (ერსა-ს სამეცნიერო კოლეგიის მიერ დამოწმებული) და შემდგომ კითხვით ფორმაში დასმული საზოგადოების მიმართ!

ე.ი. სტრატეგია ითვალისწინებს პლატფორმის შექმნას, სადაც კითხვით ფორმაში ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი ნებისმიერი თემის  (თავისი განმარტებებით), რეალობა და აქტუალობა შესწავლილი იქნება ექსპერტების მიერ და მათი დასტურის შემდეგ წარედგინება საზოგადოებას, მასზე ერთსულოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გახდება გამოძახილი ხალხის ხმად და გასათვალისწინებელი ხელისუფლების მხრიდან.

ამისათვის სტრატეგია მოითხოვს შემდეგი პოსულატების აუცილებლობას:

  1. აღნიშნული პლატფორმისთვის უნდა შეიქმნას ყოვლად დაცული და მაღალ-ხარისხიანი ელექტრონული საიტი, (ინტერნეტ-პორტალი), თავისი შესაბამისი საჭირო უნარებითა და პოტენციალით;

  2. შეიქმნას საკოორდინაციო-საკურატორო ჯგუფიები: თბილისის, საქართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხარეო კურატორებით; აფხაზეთის, სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ზემო ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონალური კურატორებით და ყველა ოლქის (1.მთაწმინდა, 2.ვაკე, 3.საბურთალო, 4.კრწანისი, 5.ისანი, 6.სამგორი, 7.ჩუღურეთი, 8.დიდუბე, 9.ნაძალადევი, 10.გლდანი, 11.საგარეჯო, 12.გურჯაანი, 13.სიღნაღი, 14.დედოფლისწყარო, 15.ლაგოდეხი, 16.ყვარელი, 17.თელავი, 18.ახმეტა, 19.თიანეთი, 20.რუსთავი, 21.გარდაბანი, 22.მარნეული, 23.ბოლნისი, 24.დმანისი, 25.წალკა, 26.თეთრიწყარო, 27.მცხეთა, 28.დუშეთი, 29.ყაზბეგი, 30.კასპი, 32.გორი, 33.ქარელი, 35.ხაშური, 36.ბორჯომი, 37.ახალციხე, 38.ადიგენი, 39.ასპინძა, 40.ახალქალაქი, 41.ნინოწმინდა, 43.ონი, 44.ამბროლაური, 45.ცაგერი, 46.ლენტეხი, 47. მესტია, 48. ხარაგაული, 49.თერჯოლა, 50.საჩხერე, 52.ზესტაფონი, 52.ბაღდათი, 54.ვანი, 54.სამტრედია, 55.ხონი, 56.ჭიათურა, 57.ტყიბული, 58.წყალტუბო, 59.ქუთაისი, 60.ოზურგეთი, 61.ლანჩხუთი, 62.ჩოხატაური, 64.აბაშა, 64.სენაკი, 65.მარტვილი, 66.ხობი, 67.ზუგდიდი, 68.წალენჯიხა, 69.ჩხოროწყუ, 70.ფოთი, 79.ბათუმი, 80.ქედა, 81.ქობულეთი, 82.შუახევი, 83.ხელვაჩაური, 84.ხულო.) მიხედვით რაიონული კურატორებით.

  3. აღნიშნული კურატორების შემართებითა და პასუხისგებლობით საქართველოს ყველა ოლქის მიხედვით საიტზე შეიქმნას შესაბამისი საზოგადოებრივი დარბაზები და თითოეულ მათგანში კურატორების მოწადინებითა და მედიაციით, სრულწლოვანი მოქალაქეები თავისუფალი ნებით გაწევრიანდნენ საზოგადოებრივი დარბაზების წევრებად;

  4. საიტზე გაწევრიანდეს სამეცნიერო კოლეგია, რომელიც აღებს პასუხისგებლობას ყველა თემისა და საკითხის, საინტერაქტივოდ დაყენების რელევანტურობაზე;

  5. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთსულოვნება საქართველოსთვის“ (კოალიცია „ერთსულოვნების“) ერსა-ს ყველა წევრი გათვიცნობიერდეს კოალიციის მთავარი საკითხის მიმართ: რომ საქართველოს კონსტიტუციაში რატომ უნდა აღდგეს რეფერენდუმით კანონის მიღბისა და გაუქმების შესაძლებლობა.

  6. საკურატორო დროებითმა ჯგუფებმა: სრულყოფილებამდე მიიყვანოს საიტ-პლატფორმა ყველა მისი აუცილებელი ქვე-სტრუქტურიზაციის შექმნით; გაუკეთოს პრეზენტაცია, გაავრცელოს ინფორმაცია და ხელი შეუწყოს დარბაზებში საყოველთაო სრულწლოვანი მოქალაქეების გაწევრიანებას და მოემსახუროს დარბაზების თავმჯდომარეების (დარბაისელების) არჩევას, რომლებიც გახდებიან საქართველოს დარბაისელთა ეროვნული პალატის წევრები და თავისთავად აირჩევენ პრეზიდიუმს და ჩაატარებენ თავმჯდომარის საყოველთაო არჩევნებს.

  7. მსოფლიო ისტორიაში უპრეცენდენტოდ, ქვემოდან ზემოთ შექმნილი სრულიად საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზი, თავისი ახალგაზრდულ ფლანგთან ერთად, შეუდგება საკუთარი სამშობლოს პატრონობას და მზრუნველობას! და ასე გაგრძელდება მუდამ..

ტ ა ქ ტ ი კ ა

სტრატეგიის ყოველ პოსტულატს ესაჭიროება ტაქტიკა, ანუ მოფიქრება დეტალური ქმედებების, რაც სტრატეგიის შესრულებას განაპირობებს. ამდენად:

  1. სტრატეგიის პირველ პოსტულატს ესაჭიროება ძლიერი პროგრამისტების გუნდის შექმნა, რომლებიც ააშენებენ და ინტერნეტში გაუშვებენ საჭირო დიზაინისა და ინფრასტრუქტურის საიტ-პლტფორმას, რაც შევსებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაციითა და ტექსტებით. ასევე იმ გუნდის დამტკიცებაც, ვინც მუდმივი მოდერატორი იქნება აღნიშნული საიტის. საიტის თავდაცულობისათვის აუცილებელი იქნება საიტის ალგორითმი დაპატენტდეს და შენახულ იქნას მნიშვნელოვნად სერიოზულ სერვერზე. ასევე მეტი დამაჯერებლობისთის შესაძლებელია საიტის დაცულობისთვის მიემართოს სახელმწიფოს ან/და მემორანდუმი გაფორმდეს საერთაშორისო სტრატეგიულ ორგანიზაციებთან.

  2. პირველ რიგში კოალიციის საზოგადოებიდან, ირჩევა სამი პიროვნება, რომელთაგანაც თითოეული, გაუწევს კურატორობას თბილისის, საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ სამხარეო სტრუქტურების მოწყობას.

  3. თავისთავად თბილისის კურატორმა უნდა შეარჩიოს თბილისის ათი რაიონის მიხედვით, ოცდახუთი საზოგადოებრივი დარბაზის (1.მთაწმინდაზე ერთი, 2.ვაკეში ორი, 3.საბურთალოზე სამი, 4.კრწანისში ერთი, 5.ისანში სამი, 6.სამგორში ოთხი, 7.ჩუღურეთში ერთი, 8.დიდუბეში ორი, 9.ნაძალადევში ოთხი, 10.გლდანში ოთხი,) კურატორი პიროვნება. რომლებთან ერთად ვალდებულია საიტ-პორტალზე, თბილისის ათივე რაიონის ოცდახუთივე ოლქის მიხედვით შექმნილ ვირტუალურ საზოგადოებრივ დარბაზებში გააწევრიანოს, პირველ ეტაპზე მინიმუმ 12; ხოლო შემდგომ საშუალოდ ამ რაიონებში საარჩევნოდ მოქმედი უბნებიდან თითო მოქალაქე (და საბოლოოდ მაქსიმუმ ამ რაიონის მცხოვრები ყველა სრულწლოვანი მოქალაქე), მიუხედავად იმისა, ამჟამად ისინი ქვეყანაში ცხოვრობენ თუ მის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. და ხელი შეუწყოს თითოეულ დარბაზს მასში გაწევრიანებული წევრებით აირჩიოს საკუთარი დარბაისელი.

  4. აღმოსავლეთ საქართველოს სამხარეო კურატორმა უნდა შეარჩიოს ექვსი (სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ზემო ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის) რეგიონალური კურატორი პიროვნებები, რომლებთან ერთად შეარჩევს აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების (11.საგარეჯო, 12.გურჯაანი, 13.სიღნაღი, 14.დედოფლისწყარო, 15.ლაგოდეხი, 16.ყვარელი, 17.თელავი, 18.ახმეტა, 19.თიანეთი, 20.რუსთავი, 21.გარდაბანი, 22.მარნეული, 23.ბოლნისი, 24.დმანისი, 25.წალკა, 26.თეთრიწყარო, 27.მცხეთა, 28.დუშეთი, 29.ყაზბეგი, 30.კასპი, 32.გორი, 33.ქარელი, 35.ხაშური, 36.ბორჯომი, 37.ახალციხე, 38.ადიგენი, 39.ასპინძა, 40.ახალქალაქი და 41.ნინოწმინდას) რაიონულ კურატორ პიროვნებებს და განახორციელებს იგივე ქმედებებს.

  5. დასავლეთ საქართველოს სამხარეო კურატორი შეარჩევს ექვს (აფხაზეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის) რაიონულ კურატორ პიროვნებებს და მათთან ერთად შეარჩევს დასავლეთ საქართველოს რაიონების (43.ონი, 44.ამბროლაური, 45.ცაგერი, 46.ლენტეხი, 47. მესტია, 48. ხარაგაული, 49.თერჯოლა, 50.საჩხერე, 52.ზესტაფონი, 52.ბაღდათი, 54.ვანი, 54.სამტრედია, 55.ხონი, 56.ჭიათურა, 57.ტყიბული, 58.წყალტუბო, 59.ქუთაისი, 60.ოზურგეთი, 61.ლანჩხუთი, 62.ჩოხატაური, 64.აბაშა, 64.სენაკი, 65.მარტვილი, 66.ხობი, 67.ზუგდიდი, 68.წალენჯიხა, 69.ჩხოროწყუ, 70.ფოთი, 79.ბათუმი, 80.ქედა, 81.ქობულეთი, 82.შუახევი, 83.ხელვაჩაური და 84.ხულოს) საზოგადოებრივი დარბაზების კურატორ პიროვნებებს და განახორციელებს იგივე ქმედებებს რაც ზემოთ აღინიშნა.

ამდენად, ეს კონფიგურაცია საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს საზოგადოებრივ დარბაზში იმყოფებოდეს საქართველოს ყველა უბნიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი და დარბაზს ჰქონდეს საქართველოს ხალხის ტერიტორიულად სრულფასოვანი წარმომადგენლობის ლეგიტიმაცია.

  1. საქართველოს ყველა რაიონულ საზოგადოებრივ დარბაზებში გაწევრიანებული წევრების მიერ არჩეული დარბაისელების შემდეგ ყველა რაიონის კურატორის სტატუსი და ფუნქცია უქმდება! (ასევე ზემდგომი არჩევნებისას გაუქმდება შესაბამისი კურატორების სტატუსი და ფუნქციაც!)

  2. თითოეულ რაიონულ საზოგადოებრივ დარბაზში გაწევრიანებული წევრები ითვალისწინებენ შინაგანაწესს და ცდილობენ მოიზიდონ თავიანთი საახლობლო, როგორც უპირატესად საკუთრივ რაიონში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით და რაც მთავარია ვალდებულებად მიიჩნევენ რაიონულ თუ ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ ინტერაქტივებში მონაწილეობას და საკუთარი დამოუკიდებელი პოზიციის დაფიქსირებას.

  3. ყველა ის ადამიანი ვინც აკადემიურ რანგშია აყვანილი და გაწევრიანდება პორტალზე, გარდა მის კუთვნილ რაიონული დარბაზის წევრობისა, გაწევრიანდეს და მიენიჭოს აკადემიური კოლეგიის წევრობა და პორტალის ყველა ნებისმიერი წევრისგან შემოსული საინტერაქტივო საკითხი მისი რელევანტურობის მიზნით გაატაროს საკუთარ ინტელექტუალურ პრიზმაში და საიტ-პორტალის სიტემის მხარდაჭერით, მისცეს თანხმობა ან უარყოფა ამ საკითხის ამავე საიტზე საჯარო-საინტერაქტივო გამოქვეყნებაზე. გარდა ამისა სამეცნიერო აკადემიურმა კოლეგიამ, როგორც საერთო-სახელმწიფოებრივი, ასევე საკუთრივ კონკრეტული რაიონული მნიშვნელობის საკითებზე უნდა იფიქროს, დაამუშაოს და საინტერაქტივოდ მოამზადოს, საინტერესო საკითხები. ყველა საკითხი საინტერაქტივოდ დგება ერთი კვირის მანძილზე, თუ რაიმე განსაკუთრებული არ იქნა მიღებული, რაიონული თუ საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის მიერ.

  4. კოალიციის საიტ-პორტალზე შესული ნებისმიერი მოქალაქე ადვილად უნდა ერკვეოდეს საიტის წესებსა და არსში და ამისათვის საიტზე თანმიმდევრულად უნდა ჩნდებოდეს შესაბამისი ტექსტები. საიტზე შესაბამის ველში, ასახული იქნება ყველა დოკუმენტი და პუბლიკაცია, რომელთა გაცნობა საინტერესოდ და აუცილებლად ჩაითვლება უმთავრესად საკურატორო ჯგუფის ყველა წევრისთვის და იმათვის ვინც მერე გაწევრიანდება საიტის დარბაზებში.

  5. კოალიციის ადმინისტრაცია, კურატორების მოთხოვნის შესაბამისად დაბეჭდავს და ნებისმიერ ტერიტორიაზე მიაწვდის წინამდებარე ბროშურას, მოთხოვნილი რაოდენობების გათვალისწინებით.

  6. ყოველი საინტერაქტივო გამოკითხვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ადმინისტრაცია შეიმუშავებს კოალიციის ბლანკზე სათანადო ტექსტს, რომელიც დამოწმდება წინასწარ დამზადებული ბეჭედი-შტამპით, რაზეც ეწერება:

დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა

კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ

www.ersaufle.ge.

მიღებული გადაწყვეტილების ამსახველი ბეჭედდასმული დოკუმენტი ოფიციალურად ჩაბარდება ადრესატებს და მოხდება ამ პროცესის გაშუქება მასმედიის საშუალებით.

  1. საკურატორო ჯგუფის მიერ დადგინდეს საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის ყველა ფუნქციის, წესისა და მოქმედების პროექტები და დამტკიცდეს საერთო საინტერაქტივო სისტემით, რის შემდეგაც გამოცხადდება საერთო საყოველთაო არჩევნები, დარბაისელების, რეგიონალური და სამხარეო ხელმძღვანელების, სამეცნიერო აკადემ-ხუცესის, საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის პრეზიდიუმის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევაზე.

  2. საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომლის უწყების მომსახურებით იმოღვაწეებს ყველა დარბაზი და თავყრილობა. ამასთან ერთად, ყველა რაიონულ თუ რეგიონალურ არეალზე პარალელურად შეიქმნება და ჩამოყალიბდება საქართველოს საზოგადოებრივი დარბაზის ახალგაზრდული ფლანგი, რომლებიც დამოუკიდებლადაც იმუშავებენ მათთვის დელეგირებულ ჩარჩოებსა და ფორმატში. რა თქმა უნდა ყველა რაიონულ და სრულიად საქართველოს საზოგადოებრივ დარბაზსს დადგენილი საერთო სისტემური არჩევნებით ეყოლება ახალგაზრდული ფლანგის თავმჯდომარე. ამისათვის საჭიროა შეირჩეს ყველა რაიონში ახალგაზრდული ფლანგის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ახალგაზრდა (სასურველია 25 წლამდე) კურატორები.

ძვირფასო საზოგადოებავ!

და უმთავრესად განსაკუთრებულო ადამიანებო, ვინც გულგრილად არ გაატარებთ აღნიშნულ სტრატეგიას, რამეთუ მიიჩნევთ თქვენს სამოქმედო გეგმად და წარმოდგენილ მოსაზრებებს და პოსტულატებს ძირფესვეულად ჩაუღრმავდებით...!

სამწუხაროდ პირველ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა არ ჩაებმევა ამ ფერხულში. არა მარტო ისინი ვინც ვერ მიხვდება რას ემსახურება ეს ყოველივე, ისინიც კი ვინც ძალიან კარგად გაერკვევა და ვინც თავად არანაკლებად იღწვის ქვეყნის „ხსნის გზის“ ძიებაში.

მაგრამ ეს არ უნდა გვთრგუნავდეს, რადგანაც დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მაგალითის ძალით, მალე დადგება ის სასიხარულო მომენტი, როდესაც ისინიც ჩვენს გვერდში დადგებიან, როდესაც ისინიც მკაფიოდ დაინახავენ სამშობლოს მზრუნველობის განსახორციელებლად ასეთ კონიუქტურასა და დინამიკაში საკუთარ აუცილებელ როლს და ყოველი მიღებული გადაწყვეტილების ხორცშესხმისას მოინდომებენ ბედნიერად თვითონაც იგრძნონ თავი. გვჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც საქართველოს წარჩინებული და საკუთარი პასუხისგებლობით დამუხტული საზოგადოება ერთსულოვნად იზეიმებს იმ სიკეთეებს, რომლის შექმნისთვის თითოეულმა გაიღო წვლილი.

ამდენად, საქართველოს მამულიშვილნო!

ფუნდამენტურად გაიაზრეთ კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ წარმოდგენილი სტრატეგია და როგორც შეგიძლიათ მიიღეთ მის განხორციელებაში მონაწილეობა!

ხოლო, ამ მიზნის მისაღწევად თუ რაიმე ტაქტიკური აზრი დამატებით დაგებადათ და გაგაჩნიათ, არ დააყოვნოთ, სასწრაფოდ გაგვიზიარეთ და გვაცნობეთ!

მამულიშვილებად ჩავითვლებით მაშინ, როდესაც გაღვიძებიდან დაძინებამდე ვიფიქრებთ, რა შევმატოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას! როდესაც ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს და ხალხის, ანუ ერის არა მარტო გულშემატკივრები ვიქნებით, არამედ მეპატრონენიც და ამაზე პასუხისგებლობას ვიგრძნობთ ნერვიულობამდე! როდესაც ვეცდებით ვიბრძოლოთ ბოლომდე! დავივიწყებთ დაღლას, შიშს და ეჭვიანობას..! ვიქნებით იქ სადაც საჭიროა, როდესაც საჭიროა და რამდენი ხანიც საჭიროა..! ზედმიწევნით დავიცავთ შეთანხმებულ წესებს! დაუყვედრებლად გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია და თუ არ შეგვიძლია მოვინდომებთ, რომ შეგვეძლოს! გავითავისებთ, რომ მისაღწევი მიზანი, მარტო ჩვენთვის კი არა, ჩვენი შვილების ბედნიერებისთვისაა დასახული! და ვისულდგმულებთ თავდადებით, სოლიდარობით, ერთიანობით და ერთსულოვნებით!

ხალხი აყალიბებს ეროვნულ ინტერესებს და ამ მიზანსწრაფვით ქვეყანა მუდამ იმარჯვებს!

აი აქ ისმის კითხვა, რა არის ხალხის ინტერესები, რაში გამოიხატება ისინი, უნდა ემთხვეოდეს თუ არა მათი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებს ან პირიქით, როგორ გავიგოთ ამდენი ადამიანის ინტერესი ერთ კონტექსტში.. ჰო და, ამან განაპირობა ჩვენი სამომავლო მიზანი და გეგმების კონფიგურირება-ჩამოყალიბება!

როგორც მოგვეხსენება მიზანი განაპირობებს დაგეგმვის პროცესს! ეს კი თავისთავად მოითხოვს ვიცოდეთ სად ვიმყოფებით ანუ სტარტს საიდან ვიწყებთ და საით მივემართებით. თუ განვიხილავთ ჩვენი ორგანიზაციის დღევანდელობას ვფიქრობ საკმაოდ შემართული გუნდი ვართ და არც ცუდი ბეგრაუნდი გვაქვს. ამდენად ახალი სტარტის დასაწყებად საკმაო პოტენციალი გაგვაჩნია, მაგრამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა მკაფიოდ განვსაზღვროთ ვინ რას ვაკეთებთ და რა ვადაში.

რა გვესაჭიროება - ძველი გავაუმჯობესოთ  თუ ახალი მოვიფიქროთ და შევქნათ. როგორ უნდა განვსაზღვროთ და გავითვალისწინოთ არსებული თუ მოსალოდნელი პრობლემები. ამისათვის უნდა ვიცოდეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. რა შესაძლებლობები გვაქვს და რა გვექნება.. ასევე რა საფრთხეები შეიძლება დაგვემუქროს..

რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები:

ჩვენ ქართველები ვართ განსაკუთრებული ფსიქო-ტიპის ერი, რომლებსაც ყველა ერებისაგან განსხვავებით შეგვიძლია მეგობრობა და უანგაროდ სიკეთის კეთება, ანუ ძლიერი გენეტიკური კოდი და სისხლის ყივილი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისიხლითა და ოფლით მოგვანიჭეს.

ჩვენს ორგანიზაციას ეს დაეტყო იმ კუთხით, რომ მზად არის ყველა მსურველს დაეხმაროს და გვერდში ამოუდგეს გასაჭირში, რამაც გარკვეული ავტორიტეტი დაამკვიდრა საზოგადოებაში, ანუ ჩვენ გვენდობიან და სჯერათ! ძლიერი მხარეა ის, რომ ჩვენ არ ვჩერდებით და ჩვენს გუნდში ძლიერი და გონიერი პიროვნებებია გაერთიანებული და კიდევ გვემატებიან ახლები. ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია ხელმისაწვდომობა, თანაბარი პირობები, გამჭვირვალობა, ერთგვარი პროფესიონალიზმი, სიზუსტისკენ და საზოგადოებრივ სამსახურში მონაწილეობისკენ მიდრეკილება, სანდოობა, რაც პერმანენტული ანგარიშვალდებულებით ყალიბდება, მზაობა დროულობასთან, მდგრადობის სურვილი და ხარჯთეფექტურობის პრინციპი.

ქართველების სუსტი მხარე კი ნიჰილიზმია, როდესაც ვფიქრობთ რომ არაფერი გამოვა და ამის გამო აღარ ვმოქმედებთ და ეს ჩვენს ორგანიზაციასაც შეეხო ხშირად, რამე თუ ბევრი ადამიანი ამის გამო გაეთიშა ჩვენს ფერხულს.. ჩვენი სუსტი მხარეა უსახსრობაც (და თუ ვინმე მატერიალურად გაგვაძლიერებს, ჩვენი შემოქმედება გააათმაგდება! ამისთვის საიტს გააჩნია ველი „შემოწირულობა“), მაგრამ ყველაზე მეტ სისუსტეს წარმოადგენს ზოგადად და ჩვენშიც იმ პასუხისგებლობის სისუსტე, რომ რაღაც პოზიციას ესაჭიროება ყურადღება, მზრუნველობა და ქმედებების ძლიერი მოწადინება და ამას არ განვიცდით, ანუ ჩვენს სამშობლოს არამარტო გულშემატკივრობა ყოფნის, არამედ შვილივით ან მშობელივით, მის მიმართ მოვლა-პატრონობაზე მზრუნველობის პასუხისგებლობა უნდა გვაწუხებდეს და არ ვკმაყოფილდებოდეთ, რომ ხელისუფლება ამისთვისაა არჩეული. ასევეა ჩვენი ორგანიზაციის მხრივაც - ყველა უნდა ვთვლიდეთ ერთნაირად ჩვენს ორგანიზაციას საკუთრივად და ვამაყობდეთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები ვართ. ასევე ყველა დამოუკიდებლად თუ ერთად უნდა ვფიქრობდეთ და ვმსჯელობდეთ მის განვითარებაზე.

მიუხედავად ყოველივესი შესაძლებელია ჩვენს გაზაკვალზე ბევრი ხილული და უხილავი საფრთხე იყოს ჩასაფრებული, რომლის გარკვევაც კი მხოლოდ პოსფაქტუმ მოვახერხოთ და ეს ყველაფერი ძალზედ დაგვაზიანებს თუ არ შევთანხმდებით, რომ ამისთვისაც მზად ვართ, რომ სირთულეებს ერთად გავუძლებთ და გადავლახავთ.

ძირითადი საფრთხე იქნება მცდელობა ჩვენი ერთსულოვნების გაქარწყლებისთვის. გარედან თუ შიგნიდან  თითოეულ ჩვენგანზე შესაძლებელია გარკვეული ზეგავლენების მოხდენა, ჩვენი დაშლისა და დაქსაქსითვის, რასთანაც გამკლავება ჩვენი სწორუპოვარი პირობა და ვალდებულება უნდა იყოს.. საფრთხეები იმისთვისაა, რომ ისინი წინასწარ გავითვალისწინოთ, აღმოვაჩინოთ და დავძლიოთ და ამ ყველაფერმა არ უნდა შეგვაშინოს და უფრო უნდა შეგვკრას და გაგვაძლიეროს.

რა შესაძლებლობები გვაქვს? სამწუხაროდ მატერიალური თვალსაზრისით ძალიან ცოტა, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით გვყავს თანამოაზრეები, გვყავს გონიერი და შეკრული გუნდი, გვყავს ახალგაზრდა მიმდევრებიც, (თუმცა ჯერჯერობით ცოტა)..

და ყველაზე მნიშვნელოვანი, გვყავს ბრძენი და ბერმუხა წინამძღოლები!

ჩვენ დღეს გაგვაჩნია მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ინფორმირების შესაძლებლობა ადგილზე ჩვენი თანამოაზრეების წყალობით და ეს შესაძლებლობა უნდა გახდეს მყისიერი და სრულყოფილი.

ამიტომ ჩვენი ხედვა დამყარებულია ამ მთავარ შესაძლებლობაზე, რომელიც ტრანსფორმირების შედეგად გახდება უნიკალური პლაცდარმი ჩვენი საზოგადოების დინამიურობისათვის და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღებისათვის.

დღეს ჩვენი ამოცანაა: რას ვიტყვით, ვისთან ერთად ვიტყვით, როდის ვიტყვით და რატომ ვიტყვით.. ასევეა, რას გავაკეთებთ, ვისთან ერთად გავაკათებთ, როდის გავაკეთებთ და რატომ გავაკეთებთ..!

ამიტომ სამართლიანობის პრინციპებით, დამოუკიდებლობის განსაზღვრებით, კვალიფიციურობის გათვალისწინებით, გამჭვირვალე და ინოვაციური სიახლეების დასახვით, აუცილებელი მეთოდების შემუშვებით, მთავარი სამაგალითო გუნდის შერჩევით, მათზე ფუნქციების განაწილებით, ჩართულობა-გაცნობიერების, ყველანაირი ზეგავლენებისა და საჭიროებების გამოკვეთით და ყოველივეს დაცვის ინდიკატორების შემუშავებით, ვიწყებთ მოქმედებას თქვენთან ერთად!

ერთი სიტყვით ვთანხმდებით წესებზე, რომლებიც უნდა დავიცვათ და ასევე ვთანხმდებით იმ რეაგირებებზე, რაც ექვემდებარება წესების დარღვევებს!

ამ ალგორითმის მარტივი ტოლობაა ის, რომ თითოეული ჩვენგანის მონდომება და პასუხისგებლობა უნდა იყოს მაქსიმალური და ამ მაგალითის ძალით მოვახდენთ სხვების მოტივირებასაც!

ამდენად, ჩამოყალიბდა სტრატეგიაც და ტაქტიკაც! გაირკვა მიზანი, გაირკვა რესურსები, გაირკვა მეთოდები და ინსტრუმენტები, გაირკვა პერსონალი და ახლა საჭიროა ამ სტრატეგიის ლეგიტიმაცია, ვინ დაამტკიცებს მას, რა ფორმით გავრცელდება და რა კონტიგენტზე.

ამისთვის თქვენზე უკეთესი მსაჯულ ვერავინ იქნება ძვირფასო საზოგადოებავ!

თქვენ უნდა დაამტკიცოთ კოალიცია „ერთსულოვნების“ ახალი სტრატეგია და თქვენთან ერთად უნდა მოხდეს ამ გეგმის ხორცშესხმა და ამიტომ ნება გვიბოძეთ უშუალოდ წარმოგიდგინოთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ მარგალიტებივით აკინძული მნიშვნელოვანი საკითხები, რაც შესაძლოა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენდეს!

bottom of page