საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge
მოკლევადიანი (2026 წლის 12 ივლისისთვის) გეგმა:
საწყისში, ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ ძირითადი მმართველობითი ბირთვი, ანუ პარტნიორები და თანამოაზრეები, რომლებთან ერთად გვსურს და გვიხარია საქმიანობა და რაც მთავარია შეთანხმებაზე ორიენტირებით გადაწყვეტილებების მიღება..!
ასევე დავიწყეთ საქართველოს რეგიონების შემოვლისა და დაკავშირების გეგმის წარმოება (გადაცემების გადაღება/მომზადება; საქმიანი ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ეპარქიებთან და ბიზნეს-წრეებთან) და საქართველოს ყველა ოქლის გათვალისწინებით კურატორების შერჩევა, ანუ სულ ცოტა თითო თანამოაზრის ჩართვა ჩვენს აქტივობაში რათა მის მიერ, შერჩეულ და წარმოდგენილი იქნას თავის რაიონში შესაქმნელი საზოგადოებრივი დარბაზის პოტენციური წევრები;
ყოველ საკურატორო კანდიდატს ეკისრება რეკომენდაცია გაუწიოს და წარმოადგინოს თითო ახალგაზრდა კანდიდატი, მის ოლქში ახალგაზრდული ფლანგის შესაქმნელად;
მოკლევადიანი გეგმის მთავარი მიზანია, 2026 წლის 12 ივლისს, ორგანიზაციამ ჩაატაროს „თბილისის ფორუმი“ და წარმოადგინოს ამ ფორუმზე საქართველოს ყველა რაიონიდან სულ ცოტა ერთი წევრი (ანუ ორგანიზაციიდან დაახლოებით 150 ადამიანი), ამ ფორუმზე მოიწვიოს სტუმრები (მთავრობიდან, ეკლესიიდან, დიპ-კორპუსიდან); გააცნოს საზოგადოებას ორგანიზაციის 15 წლიანი ბეგრაუნდი და საქმიანობის მოკლე ანგარიში, გააგრძელოს კოალიციური ტრადიცია საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციების გაწევრიანების პრეზენტაციით და გააკეთოს მნიშვნელოვანი განცხადებები ორგანიზაციის ხედვებისა და მომავალი გეგმების შესახებ!
მთავარი მიზნის გათვალისწინებით, ააიპ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ შემოკლებით „ერსუ“, მისი ყველა წევრის ჩართულობით, მაქსიმუმ 15 ივნისისთვის საქართველოს ყველა ოლქში შეარჩევს (უნდა შეარჩიოს) და დანიშნავს ოლქის კურატორს, (სასურველია მისი ახალგაზრდული ფლანგის კურატორის მხარდაჭერით);
ამისათვის ქრონოლოგიურად და თანმიმდევრულად საჭიროა განისაზღვროს შემდეგი პოზიციები: საბოლოოდ შეირჩეს და დამტკიცდეს თბილისის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამხარეო კურატორები;
შეირჩეს და დამტკიცდეს საქართველოს რეგიონალური (აფხაზეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ლიახვის (სამაჩაბლო), ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის) და ასევე თბილისის 10 რაიონის (მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევის, გლდანის) კურატორები, რომლებიც თავიანთი პოზიციის მიხედვით ამოიყენებენ გვერდში და საქმიანობის ფერხულში ჩააბამენ ახალგაზრდა კონტიგენტს თავიანთი საახლობლოდან;
15 ივნისამდე სამხარეო და რეგიონალური კურატორების კოორდინირებით უნდა შეირჩეს და დამტკიცდეს საქართველოს ყველა რაიონის კურატორი (მათივე მხრიდან თავიანთი რაიონის ახალგაზრდული ფლანგის კურატორების შერჩევის გათვალისწინებით) და ამით შესრულდეს მთავარი გუნდის ფორმირების ძირითადი პროცესი.
ამ პროცესით გახსნილად ჩაითვლება ყველა რაიონის საზოგადოებრივი დარბაზები, რომელთა შევსება და ფორმირება საშუალოვადიანი გეგმის ნაწილში იქნება ასახული;
დღეის მდგომარეობით ორგანიზა ციაში გახსნილად შეიძლება ჩაითვალოს, 1.მთაწმინდის, 2.ვაკის, 3.საბურთალოს, 5.ისნის, 6.სამგორის, 7.ჩუღურეთის, 8.დიდუბის, 9.ნაძალადევის, 10.გლდანის, 11.საგარეჯოს, 14.დედოფლისწყაროს, 26.თეთრიწყაროს, 27.მცხეთის, 28.დუშეთის, 32. გორის, 43. ონის, 44.ამბროლაურის, 45.ცაგერის, 46.ლენტეხის, 49.თერჯოლის, 50.საჩხერის, 54.სამტრედიის, 58.წყალტუბოს, 59.ქუთაისის, 66.ხობის და 79.ბათუმის რაიონის საზოგადოებრივი დარბაზები (სულ 26 რაიონი), რადგანაც ჩვენი გუნდის 70-ზე მეტი წევრი დარეგისტრირდა ამ დარბაზებში;
ამდენად ჯერ არ გახსნილა 4.კრწანისის, 12.გურჯაანის, 13.სიღნაღის, 15.ლაგოდეხის, 16.ყვარლის, 17.თელავის, 18.ახმეტის, 19.თიანეთის, 20.რუსთავის, 21.გარდაბნის, 22.მარნეულის, 23.ბოლნისის, 24.დმანისის, 25.წალკის, 29.ყაზბეგის, 30.კასპის, 33.ქარელის, 35.ხაშურის, 36.ბორჯომის, 37.ახალციხის, 38.ადიგენ ის, 39.ასპინძის, 40.ახალქალაქის, 41.ნინოწმინდის, 47.მესტიის, 51.ზესტაფონის, 52.ბაღდათის, 53.ვანის, 55. ხონის, 56.ჭიათურის, 57.ტყიბულის, 60.ოზურგეთის, 61.ლანჩხუთის, 62.ჩოხატაურის, 63.აბაშის, 64.სენაკის, 65.მარტვილის, 67.ზუგდიდის, 68.წალენჯიხის, 69.ჩხოროწყუს, 70.ფოთის, 80.ქედის, 81.ქობულეთის, 82.შუახევის, 83.ხელვაჩაურის და 84.ხულოს (სულ 45 რაიონის) საზოგადოებრივი დარბაზი.
აღნიშნული გეგმის განხორციელების დასაჩქარებლად, მიზანშეწონილია, „ერსუ“-ს გუნდის თითოეულმა წევრმა აიღოს ზედამხედველობა თუნდაც ერთი გაუხსნელი რაიონის საზოგადოებრივი დარბაზის წევრის (ანუ იმ რაიონის მკვიდრის) მოძიებაზე და შესაბამის დარბაზში დარეგისტრირებაზე, რათა ყველა დარბაზი გახსნილად ჩაითვალოს; (ეს არ ზღუდავს პარალელურად გახსნილ დარბაზებში დამატებითი წევრე ბის რეკომენდირებას და შევსებას).
12 ივლისს დაგეგმილი თბილისის ფორუმისთვის ორგანიზაციის სრულმასშტაბიანი სტრუქტურირება (ანუ საქართველოს ყველა რაიონის საზოგადოებრივი დარბაზის გახსნის დეკლარირება), მოგვცემს უფლებას, განვაცხადოთ, რომ კომუნიკაციას და უკუკავშირს ვამყარებთ მთლიან საქართველოზე და ინფორმაციაც ვრცელდება ორმხრივად ქვეყნის სრულფასოვანი ლოკაციების გათვალისწინებით;
მოკლევადიანი გეგმის ამ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილს სერიოზულ და ფუნდამენტურ დახმარებას გაუწევს ორგანიზაციის საიტი: www.ersu.ge ;
დაგეგმილი „თბილისის ფორუმი“ არის „ერსუ“-ს მოკლევადიანი გეგმის კულმინაცია, სადაც ჩვენი ორგანიზაცია სხვა საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გამოდის საზოგადოების წინაშე, როგორც სამოქალაქო სექტორის თვალსაჩინო წარმომადგენელი და აცხადებს, რომ მისი საქმიანობის პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ხელისუფლებას ქვეყნის წარმატებულ მართვასა და ეროვნული ინტერესების განხორციელება-დაცვაში; რომ იგი განპირობებულია უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესი და მექანიზმი საქართველოში და წარმატებით ასაზრდოოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას (ანუ ხალხს) შორის ჯანსაღი კომუნიკაციის საფუძვლები და პერსპექტივები!
აღნიშნულ ფორუმზე გამოცხადდება „ერსუ“-ს საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც დაახლოებით ერთ წელს მოიცავს და გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც ორ და მეტ წელს მოიცავს;
ფორუმის ჩატარებამდე პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობის ფარგლებში პარალელურად გაგრძელდება მოწვეული ექსპერტ-სტუმრების, მიმდინარედ წარმოებული საქმიანობისა თუ რეგიონებში მოგზაურობის ვიდეო-გადაღება, სიუჟეტებად დამონტაჟება და ტელევიზიასა თუ სოციალურ ქსელში გადაცემის „ერთობიდან ერთსულოვნებამდე“ სხვადასხვა რუბრიკებით გავრცელება-ტრანსლირება. (ამასთან დაკავშირებით ყველას ენიჭება უფლებამოსილება ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში და საკუთარი წვლილი შეიტანოს, როგორც რუბრიკის ავტორო ბითა და წაყვანით, ასევე სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივებით);
„ერსუ“-ს გუნდში შეიქმნა (იქმნება) დარგობრივი სამუშაო ჯგუფები, კერძოდ: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის; სამართლებრივ-იურიდიული და მონიტორინგის; აუდიტორული და ფინანსურ-ეკონომიკური; გარემო-წიაღისეული და ეკოლოგიური; ჟურნალისტიკა-მედია-საზოგადოებრივი; პარტიულ/გეო-პოლიტიკურ/საერთაშორისო; ტექნიკურ-ტექნილოგიური და აიტი-ინტელექტუალური; ისტორიულ/ენათ-მეცნიერული და სპორტულ/ახალგაზრდული ჯგუფები, (თუ სხვა ჯგუფების აუცილებლობაა გთხოვთ დაამატოთ), რომლებშიც გაწევრიანებული გუნდის წევრები პირველ რიგში მოამზადებენ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის თემატურ რუბრიკას; შემდგომ, როგორც სამუშაო რეჟიმში (ფიზიკური შეხვედრებითა თუ ზუმ-კონფერენციებით), მოამზადებენ დარგის მიხედვით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რაც დღეს აპრიორი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და არ შეესაბამება სახალხო და ეროვნულ ინტერესებს. ამასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა თუ მუნიციპალური საკრებულოების საკომიტეტო და საკომისიო დარგობრივ თემატურ განხილვებში.
ორგანიზაციის განვითარების ფერხულში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ახალგაზრდული ფლანგის წევრთა ჩართულობა, ამიტომ მოკლევადიანი გეგმის პროცესში, სტრატეგიულად აუცილებელია მაქსიმალური მასშტაბით იქნას ფორმირებული ახალგაზრდული ფლანგი და ის სრულფასოვნად იყოს საქმის კურსში ჩაყენებული იმის შესახებ, რასაც მთავარი გუნდი გეგმავს და ახორციელებს;
ორგანიზაციის საიტის ინტერნეტ-სივრცეში გაშვებისთანავე, წინასწარ შემუშავებული სცენარითა და შეგროვილი სიუჟეტებით, მომზადებული ჩვენი ორგანიზაციის შემართებისა და საქმიანობის ამსახველი ვიდეო რგოლი, ტრანსლირდება სატელევიზიო და სოციალურ სივრცეში, რომ ელიც ამცნობს საზოგადოებას ჩვენი ორგანიზაციის შემართებისა და „თბილისის ფორუმის“ (დარბაზობის) ჩატარების მზადების შესახებ;
მოკლევადიანი გეგმის მიმდინარე პროცესში „ერსუ“ მოამზადებს რიგ პრიორიტეტულ საკითებზე დაკვირვების ანალიტიკურ დასკვნას და წარმოაჩენს ხარვეზების დაძლევის კუთხით რეკომენდაციებს, რაც ექსკლუზიურად შექმნის ორგანიზაციაში, ქვედა რგოლებიდან მმართველობით რგოლებამდე ინიცირებების ინსტანციური თანამიმდევრობის ინსტიტუციურ მოდელს და ასევე მისი დახვეწის შესაძლებლობას.
„ერსუ“-ს გუნდი, რომელიც მოახერხებს აღნიშნულ პირველადი ეტაპის შესრულებას მზად იქნება დაიწყოს მეორე საშუალოვადიანი გეგმის ჩამოყალიბება-დამტკიცება-განხორციელება, რისი სქემატური მოდელიც მოკლევადიანი გეგმის განხორციელების პროცესში მომზადდება.
ეს იქნება ის მოდელი, რომლითაც საქართველოს ყველა რაიონში დანიშნული კურატორები მოახდენენ თავიანთი რაიონული საზოგადოებრივი დარბაზების ფორმირების ხელშეწყობას და მოტივირებული მოქალაქეების ამ დარბაზებში ელექტრონულად საიტზე გაწევრიანებას.
აღნიშნულ ფორუმზე დამსწრე საზოგადოების ხელმოწერის დასტურით შემუშავდება და გაცხადდება ხელისუფლებისადმი განცხადება-მოთხოვნა, რათა მან გამოაცხადოს მორატორიუმი, ქართული მიწების უცხოელებისთვის გადაცემაზე, მანამდე სანამ არ იქნება მიღებული მიწის კოდექსი. ასევე გეგმა-პროექტი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს უცხოელებზე უკვე გასხვისებული სახელმწიფოებრივად სტრატეგიული მიწების მონიტორინგი და რესტრუქტურიზაცია და მთავარი და ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების შეთავაზების შესახებ, რომ კონსტიტუციაში აღდგეს რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლება, რითაც ხალხს დაუბრუნდება შესაძლებლობა კონსტიტუციურად განახორციელოს მისი ძალაუფლება;
აღნიშნულ ფორუმზე კოალიცია გააფორმებს მემორანდუმს სამეცნიერო აკადემიებთან, „ერსუ“-ში სამეცნიერო კოლეგიის შექმნის თაობაზე და გამოცხადდება სამეცნიერო კოლეგიის თავმჯდომარე და წევრები;
ფორუმზე გამოქვეყნდება და დამტკიცდება, კოალიციის შინაგანაწესი, რაც მმართველობითი რგოლების კურატორებისა და ხელმძღვანელობისთვის სამაგიდო დოკუმენტად გამოცხადდება;
ფორუმზე საზოგადოებას ეცნობება „ერსუ“-ს ახალგაზრდული ფლანგის ჩამოყალიბება და წარედგინება ხელმძღვანელები და წევრები. მათი ფუნქციები და ამოცანები, რომლის განხორციელება და განვითარება რაიონული საზოგადოებრივი დარბაზების ფორმირების პარალელურად წარიმართება;
ფორუმზე წარმოჩინდება პროგრამისტთა (და ფეისბუქ-მოდერატთა) გუნდი, რომელიც მომზადებული ანოტაციის მიხედვით დახვეწსს და დასახული მაქსიმალური გავრცელებით ი და კომუნიკატორული პოზიციებით დატვირთავს კოალიციის საიტს, რათა მასზე გამოქვეყნებული ნებისმიერი სიახლე და ინფორმაცია მყისიერად ვრცელდებოდეს სოციალური ქსელში;
ფორუმზე გამოცხადდება მოკლევადიანი საქმიანობის განმავლობაში გაწეული ფინანსური ხარჯის ანგარიში.
