!!! Საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში !!!

ერთსულოვნება
ააიპ "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის"
საიტის ანოტაცია
საქართველოს ერთსულოვნების დარბაზი ახორციელებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებზე ინტერაქტივებით (გამოკითხვებით), საერთო სახალხო გადაწყვეტილებების მიღებას და გამოცხადებას!
საინტერაქტივო შეკითხვების ლინკი, პოზიციების და დონეების მიხედვით, მეილებზე ეგზავნება დარბაზის შესაბამის ყველა წევრს! ასევე ეცნობება სხვა კომუნიკაციის საშუალებით..
დარბაზის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს სრულწლოვანი ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ!
ინტერაქტივში მონაწილეობისას თითო წევრს გააჩნია მხოლოდ ერთი ხმა, რომელიც მათ შეუძლიათ დააფიქსირონ ყოველ ინტერაქტივზე, ფარულად! (ვერავინ ვერ ხედავს ვინ რას მისცა ხმა)
დარბაზის ყველა წევრი ვალდებულია, მუდმივად და სისტემატიურად მიიღოს მონაწილეობა ინტერაქტივებში, შევიდეს საიტზე ან მეილზე (და სხვა კომუნიკაციის წყაროებზე) გამოგზავნილ ლინკზე, გაეცნოს ინტერაქტივს (მასთან დაკავშირებული განმარტებების ჩათვლით) და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია!
გასცეს შეკითხვას პასუხი:
"კი", "არა" ან "არ ვიცი".
საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჩამოყალიბდება პასუხების რაოდენობრივი უპირატესობით, რაზეც დაიგეგმება და განხორციელდება შესაბამისი, მიზან-გათვალისწინებული, სამართლებრივ-პროცესუალური რეაგირება!
საიტის სისტემის მეშვეობით, ტერიტორიულ საზოგადოებრივ დარბაზებში, წევრები ირჩევენ დარბაზის თავმჯდომარეს რომელსაც მიენიჭება დარბაისელის წოდება;
მიღებული ხმების რაოდენობების მიხედვით, საიტის სისტემა დამოუკიდებლად ირჩევს თავმჯდომარეს!
დარბაისელი, დარბაზის ყოველ 30 წევრზე ნიშნავს თითო მოადგილეს (მაგრამ არა უმეტეს სამი მოადგილისა)!
ყოველ ხუთ წელიწადში დასაშვებია დარბაისელის ახალი არჩევნები, რომლის მოთხოვნის უფლება განსაზღვრულია გარკვეული წესებით!
გარდა ტერიტორიული სახალხო დარბაზებისა, წევრებს სურვილისამებრ, შესაბამისი წესების დაცვით, საიტზე
შეუძლიათ შექმნან ნებისმიერი სახის დარგობრივი თავყრილობა და დამატებით გახდნენ მათი წევრებიც და იმოღვაწეონ კონკრეტულ დიაპაზონში!
ძირითადი რეგისტრაციისას წევრი ვალდებულია შეავსოს ვარსკვლავით მონიშნული ველები!
დანარჩენი ველები ივსება ნებაყოფლობით!
საიტზე წევრი შედის რეგისტრაციისათვის დაფიქსირებული მობილური ტელეფონით და პაროლით, რის შემდეგ ხედავს ყველა დარბაზის და გაერთიანების წევრებს, მათ აქტივობას და საერთო გადაწყვეტილებებს ხმათა რაოდენობრივი მონაცემებით!
ვერავინ ვერ ხედავს ერთმანეთის პერსონალურ მონაცემებს!
ხილულია მხოლოდ წევრის სახელი და გვარი..
რაც შეეხება სავალდებულო რეგისტრაციის ველებს მ.შ. კონკრეტულად პირადობის ნომერს, იგი საჭიროა სისტემური უსაფრთხოებისა და შესაძლო დუბლირების აღმოსაფხვრელად, რომელსაც მხოლოდ სისტემა დაამუშავებს და მას ვერც საიტის ადმინი ვერ დაინახავს!
ყველა დანარჩენი, (ანუ ვინც არ არის დარეგისტრირებული) საიტზე შესვლისას, გარდა ანოტაციისა და შინაგანაწესისა დაინახავს მხოლოდ წევრების რაოდენობრივ მონაცემებს და დარბაზების გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება გამოცხადებული.
გარდა იმისა, რომ რეგისტრაციის შედეგად წევრი ხდება მისი ტერიტორიულად კუთვნილი (რაიონული) სახალხო დარბაზის წევრი, 25 წლის ჩათვლით წევრები პარალელურად გახდებიან, როგორც საკუთარი რაიონების მიხედვით, ასევე სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის ახალგაზრდული ფლანგის წევრებიც და 75 წლის და ზევით ასაკის ადამიანები, პარალელურად უხუცესთა საბჭოს წევრებიც, რომლებიც დადგენილი წესით ასევე აირჩევენ საკუთარ წინამძღოლებს!
მაგისტრები, კანდიდატები, დოქტორები, პროფესორები და აკადემიკოსები, შესაბამისი დიპლომის ატვირთვის საფუძველზე გაწევრიანდებიან აკადემიურ კოლეგიაში!
სასულიერო პირები შექმნან სასულიერო დასს!
ემიგრანტები ქვეყნების მიხედვით შექმნიან თავიანთ საზოგადოებებს; შშმ პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, ეკონომისტები, აგრონომები, არქიტექტორები, მშენებლები, და რასაც კი მოიფიქრებს და შექმნის დადგენილი წესის დაცვით კონკრეტული საზოგადოება,
ყველანი თავიანთი გაერთიანებებით უფლებამოსილი იქნებიან განიხილონ საკითხები და ინტერაქტივებით დაადგინონ გადაწყვეტილებები, საკუთარი ინტერესებისა და უფლებების მისაღწევად და დასაცავად!
ავტომატურ რეჟიმში საიტის სისტემა ყველა დარეგისტრირებულს გარდა უხუცესთა და ახალგაზრდული გაერთიანებებისა ასაკის მიხედვით, მოათავსებს საკუთარ გვარიშვილებში, ქალბატონებს 60 წლის და მამაკაცებს 65 წლის ასაკიდან პენსიონერთა კავშირში!
ყველა გაერთიანების წევრს, გარკვეული წესის დაცვით უფლება აქვს დააყენოს საკითხი ინტერაქტივზე, რომელზეც უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება ვალიდური ხდება, შესაბამისი ქვორუმის მიღწევისა და ვადის ამოწურვის გათვალისწინებით!
ტერიტორიული (რაიონული) დარბაზების თავმჯდომარეები (დარბაისლები) შექმნიან დარბაისელთა ეროვნულ პალატას, სადაც აირჩევენ საქართველოს ერთსულოვნების დარბაზის თავმჯდომარის ორ კანდიდატს, რომელთაც წარადგენენ ერთსულოვნების დარბაზის საერთო არჩევნებზე!
არჩეული თავმჯდომარე (შეუძლია მეორე კანდიდატი დარბაისელთა ეროვნული პალატის, დეპ-ის რატიფიცირების გარეშე) ნიშნავს თანათავმჯდომარეს, რომელსაც ამტკიცებს (მხარს უჭერს) დარბაისელთა ეროვნული პალატის უმრავლესობა; ასევე ნიშნავს თავის ორ მოადგილეს (პირველს და რეგიონალურს); ახალგაზრდული ფლანგის თავმჯდომარეს, მონიტორინგისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს.
თბილისის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხარეო ხელმძღვანელებს, რომლებიც ჩაითვლებიან ასევე თავმჯდომარის მოადგილეებად ირჩევენ რეგიონალური ხელმძღვანელები, ხოლო რეგიონალურ ხელმძღვანელებს შემადგენელი რაიონული ხელმძღვანელები!
დადგენილი წესებით, გადაწყვეტილებებს იერარქიულად მიიღებს:
საქართველოს ერთსულოვნების დარბაზი;
დარბაისელთა ეროვნული პალატა;
საქართველოს ერთსულოვნების დარბაზის თავმჯდომარე!
დანარჩენი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებენ დადგენილი ლოკალიზაციისა და მინიჭებული კომპეტენციის მიხედვით!
მთავარი ადმინისტრაცია, რეგიონალური სტრუქტურებით მოემსახურება მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, ანუ ყოველ მნიშვნელოვან საკითხზე, ხელისუფლების წინაშე ხალხის აზრის (გადაწყვეტილების) გაცნობა-წარდგენას და სამართლებრივ-პროცესუალური რეაგირების მოთხოვნას!