top of page

“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,

uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”

საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge  

რას ნიშნავს სიტყვა „ერთსულოვნება“ ?

კაცობრიობის აღმოჩენებს შორის ყველაზე მთავარი გონიერი მიგნებაა ის შემართება და განსაზღვრება, რომ „ძალა ერთობაშია“!

ანუ, ბრძოლაში, შრომაში და მოღვაწეობაში რაც უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება, შედეგი მით უფრო მიღწევადია და დაძლევადი. (უდავოა ხომ..?)

მაგრამ ეს ერთიანობა ხშირ შემთქვევაში ხდება მყიფე, არასრულფასოვანი, დროებითი და დაშლადი თუ ამ ერთიანობას არ ასულდგმულებს, ამ ერთიანობაში გაერთიანებულთა ერთმანეთთან ურთიერთობის განწყობა, ერთმანეთის მიმართ და ერთად ქცევების წესების დამკვიდრება და იდეა რომელზეც ყველა თანხმდება და მიისწრაფვის!

ანუ, გუნდში (ნაკრებში) გაერთიანება, ყოფიერება და ურთიერთობა უნდა წარიმართოს და ჩამოყალიბდეს ამ გუნდის წევრთა შეთანხმებულ ერთნაირ აზროვნებამდე მისასვლელად, ერთნაირი განწყობისა და შემართების გამოსავლენად და ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის მისაღწევად და დასამკვიდრებლად, რასაც ერთ-სულად ქცევა ჰქვია და ამ გზა-კვალს ერთობიდან ერთსულად ქცევამდე ერთსულოვნების ფერხული ჰქვია!

ე.ი. ერთსულოვნება ჰქვია ადამიანთა განწობას, რომლის დროსაც, მათი საქმიანობა, მოწადინება, შემართება, ქცევა და პასუხისგებლობა, ღმერთის წყალობის იმედით ერთ კალაპოტშია მოქცეული, ერთი მიზნისკენ მიემართება და ამ ადამიანთა გაერთიანებული ძალით ერთგულად დადებითი ენერგიით იკვებება. თუმცა ერთსულოვნება არ არის განსხვავებული აზრის გაქრობა. პირიქით, იგი არის უნარი, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ადამიანებმა საერთო მიზანი, საერთო პასუხისმგებლობა და საერთო სიკეთე პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ. იგი ურთიერთნდობაც არის, რომელიც იბადება სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, გულწრფელობისა და საერთო პასუხისმგებლობის შედეგად.

ერთი სიტყვით, ერთსულოვნება გაერთიანებულთა სულისკვეთების, ნებისა და მიზნის შეთანხმება. ერთობა ქმნის ძალას, ხოლო ერთსულოვნება ამ ძალას სიმტკიცეს, მდგრადობასა და გამარჯვების შესაძლებლობას ანიჭებს.

რას ნიშნავს სიტყვა „საზოგადოების უფლებებისათვის“ ?

კაცობრიობის აღმოჩენებს შორის ყველაზე ღირებული, პროგრესირებული და შედეგობრივი მიგნებაა ხალხის საზოგადოებად ქცევა, ანუ თითოეული პიროვნული ინდივიდუალიზმის საზოგადო სარგებლობად გამოვლენის ვალდებულებაზე თანხმობა და ამ განწყობით შეჯერებული და შეთანხმებული წესების დადგენა და თაობებზე გადაცემა.

ამ პროცესმა განაპირობა სახელმწიფოთა კლასიფიკაცია და შესაბამისად ამ ქვეყნებზე დაკავშირებადი საზოგადოებრივი წყობის განვითარება, თუმცა განაპირობა ასევე გასხვავებულ საზოგადოებათა სივრცეების თანაარსებობა და შესაძლო ურთიერთობაც, რამაც თავისთავად უზრუნველყო ამ საზოგადოებების სურვილებისა და ქცევების არსებობა, ერთმანეთთან შეხამება-შეთანხმება და გარკვეულ უფლებებრივ პოზიციებად დამკვიდრება. ბუნებრივმა კანონზომიერებამ და დროთა მსვლელობამ ცალსახად გამოკვეთა უპირობო და უალტერნატივო საზოგადო მოტივები, როგორც ერთსულოვანი განწყობა, დამოკიდებულება და განსაზღვრება, რასაც საზოგადოებამ დაარქვა მისი შეუვალი უფლებები და მოითხოვა ამ უფლებების არსებობა, დაცვა და უზრუნველყოფა.

ე.ი. საზოგადოებას გააჩნია (უნდა გააჩნდეს) თავისი უფლებები, მაგალითად: სამართლიანი მმართველობის უფლება, უსაფრთხო გარემოს უფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება, განვითარების უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, საზოგადოებრივ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება და ამ უფლებებს უნდა ჰქონდეთ აღსრულების შესაძლებლობა, ანუ ამ უფლებების რეალიზებას არაფერი არ უნდა აფერხებდეს და თუ ეს მაინც ხდება, მაშინ ხდება (უნდა ხდებოდეს) საზოგადოების უფლებების დაცვისათვის მიზანმიმართული შემოქმედება.

საზოგადოების უფლებები არის ის საერთო სიკეთეები, ღირებულებები და შესაძლებლობები, რომელთა არსებობა აუცილებელია არა მხოლოდ თითოეული ადამიანისათვის ცალ-ცალკე, არამედ მთელი საზოგადოების სრულფასოვანი არსებობისა და განვითარებისათვის. საზოგადოების უფლებებისათვის ბრძოლა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას. უფრო მეტად ეს არის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

საზოგადოების უფლებებისათვის მოღვაწეობა გულისხმობს არა დაპირისპირების კულტურას, არამედ სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, თანამონაწილეობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის დამკვიდრებისკენ მიმართულ საქმიანობას.“

თუ ერთობა ქმნის ძალას, ხოლო ერთსულოვნება ამ ძალას მიზანსა და მდგრადობას ანიჭებს, მაშინ საზოგადოების უფლებებისათვის საქმიანობა არის სწორედ ამ ერთსულოვანი ძალის მიმართვა საერთო სიკეთის, სამართლიანობისა და საზოგადოების განვითარებისაკენ.

„საზოგადოების უფლებებისათვის“ ნიშნავს ისეთ შემოქმედებით, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან საქმიანობას, რომელიც ემსახურება საზოგადოების საერთო უფლებების აღიარებას, დაცვას, განვითარებასა და რეალიზებას, საზოგადოების ერთობისა და ერთსულოვნების საფუძველზე.

ე.ი. საზოგადო შემოქმედებას ესაჭიროება ერთობა, რომელსაც როგორც დავადგინეთ ადუღაბებს ერთსულოვნება და გამოდის, რომ საზოგადოების უფლებების დაცვას ესაჭიროება საზოგადოების ერთსულოვნება, რაც ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ლაით-მოტივია და სახელწოდებაც!

ამდენად, გვსურს წარმოგიდგინოთ თუ რა არის ჩვენი ორგანიზაციის წევრთა შემართების მთავარი ელემენტი და ერთმანეთთან ურთიერთობის შეხმატკბილებისკენ მიზიდულობის მთავარი ხასიათი, ანუ რა განსაზღვრებით ვიწყებთ ურთიერთობას ერთმანეთთან და რა ენერგეტიკა ახდენს პირველ რიგში ჩვენს გაერთიანებას!

თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესები განაპირობებს ჩვენი გონების დაძაბვას, ჩაფიქრებას და ნერვიულობას, რომლის საფუძველზე დაგროვილი ნაფიქრალი გვსურს სხვებსაც (ჩვენნაირ მაფიქრალ ადამიანებს) გავუზიაროთ და ასევე გვსურს და გვაინტერესებს ასეთი ადამიანების ნაფიქრალის მოსმენაც, რათა ის მდგომარეობა, რაც იწვევს ჩვენს ფიქრებს, მიგვაჩნია, რომ მოითხოვს მყისიერ ადეკვატურ მოქმედებებს და ეს ქმედებები, რაც უფრო მრავალხმიანია, მით უფრო შემოქმედებითია, მარგ-ქმედებითია და შედეგიანია, ანუ რაც უფრო მეტი მაფიქრალი ადამიანი შეჯერდება ერთ აზრზე და განაცხადებს ლოგიკურ პოზიციას, მათი ხმა-შეძახილი უფრო გასაგები ხდება საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვისაც, მაშინ ასეთი კრებულის შექმნა სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებლობაა და ყველა ღირსეული ადამიანი უნდა მივისწრაფვოდეთ ამ პროცესის დასაწყებად!

ამისათვის პირველ რიგში ჩვენში უნდა ვპოულობდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის განწყობას და შემდეგ ამ განწყობით მოქმედებების მოწადინების სურვილს და ენერგიას, რის საფუძველზეც ვიწყებთ ერთმანეთის გულმოდგინედ მოსმენას და გაცნობას იმ მოტივით, რომ ერთმანეთს უნდა მოვაწონოთ თავი და ეს მოწონება უდიდეს ურთიერთპატივისცემამდე და ურთიერთსიყვარულამდე უნდა მივიყვანოთ, რის შემდეგაც ფორმირდება და მტკიცდება ერთმანეთის ერთგულებისა და ყველა საქმის ერთად კეთების სურვილი და ერთმანეთის ნდობის შეგრძნება, ანუ დარწმუნებული შეგრძნება და გააზრება იმისა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში მარტო არ დავრჩებით და ზურგი არ გაგვიშიშვლდება და ამით ვგრძნობთ, რომ ვართ მძლავრი გუნდის წევრები. აი მაშინ ასეთ საზოგადოებასთან ერთად შეგწევს განიხილო, შეაჯერო და განახორციელო ნებისმიერი სირთულის ამოცანა. ასეთი გუნდი ხდება ყველასათვის მიმზიდველი, მისაბაძი და მაგალითის მიმცემი.

ასეთი შემართების ელემენტებით ყალიბდებოდა 15 წლის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია და ამ განსაზღვრების მორალური კოდექსით არის შედგენილი დღესაც, ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის შესავსები ანკეტა.

ჩვენს ორგანიზაციას დასახული აქვს ძველ წევრებთან ერთად, შეკრიბოს შეთანხმებაზე ორიენტირებული სიმტკიცის, მორალის და აზროვნების მქონე ახალი ადამიანები, დიდი საქმეების ერთად საკეთებლად.

ამისათვის იმართება ორგანიზაციის 15 წლის საიუბილეო ფორუმი, სადაც ორგანიზაციას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელთა გუნდი და მთელი საქართველოდან ყველა რაიონის მიხედვით ორგანიზაციის წევრები და კურატორები.

ფორუმზე გარდა 15 წლიანი გზა-კვალისა, გამოჩნდება ორგანიზაციის მთავარი ბირთვი, მისი უნარი და რესურსი დღეის მდგომარეობით და გამოცხადდება პირველ რიგში ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საშუალოვადიანი ერთ წლიანი პერიოდისთვის გამიზნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმა, თუ რა დარგებში რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ორგანიზაცია ცენტრში თუ რეგიონებში, რაც ერთგვარი გამონათება იქნება საზოგადოებისა და ქვეყნისთვის და მცდელობა ხელისუფლებასთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის. ასევე მონიტორინგი მათგან უკუკავშირზე, რაც განაპირობებს ორგანიზაციის შემდგომ გრძელვადიანი გეგმების კონფიგურაციას.

ამდენად, ორგანიზაციის დამფუძნებლების, ძველი თუ ახალი წევრების და რაც მთავარია ორგანიზაციის დღევანდელი ხელმძღვანელების (კურატორების) მთავარი დანიშნულებაა ყველა აუცილებელი მოქმედებების დასახვა და განხორციელება იმისათვის, რომ ქვეყანაში ყველა მაფიქრალმა ადამიანმა დაინახოს ჩვენი ორგანიზაციის სივრცეში კომფორტული და სანდო გარემო, მოისურვოს ჩართვა-მონაწილეობა და შემატონ ორგანიზაციას უფრო მეტი სასარგებლო სიახლე რომლის გათვალისწინებით და თითოეული საკითის განხორციელებაზე პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებულებით ააიპ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ ანუ საზოგადოება „ერსუ“ დაიმკვიდრებს უფრო მეტ და მნიშვნელოვან ავტორიტეტს ხელისუფლებისა თუ ფართო საზოგადოების წინაშე.

ჩვენს ორგანიზაციაში დადგენილი წესით, ყოველი კვირის ორშაბათს ერსუ-ს ხელმძღვანელობის (თავმჯდომარის, მოადგილეების და კურატორების) დისტანციურ ზუმ-თათბირზე განიხილება მიმდინარე კვირის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები, რომელთა შესრულების დოკუმენტური და სხვა საჭირო სამუშაო პროცესები ხორციელდება და მტკიცდება ოთხშაბათობით ერსუს ჯგუფური კონტინგენტის მიერ სამუშაო პროცესში, ხოლო შაბათის გაფართოებულ სხდომაზე ხდება ყოველივეს ანგარიშგება ერსუს გუნდის ყველა წევრის თვალსაჩინოდ (ოფისში დასწრებითა თუ ზუმ ჩართვით). სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს წინასწარი შეთანხმებების საფუძველზე, ერსუ-ს მთავარი ჯგუფი გადამღებ ჯგუფთან ერთად გადის რეგიონებში გადაცემისთვის სიუჟეტების მოსამზადებლად, ხოლო კვირაობით მიმდინარეობს გადაცემების ჩაწერა სტუდიაში, რომელთა ნაკრები სიუჟეტები და რუბრიკები გადის გადაცემაში „ერთობიდან ერთსულოვნებამდე“ პარასკევს საღამოს 20:00 საათზე სამეფო არხის ეთერში.

ყოველი გადაცემა მუშავდება ანალიტიკური ჯგუფის მიერ და იქ გაჟღერებული მნიშვნელოვანი საკითების ჩათვლით, სხვა თათბირებზე დადგენილი და დასახული თემები თანმიმდევრობითი პრიორიტეტით აისახება ორგანიზაციის კალენდარული დაგეგმვის სქემაში და მათი დროული და სრულფასოვანი განხორციელების კონტროლი ევალება ერსუ-ს მონიტორინგის სამსახურს.

bottom of page