top of page

“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,

uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”

საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge  

პრეამბულა

საზოგადოება „ერსუ“-ს მისია, განვითარების ხედვა დასამოქმედო მიმართულებები

 

1. მოქალაქის როლი ქვეყნის განვითარებაში

ქვეყნის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება დამომავალი თაობების ცხოვრების სასიცოცხლო პირობები თითოეული მოქალაქისინტერესსა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ქვეყნის განვითარებამოითხოვს როგორც ხელისუფლების ეფექტიან საქმიანობას, ისე მოქალაქეთაგააზრებულ მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში.

თითოეულ ადამიანს საკუთარი ცოდნით, გამოცდილებით, შრომითა დაშემოქმედებით შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საზოგადოებისა დასახელმწიფოს განვითარებაში. ამისათვის აუცილებელია ისეთი გარემოსშექმნა, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის, ინიციატივების წამოყენების, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა დასაზოგადოებრივ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება და შესაძლებლობა.

2. საზოგადოება „ერსუ“-ს მისია

საზოგადოება „ერსუ“ - ააიპ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“  აერთიანებს საქართველოს მომავალზე მაფიქრალ, პასუხისმგებლობის მქონეადამიანებს და მათი ცოდნისა და გამოცდილების შესაძლებლობებით, ქვეყნისადა საზოგადოების კეთილდღეობისკენ გზის გაკვალვას ისახავს მიზნად.

ორგანიზაციის ამოცანაა საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენა, მათიგანხილვა და განვითარება. მოქალაქეთა თანამშრომლობის ხელშეწყობა დასაზოგადოებრივ საჭიროებებზე დაფუძნებული წინადადებების მომზადება.

„ერსუ“ მიზნად ისახავს ისეთი მდგრადი საზოგადოებრივი მექანიზმისგანვითარებას, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობამიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და საკუთარიწვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პროცესებისგანვითარებაში.

3. ორგანიზაციის ძირითადი სტრატეგიული მიზნები

„ერსუ“-ს საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

• მოქალაქეთა ჩართულობა და მონაწილეობის გაფართოება ადგილობრივიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების განხილვასა დაგადაწყვეტაში;

• საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციისა დათანამშრომლობის გაუმჯობესება;

• საზოგადოებრივი აზრისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების სისტემურიგამოვლენა;

• დასაბუთებული საზოგადოებრივი ინიციატივებისა და განვითარებისპროექტების მომზადება;

• საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და კულტურულითვითმყოფადობის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა;

• რეგიონული ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ტექნოლოგიურიგანვითარების ხელშეწყობა;

• მოქალაქეთა ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული შესაძლებლობებისსაზოგადოებრივ რესურსად გამოყენება;

• სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო ორგანიზაციების)თანამშრომლობის გაფართოება და პასუხისმგებლიანი გუნდურიმონაწილეობის კულტურის განვითარება.

მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებს შორისაა რეფერენდუმის გზითკანონების მიღებისა და გაუქმების შესაძლებლობის კონსტიტუციური აღდგენისხელშეწყობა, ელექტრონული პლებისციტის მეშვეობით სახელმწიფოებრივიმნიშვნელობის გადაწყვეტილებების ფორმირებაში მოქალაქეთა მონაწილეობისგანვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ სახელმწიფომართვის პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება.

4. ეროვნული ინტერესების განსაზღვრა და დამკვიდრება

საზოგადოება „ერსუ“ ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბებას განიხილავს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, კულტურულითვითმყოფადობის, სამართლიანობისა და მდგრადი განვითარებისათვისმნიშვნელოვანი საერთო მიზნების გააზრებისა და განსაზღვრის პროცესს.

ორგანიზაციის ხედვით, ეროვნულ ინტერესად საკითხის ჩამოყალიბება უნდაეფუძნებოდეს მისი მნიშვნელობის გააზრებას, ისტორიული გამოცდილებისგათვალისწინებას, მეცნიერულ შესწავლას, არგუმენტირებულ მსჯელობასა დასაზოგადოებრივ განხილვას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საკითხები მკაფიოდდა გასაგებად უნდა ჩამოყალიბდეს და შესაბამისი საზოგადოებრივიმხარდაჭერის საფუძველზე განიხილებოდეს და დგინდებოდეს.

ეროვნული ინტერესები მხოლოდ დღევანდელი საზოგადოების საჭიროებებს არუნდა ემსახურებოდეს. მათ უნდა გაითვალისწინონ მომავალი თაობებისუსაფრთხოება, თავისუფლება, ღირსება, კეთილდღეობა და განვითარებისშესაძლებლობები.

ამ მიმართულებით „ერსუ“ მიზნად ისახავს ისეთი საზოგადოებრივი გარემოსგანვითარებას, რომელშიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იდეები თავისუფლადგანიხილება, დასაბუთდება და მათი განხორციელების შესაძლებლობებიშეფასდება.

5. მდგრადი და ინოვაციური საქართველოს განვითარების ხედვა

„ერსუ“-ს ხედვა ეფუძნება მდგრადი, ინოვაციური და თვითკმარი რეგიონებისგანვითარებას, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების, შრომისა და საკუთარი შესაძლებლობების საზოგადოებისა და ქვეყნისსასიკეთოდ გამოყენების პირობები.

ორგანიზაციის მიდგომა გულისხმობს ეკონომიკური, სოციალური, კულტურულიდა ტექნოლოგიური მიმართულებების გაერთიანებას ერთიან განვითარებისმოდელში, რომელიც დაეყრდნობა ადგილობრივ რესურსებს, ადამიანურკაპიტალს, კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ციფრულშესაძლებლობებს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეთნომენეჯმენტის გათვალისწინებასადა კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ განვითარებას. ეს მიდგომამიზნად ისახავს არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნულიიდენტობის შენარჩუნებას, არამედ მათი თანამედროვე განვითარებისრესურსად გამოყენებასაც.

ორგანიზაციის ხედვით, საქართველოს განვითარება მჭიდროდ არისდაკავშირებული რეგიონებისა და სოფლების განვითარებასთან. სოფელიწარმოადგენს კულტურული მეხსიერების, დემოგრაფიული მდგრადობისა დაეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელოვან საფუძველს.

6. რეგიონული განვითარების ძირითადი მიმართულებები

რეგიონული განვითარების ფარგლებში „ერსუ“ განსაკუთრებულ ყურადღებასუთმობს შემდეგ მიმართულებებს:

• მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას;

• სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციასა და ადგილობრივი რესურსებისეფექტიან გამოყენებას;

• განათლების და მათ შორის განათლების მაგენერირებელი სუბსტანციის პედაგოგიკის განვითარებისა და საყოველთაო ჯანდაცვისხელმისაწვდომობის გაზრდას;

• კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ტურიზმის განვითარებას;

• გარემოს დაცვას და ეკონომიკური აღმავლობისთვის სასარგებლო წიაღისეულის რაციონალურ-ინოვაციურად გამოყენებას;

• ციფრული ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისდანერგვას;

• ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის და მათ შორის საზოგადოებრივ ფერხულში ახალგაზრდობის ჩართულობის განვითარებას;

• სოფლისა და ქალაქის მდგრადი ეკონომიკური და სოციალურიგანვითარების ხელშეწყობას.

• ქვეყანაში დემოგრაფიის გაჯანსაღება-განვითარებას.

ამ მიმართულებების მიზანია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ტრადიციადა ინოვაცია ერთმანეთს ავსებს, ადგილობრივი ცოდნა თანამედროვეშესაძლებლობებს უკავშირდება და მოქალაქეებს საკუთარი რეგიონისგანვითარებაში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა ენიჭებათ.

7. ციფრული პლატფორმა — ersu.ge 

ორგანიზაციის განვითარების ახალ ეტაპზე საზოგადოება „ერსუ“ ფართოაუდიტორიას სთავაზობს ვებ-პლატფორმა www.ersu.ge-ს, რომელიცმოდიფიცირდება, როგორც მოქალაქეთა იდეების, გამოცდილების, ინიციატივებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის გაერთიანების ციფრულსივრცედ.

პლატფორმა მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ქვეყნისფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოაზრეების ჩართვას ერთიანსაზოგადოებრივ საქმიანობაში.

მისი განვითარების ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა:

• ორგანიზაციაში გაწევრიანება და საზოგადოებრივ საქმიანობაშიმონაწილეობა;

• საერთო ინტერესებისა და პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა;

• მოქალაქეთა მოსაზრებების გამოხატვა და სხვათა შეხედულებებისგაცნობა;

• ელექტრონულ გამოკითხვებსა და ინტერაქტივებში მონაწილეობა;

• საზოგადოებრივი ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა;

• ორგანიზაციის ფონდისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციისგამოქვეყნება;

• შიდა ორგანიზაციული და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმებისგანვითარება;

• წევრთა პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებმონაცემთა ბაზის შექმნა, რაც დამსაქმებლებს შესაბამისისპეციალისტების მოძიებაში დაეხმარება.

პლატფორმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაამოქალაქეთა ინტერესების გამოვლენა და მათი ანალიზის საფუძველზესაზოგადოებრივი პოზიციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ელექტრონული გამოკითხვები და ინტერაქტივები მოქალაქეებს საშუალებასმისცემს, კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მათ შორისპასუხებით „კი“, „არა“ ან „არ ვიცი“.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი აზრის განხილვა ეფუძნებაარგუმენტირებულ მსჯელობას, სათანადო ანალიზსა და შესაბამისიკომპეტენციის მქონე პირთა მონაწილეობას. მიღებული შედეგები გამოყენებულ იქნება დასაბუთებული წინადადებებისა და პრაქტიკული ინიციატივებისმოსამზადებლად.

პლატფორმის გრძელვადიანი მიზანია მოქალაქეთა მონაწილეობისგაფართოება, საზოგადოებრივი საჭიროებების სისტემური გამოვლენა და მათიშესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებამდე მიტანის ხელშეწყობა.

8. რაიონული საზოგადოებრივი დარბაზები და ციფრული სოფელი

ციფრული პლატფორმის რეგიონულ განზომილებას წარმოადგენს საქართველოსსხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში საზოგადოებრივი, ანუ ერთსულოვნებისდარბაზებისა და მოქალაქეთა ჯგუფების ჩამოყალიბება.

დარბაზების საშუალებით შესაძლებელი ხდება:

• ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა;

• მოქალაქეთა შეხედულებების განხილვა და შეჯერება;

• შეხვედრებისა და საჯარო განხილვების ორგანიზება;

• საზოგადოებრივი და მედიააქტივობების განხორციელება;

• ადგილობრივი ინიციატივებისა და პროექტების მომზადება;

• რეგიონული საკითხების ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში წარმოჩენა.

ამ მექანიზმის დანიშნულებაა რეგიონებში მოქალაქეთა თვითორგანიზებისგაძლიერება და ადგილობრივი ინიციატივების დაკავშირება ქვეყნისგანვითარების საერთო პროცესთან.

რაიონული საზოგადოებრივი დარბაზებისა და ციფრული სოფლის კონცეფციამიზნად ისახავს ისეთი ქსელის განვითარებას, რომელშიც ადგილობრივიგამოცდილება, საჭიროებები და შესაძლებლობები თანამედროვეტექნოლოგიების მეშვეობით ერთიანდება და საზოგადოებრივი საქმიანობისსაფუძვლად იქცევა.

 

9. საზოგადოებრივი ინიციატივების შემუშავება

„ერსუ“ ხელს უწყობს მოქალაქეთა ინიციატივების გამოვლენას, განხილვასა დასაზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტებად გარდასახვას.

ინიციატივები უნდა ეფუძნებოდეს რეალური პრობლემების გააზრებას, შესაძლოგადაწყვეტილებების შეფასებას, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილებისგამოყენებას და ქვეყნის განვითარების ინტერესებს.

მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდპრობლემის აღწერას, არამედ მისი გადაჭრის კონკრეტული გზების, საჭირორესურსებისა და განხორციელების შესაძლებლობების მოძიება-განსაზღვრასაც.

10. ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა

ორგანიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრისა და მოქალაქეთა მიერმხარდაჭერილი ინიციატივების შესაბამის სახელმწიფო უწყებებამდე მიტანას.

„ერსუ“ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით იმუშავებსისეთი წინადადებების მომზადებასა და წარდგენაზე, რომლებიც ხელსშეუწყობს სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივისაჭიროებების გათვალისწინებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობებისგანვითარებას.

ამ მიმართულებით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტთან, დარგობრივ სამინისტროებთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთანკომუნიკაცია, მათ შორის კონკრეტულ საკითხებზე საკანონმდებლოცვლილებების პროექტებისა და დარგობრივი წინადადებების მომზადება.

11. საზოგადოებრივი წარმომადგენლობის განვითარება

„ერსუ“-ს გრძელვადიანი მიზანია ისეთი მდგრადი საზოგადოებრივისტრუქტურის განვითარება, რომელიც სისტემურად გამოავლენს მოქალაქეთაპრიორიტეტებს, შეაფასებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროცესებს დასაზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოამზადებს შესაბამისწინადადებებს.

ამ სტრუქტურის წარმომადგენლობითი შესაძლებლობები უნდა განვითარდესმოქალაქეთა რეალური ჩართულობის, გამჭვირვალე პროცედურებისა დადასაბუთებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის საფუძველზე.

საზოგადოებრივი წარმომადგენლობის განვითარება გულისხმობსპასუხისმგებლიანი სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებას დასაზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციისგაუმჯობესებას.

 

12. წევრობის ძირითადი პრინციპები 

„ერსუ“ აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოშირეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდგამოყენება.

წევრობის საფუძველია საქართველოსადმი პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივიკეთილდღეობის სურვილი და საერთო მიზნებისთვის თანამშრომლობისმზადყოფნა.

ორგანიზაციის წევრობის მსურველი წინასწარ უნდა გაეცნოს მის მიზნებს, წესებსა და მორალურ კოდექსს და გამოხატოს მათი გაზიარებისა და საერთოსაქმიანობაში მონაწილეობის მზადყოფნა.

წევრობის მიღება ხორციელდება ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულიპროცედურებით, მათ შორის შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსებითა დადადგენილი რეკომენდაციის წესის დაცვით.

13. ეთიკური და პროფესიული სტანდარტები

„ერსუ“-ს წევრთა ურთიერთობა და საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს:

• ურთიერთპატივისცემასა და კეთილგანწყობას;

• გულწრფელობასა და ურთიერთნდობას;

• სიმართლისა და სამართლიანობის პრინციპებს;

• აღებული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობას;

• კულტურული და ეთიკური ქცევის ნორმების დაცვას;

• საკითხების არგუმენტირებულ განხილვას;

• პროფესიულ მიდგომასა და თანამშრომლობის კულტურას.

ორგანიზაციის შიდა საქმიანობაში პატივი უნდა ეცემოდეს წევრთა თანასწორმონაწილეობას, დამოუკიდებელ აზრსა და განსხვავებული მოსაზრებებისგამოხატვის უფლებას.

გადაწყვეტილებები მიიღება ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესით. უპირატესობა ენიჭება შეთანხმების მიღწევას, ხოლო უთანხმოებისშემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებებისარგუმენტირებული განხილვის შესაძლებლობა.

14. პასუხისმგებლობა და ორგანიზაციული განვითარება

ორგანიზაციის თითოეულმა წევრმა პასუხისმგებლობით უნდა მიიღოსმონაწილეობა საერთო საქმიანობაში, დაიცვას ორგანიზაციის შიდა წესები დაკონფიდენციალურობის მოთხოვნები და პატივი სცეს გუნდურ მუშაობასთანდაკავშირებულ ვალდებულებებს.

„ერსუ“ ხელს შეუწყობს მოტივირებული, კომპეტენტური და პასუხისმგებლობისმქონე ადამიანების გამოვლენას, მათ ჩართულობასა და საზოგადოებრივისაქმიანობის განვითარებას.

ორგანიზაციაში მეტი პასუხისმგებლობის აღება და მმართველობითსაქმიანობაში მონაწილეობა უნდა ეფუძნებოდეს წევრის შესაძლებლობებს, გამოცდილებას, საქმიანობასა და ორგანიზაციის წესებით განსაზღვრულკრიტერიუმებს.

15. ორგანიზაციის სამუშაო პროცესის კოორდინაცია

„ერსუ“-ში საქმიანობა ეფუძნება დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისადა მონიტორინგის ურთიერთდაკავშირებულ პროცესს.

ორგანიზაციის სამუშაო განრიგის მიხედვით:

• ორშაბათს ხელმძღვანელობის დისტანციურ თათბირზე განიხილებამიმდინარე კვირის პრიორიტეტები და დასახული ამოცანები;

• ოთხშაბათს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ხორციელდება დაგეგმილისაქმიანობის შესრულებისთვის საჭირო სამუშაო პროცესები დადოკუმენტაციის მომზადება;

• შაბათს გაფართოებულ სხდომაზე ხდება შესრულებული სამუშაოსანგარიშგება, განხილვა და გუნდური შეფასება;

• სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს წინასწარი შეთანხმებული გეგმისმიხედვით ორგანიზაციის ჯგუფი გადის რეგიონებში სიუჟეტებისმოსამზადებლად;

• კვირას მიმდინარეობს სტუდიური გადაცემების ჩაწერა;

• მომზადებული სიუჟეტები და რუბრიკები თავს იყრის გადაცემაში„ერთობიდან ერთსულოვნებამდე“, რომელიც გადის ტელეკომპანია „სამეფო არხის“ ეთერში განსაზღვრული განრიგით ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე.

გადაცემებში გაჟღერებული მნიშვნელოვანი საკითხები და ორგანიზაციის სხვასამუშაო შეხვედრებზე განსაზღვრული თემები მუშავდება ანალიტიკური ჯგუფისმიერ და აისახება ორგანიზაციის კალენდარულ გეგმაში.

მონიტორინგის სამსახურის ამოცანაა დაგეგმილი საქმიანობის დროული დასრულფასოვანი განხორციელების კონტროლი, შესრულების მდგომარეობისშეფასება და საჭირო უკუკავშირის უზრუნველყოფა.

16. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 

ორგანიზაცია გეგმავს მომდევნო ერთწლიანი პერიოდისთვის განსაზღვრულიპრიორიტეტული მიმართულებებისა და პროექტების განხორციელებას როგორცცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.

სამოქმედო გეგმა მოიცავს საზოგადოებრივი ინიციატივების განვითარებას, რეგიონული საჭიროებების გამოვლენას, დარგობრივი პროექტების მომზადებას, სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაციასა და შესაბამისი საკანონმდებლოწინადადებების შემუშავებას.

გეგმების განხორციელებისას მნიშვნელოვანია თითოეული საკითხისთვისშესაბამისი პასუხისმგებლობების განსაზღვრა, შესრულების ვადების დაცვა, მიღწეული შედეგების შეფასება და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვა.

მიღებული გამოცდილება და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან მიღებულიუკუკავშირი გამოყენებული იქნება ორგანიზაციის შემდგომი გრძელვადიანიპრიორიტეტების დასაზუსტებლად.

17. საზოგადოებრივი თანამშრომლობის გაფართოება

„ერსუ“ განვითარების ახალ ეტაპზე სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა დადაინტერესებულ ჯგუფებს საკუთარი რესურსებითა და შესაძლებლობებითთანამონაწილეობისკენ მოუწოდებს.

თანამშრომლობის მიზანია არსებული გამოცდილების, ადამიანური რესურსების, პროფესიული ცოდნისა და ახალი ინიციატივების გაერთიანება, რათასაზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტივობის საქმიანობა უფრო ორგანიზებული, მრავალმხრივი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

ორგანიზაცია ისწრაფვის შექმნას გარემო, რომელშიც ქვეყნის განვითარებაზემაფიქრალი ადამიანები შეძლებენ იდეების გაზიარებას, საერთო პროექტებშიჩართვასა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად პასუხისმგებლობის აღებას.

18. მოქალაქეთა მონაწილეობისა და საზოგადოებრივი გავლენის გაძლიერება 

„ერსუ“-ს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტიმოტივირებული მოქალაქის გაერთიანება და მათი საზოგადოებრივისაქმიანობისთვის საჭირო პირობების შექმნა.

მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივიინიციატივების გამოვლენას, თანამშრომლობის კულტურის განმტკიცებასა დაქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასაბუთებულისაზოგადოებრივი პოზიციების ჩამოყალიბებას.

ციფრული პლატფორმის, საზოგადოებრივი დარბაზებისა და ორგანიზაციულითანამშრომლობის მეშვეობით მიზნად ისახება ისეთი საზოგადოებრივიმექანიზმის განვითარება, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, სისტემურად გამოხატონ საკუთარი პოზიციები და მონაწილეობა მიიღონსაზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელებაში.

19. პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე

ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მოტივია ისეთი გარემოსშექმნა, რომელიც მომავალ თაობებს მეტ შესაძლებლობას მისცემსგანათლების, განვითარების, კეთილდღეობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაქტიური მონაწილეობისათვის.

ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს ქვეყნის ისტორიული გამოცდილების, კულტურულიმემკვიდრეობისა და ადგილობრივი ცოდნის შენარჩუნებას, ამასთანავე თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ახალი შესაძლებლობებისგამოყენებას.

20. საბოლოო მიზანი

საზოგადოება „ერსუ“-ს საბოლოო მიზანია მოქალაქეთა ცოდნაზე, პასუხისმგებლობაზე, თანამშრომლობასა და საერთო მიზნებზე დაფუძნებულისაზოგადოებრივი გაერთიანების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობსსაზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ პროცესებში მოქალაქეთამონაწილეობას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ეფექტიანკომუნიკაციას და საქართველოს კეთილდღეობას.

ორგანიზაციის განვითარების ახალი ეტაპი აერთიანებს სამურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას:

1. ეროვნული ინტერესების გააზრება და საზოგადოებრივი განხილვა;

2. რეგიონული განვითარების პრაქტიკული ინიციატივებისგანხორციელება;

3. ციფრული პლატფორმისა და საზოგადოებრივი დარბაზების მეშვეობითმოქალაქეთა მონაწილეობის გაფართოება.

ამ მიმართულებების კონკრეტულ პროექტებად გარდაქმნა, სახელმწიფოინსტიტუტებთან თანამშრომლობა, საზოგადოებრივი კოალიციის გაფართოებადა შესრულებული სამუშაოს სისტემური შეფასება წარმოადგენს ორგანიზაციისშემდგომი განვითარების საფუძველს.

„ერსუ“-ს გუნდის სახელით მოგიწიდებთ ყველა დაინტერესებულსაზოგადოებრივ ორგანიზაციასა და მოქალაქეს, ჩაერთოთ ამ პროცესში დასაკუთარი შესაძლებლობებით ხელი შეუწყოთ საერთო საზოგადოებრივიმიზნების განხორციელებას.

 

bottom of page