!!! Საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში !!!

ერთსულოვნება
ააიპ "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის"
ეროვნული ინტერესები
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიაზროთ ის, რომ ყოველ სახელმწიფოებრივად და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინტერესს ესაჭიროება, მისი რეალურად აუცილებლობის აღქმა, მის აქტუალობაში გულწრფელი თავდაჯერებულობა, მისი ტრანსფორმაციულობის (ცვალებადობის ან შესწორების) შესაძლებლობის ზღვარის შემეცნება (ანუ, იმ ზღურბლის გავლება, რომლის დარღვევა სამშობლოს ღალატის ტოლფასია), მისი ისტორიულ და მეცნიერულ ხარისხში შესწავლა-დამუშავება, მისი ლაკონურად (მოკლედ და ყველასთვის გასაგებად) ჩამოყალიბება და ეროვნულ ინტერესებად მისი გამოცხადების არგუმენტირება.
ყოველ ინტერსს (მით უფრო სახელმწიფოებრივს), ესაჭიროება მკაფიოდ-დამაჯერებელი გახმოვანება-გამოცხადება ჯერ ეროვნულ (შიდა სახელმწიფოებრივ) და მერე საერთაშორისო პლატფორმაზე!
ინტერესისათვის სახელმწიფოებრივად გამოსაცხადებელი ფორმატის მიენიჭებამდე, ის უნდა დაამოწმოს სამეცნიერო საზოგადოებამ და რელევანტურად (ავთენტურად, ადეკვატურად) უნდა მიიჩნიოს ხალხის უმრავლესობამ, რომლის შემდეგ ის იძენს ეროვნულ ღირებულებას და სახელმწიფოებრივი კუთვნილების სტატუსს.
რისთვის არის საჭირო ეროვნული ინტერესები?
მსოფლიო გლობალიზაციისა და ადამიანის თავისუფლების პრინციპების მრავალფეროვანი აღქმისა და გამოხატულების პირობებში, რომ არ დაიშვას ალბათობა ისეთი სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა, რომლებიც რადიკალურად შეცვლის ეროვნულ იდენტობას, არეალს, ორიენტაციას და სულისკვეთებას, რამაც აქამდე მოიტანა და შეინარჩუნა ეროვნული გენი, კულტურა და ინდივიდუალიზმი.
რომ, სახელმწიფოს მართვის პროცესში არ დაიშვას კერძო (არასახელმწიფოებრივი) ინტერესების დომინირება და მარიონეტული (უცხო ძალების მიერ მართული) ხელსისუფლებების არჩევა და მათი არსებობის ალბათობაც.
ასევე სახელმწიფოში (და მის ფარგლებს გარეთ) ყველამ რომ იცოდეს რა უზენაესი მიზნების მისაღწევად და რა მორალურ ღირებულებებზე დაყრდნობით ვითარდება ქვეყანა, მისი აწმყო და მომავალი თაობა.
ყველა მნიშვნელოვან აზრს, რაც შობილია საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიკეთო სურვილითა და ნატვრით, რომელიც დაისახება ერის მიზანსწრაფვად და მიზანდასახულობად, რაც მისი მორალით გაჯერდება რწმენასა და თავდაჯერებულობაში, გაიჟღინთება საყოველთაო შრომით, განათლებით და მონდომებით, გამოავლენს სამართლიანობას, სანდოობას, მზრუნველობას, გენეტიკურ-იდენტურად უწყვეტ ისტორიულ კავშირს და მისი აქტუალურობის, უტყუარობის და სიზუსტის განცდით მიღებული საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადგინდება საერთო სახალხო (სახელმწიფოებრივ) ღირებულებად - ჰქვია ეროვნული ინტერესი.
ამდენად!
ყველა იდეა სახალხოდ უნდა გამოქვეყნდეს და საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებით დამტკიცდეს!
მაშინ მიიღებს ის ეროვნულ ხარისხს და გახდება ეროვნული ინტერესი!
რა იდეები უნდა შევთავაზოთ განსახილველ საკითხებად საზოგადოებას დასამტკიცებლად, უნდა ვიმსჯელოთ ერთად!