top of page

“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,

uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”

საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge  

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

 კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

ორგანიზაციის შესახებ 

ა(ა)იპ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის“  (ს/ნ 404904010)  წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა არასამთავრობო, არაპოლიტიკურ, არაკომერციულ, წევრობაზე დაფუძნებულ ნებაყოფლობით კავშირს, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი ნაძალადევის რაიონი, ბოგვის №15, მობ: +995 593 335 225.

 

შესავალი

კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი (შემდგომში „კონფიდენციალობის პოლიტიკა“) მიზნად ისახავს პერსონალური ინფორმაციის დამუშავების (მაგ. მოპოვების, გამოყენების, შენახვის ან გადაცემის) შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. 

პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა მოპოვებულ იქნეს ჩვენი ვებ-გვერდის პლატფორმებიდან ან თქვენს მიერ შევსებული განცხადების ფორმიდან. 

ჩვენი ვებ-გვერდზე თქვენი შემოსვლით, ჩვენს სერვერზე ფიქსირდება გარკვეული ინფორმაცია, მაგალითად IP მისამართი. თუ სიახლეებს გამოიწერთ, ჩვენ გვეცოდინება თქვენი მეილი, თუ თანხას შემოგვწირავთ, ჩვენთან აისახება თქვენი გადახდა. ეს ყველაფერი პირად ინფორმაციას განეკუთვნება, მას პატივს ვცემთ და ვიცავთ კანონის შესაბამისად.

 

ვის მონაცემებს ვაგროვებთ 

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას წევრების ან ასეთი წევრობის მსურველების, თემატურ ღონისძიებებზე დამსწრე-მონაწილე პირების, სტაჟირების მონაწიეთა, ორგანიზაციის თანამშრომლების შესახებ.

 

რა არის პერსონალური მონაცემი 

პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს. მაგალითად: სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლების, სამუშაო ადგილის, პროფესიული მიღწევების შესახებ ინფორმაცია, დაბადების თარიღი, პოლიტიკური შეხედულებები, ფოტოსურათი და სხვა. 

 

როგორ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს 

  • ჩვენ თქვენს შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ სხვადასხვა კანონიერი გზით, მათ შორის: 

  • თქვენ თავად გვაწვდით მონაცემებს; 

  • ავსებთ ონლაინ ან მატერიალურ განაცხადს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ან ადგილზე; 

  • გვიკავშირდებით ტელეფონით და გვიზიარებთ ინფორმაციას; 

  • გვიკავშირდებით ფოსტით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და გვიზიარებთ ინფორმაციას; 

  • წერილობითი ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის საფუძველზე ვიღებთ ინფორმაციას მესამე პირებისგან; 

  • საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.

 

ჩვენს მიერ მოპოვებული პერსონალური მონცემები მოიცავს

  • საკონტაქტო პირის ინფორმაცია (როგორიცაა: სახელი, გვარი,  დაბადების თარიღი, მისამართი, საფოსტო მისამართი, იმეილი, მობილურის ან სხვა ტელეფონის ნომერი);

  • მომხმარებლის სახელი და პაროლი;

  • ფოტომასალა, კომენტარები და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა კონტენტი;

  • ინფორმაცია პერსონალური და პროფესიული ინტერესების შესახებ;

  • თქვენს მიერ კარიერული განვითარებისთვის მოწოდებული ინფორმაცია, საკონტაქტო ინფორმაცია, ტრანზაქციების ინფორმაცია;

  • მეგობრების ან სხვა პირების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც გსურთ რომ დავუკავშირდეთ;

  • ადგილმდებარეობის ინფორმაცია (ინფორმაცია, როგორიცაა თქვენ IP მისამართიდან, ქვეყანა, მობილური მოწყობილობის მდებარეობა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიღებაზე შეტყობინება და არჩევნის უფლებაზე ინფორმაცია მიწოდებულია);

  • ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მოვიპოვოთ სერვისის მომწოდებელი მესამე პირებისგან;

 

რა ინფორმაციას ვაგროვებთ, რატომ და რისთვის 

შეგროვებულ მონაცემთა ძირითადი კატეგორიები, მიზნები და საფუძვლებია: 

 

მონაცემი

მიზანი

საფუძველი

პირდაპირ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მაგ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა).

ხელშეკრულების გაფორმება, განაცხადის განხილვა, ორგანიზაციის წევრად მიღება და სხვა. 

თქვენი თანხმობა; განცხადების განხილვა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები; ორგანიზაციის საკანონმდებლო ვალდებულება.

საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი,  ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი).

თქვენთან კომუნიკაცია, თქვენი განცხადებების/მომართვების განხილვა; თქვენი ინფორმირება.

თქვენი თანხმობა ან განცხადების განხილვა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; ორგანიზაციის  კანონიერი ინტერესები; საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება.

საბანკო რეკვიზიტები (წევრების, წევრობის მსურველების, თანამშრომლების და ხელშემკვრელი მხარის შემთხვევაში).

ხელშეკრულების პირობების შესრულება, ანგარიშსწორება. 

სახელშეკრულებო ვალდებულებებისა  და საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება.

დასაქმების/პროფესიის, ასევე, განათლების შესახებ, ინფორმაცია; 

თქვენი შექმნილი პროექტი/იდეა/ნაშრომი.

შემოტანილი განაცხადის განხილვა   ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა; ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენა.

განცხადების განხილვა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები; საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება.

 

  

საჯარო ინტერესი, სუბიექტის მიერ მონაცემების საკუთარი ნებით გასაჯაროება, ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები.

სხვადასხვა დოკუმენტსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ (პირადობა, პასპორტი, კერძო კომპანიიდან თუ ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციები, საჩივრები, სარჩელები, სასამართლო აქტები, იურიდიული მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტები).

 

თქვენი თანხმობა ან განცხადების განხილვა/მომსახურების გაწევა; საკანონმდებლო  და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

 

 

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, პერსონალური მონაცემები შეიძლება შეინახოს და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად საჭირო დროით ან იმ დრომდე, სანამ თქვენ უარს არ განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნება კანონმდებლობასთან შესაბამისად.

მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების მისაღწევად (მაგალითად, სასამართლო დავების დასრულებიდან 5 წლის ვადით, ფინანსურ და საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებული დოკუმენტები 6 წლის ვადით).  კონკრეტული პროექტის ფარგლებში დამუშავებული ყველა სახის მონაცემების შენახვის ვადები, ლეგიტიმური მიზნებიდან ან საკანონმდებლო/სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე არის ასევე  განსაზღვრული.  

 

რა არის ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები და დამუშავების სხვა სამართლებრივი საფუძველი

მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ამის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, დამუშავების ყველა ეტაპზე ვალდებულნი ვართ დავიცვათ მონაცემთა დამუშავების პრინციპები (კანონიერი, კონკრეტული მიზნით დამუშავება, გონივრული ვადით და მოცულობით, თქვენი ღირსების შეულახავად, სამართლიანად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების, მონაცემების სინამდვილის და სიზუსტის დაცვით). 

მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი ინფორმირებული თანხმობით (თქვენი განცხადების განსახილველად), კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელშეკრულებო და საკანონმდებლო ვალდებულებების შესასრულებლად, საჯარო და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებისთვის, როგორიცაა: საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; სამართლიანი, ობიექტური, თანასწორი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება; დემოკრატიული რეფორმების განხორციელება; ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება; ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა როლისა და ჩართულობის გაზრდა; სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება; პოლიტიკურ-სამოქალაქო და სხვა უფლებების დაცვა; არჩევნების, დემოკრატიული რეფორმების სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები რამდენიმე საფუძვლით, იმის მიხედვით, თუ რა კონკრეტულ კანონიერ მიზანს ემსახურება დამუშავება.

 

 

პერსონალური მონაცემთა მესამე პირთათვის გადაცემა

ჩვენ შეიძლება თქვენი პერსონალური მონაცემები გადავცეთ მესამე პირებს, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

სერვისის მომწოდებლებს ჩვენს საქმიანობაში ხელშეწყობისთვის (მაგ.: გადახდების ავტორიზაცია,  სიახლეების გაგზავნა, ჩვენი პლატფორმების მართვა, რისკების მართვა, თაღლითობის პრევენცია, ნდობის და უსაფრთხოების გამყარება). სასამართლოს ან ნებისმიერ მესამე პირს, თუ ეს მოთხოვნილია კანონით.

სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე; 

კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ჩვენ უფლება გვაქვს, თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ უშუალოდ თქვენგან, მესამე პირებისგან, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით. 

ჩვენ მხოლოდ თქვენი თანხმობით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და პროპორციული მოცულობით  ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს, კერძოდ: ჩვენი დავალების შემსრულებელ უფლებამოსილ პირებს (IT სერვის პროვაიდერები; აუდიტორული იურიდიული ან სხვა პროფესიული სერვისის გამწევი კომპანიები), რომელთანაც ვაფორმებთ წერილობით ხელშეკრულებებს მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის სხვა დათქმებით, საზედამხედველო ორგანოებს; 

 

რა მოხდება, თუ არ მოგვაწოდებთ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ სავალდებულოდ ვითხოვთ 

ჩვენ გვჭირდება გარკვეული ინფორმაცია, რათა  შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებები გაგაწევრიანოთ ჩვენს ორგანიზაციაში. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება თქვენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა შევძლოთ თქვენთან გაწევრიანება, მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება,  ფინანსური ინფორმაცია - გაწეული სამუშაოს ანაზღაურების მიზნით, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია თქვენთან დაკავშირების, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების, სტრატეგიული მოქმედებების შესაჯერებლად და ა.შ. 

თუ თქვენ არ მოგვაწოდებთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას,  ჩვენ ვერ გაგაწევრიანებთ ჩვენს ორგანიზაციაში, ვერ განვიხილავთ თქვენს განცხადებას, ვერ გაგიწევთ მომსახურებას, ვერ შევადგენთ იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტაციას და ა.შ.

 

განაცხადის ცვლილება 

წინამდებარე კონფიდენციალურობის განაცხადი პერიოდულად განახლდება, მონაცემთა დამუშავების პროცესების და მოქმედი რეგულაციების შეცვლის შესაბამისად. განაცხადის განახლების/შეცვლის შესახებ გაცნობებთ ამავე ვებგვერდის საშუალებით.

 

თქვენი უფლებები 

პერსონალურ მონაცემებზე მომხმარებელს აქვს უფლება:

  • თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ რა პერსონალური მონაცემების შეგროვება მოხდა თქვენს შესახებ და როგორ მუშავდება ისინი.

  • თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ცვლილებების შეტანა არასწორ პერსონალურ მონაცემში, პერსონალური მონაცემის დამატება ან განადგურება.

  • თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ.

  • გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი პიროვნების დადასტურება მანამ, სანამ დავიწყებთ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების საფუძველზე თქვენი მოთხოვნის განხორციელებას.

  • ორგანიზაცია პატივს სცემს და იცავს მონაცემთა სუბიექტის კანონმდებლობით გარანტირებულ ყველა უფლებას. თქვენ გაქვთ მთელი რიგი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, ეს მოიცავს: 

  • იყოთ  ინფორმირებული, თუ რა მიზნით, საფუძვლითა და ფორმით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს; 

  • მიიღოთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე, უსასყიდლოდ;  

  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შესწორება, განახლება, შევსება, იმ შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ ის არასწორია, არასრული ან არაზუსტია. ასევე მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა/განადგურება/დაბლოკვა თუ ფიქრობთ, რომ დამუშავების პროცესი უკანონოა ან ეს საჭიროა თქვენი ლეგიტიმური ინტერესებისთვის; 

  • გააუქმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა; 

  • გამოთქვათ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები/ საჩივრები უშუალოდ ორგანიზაციის თავჯდომარესთან ან  გაასაჩივროთ ორგანიზაციის ქმედებები სასამართლოში ან საზედამხედველო ორგანოში. 

 

პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების გარანტია

ჩვენ ვიყენებთ სათანადო ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციული უსაფრთხოების ღონისძიებებს რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი დაკარგვისგან, არასწორი გამოყენებისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, ცვლილებისგან ან გადანგურებისგან.  

 

როგორ უნდა მოითხოვოთ  თქვენი უფლებების რეალიზება

თუ გსურთ თქვენი რომელიმე უფლების რეალიზება, პრეტენზიის დაფიქსირება, გაქვთ შენიშვნები/რეკომენდაციები ან გსურთ მეტის გაგება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს ადმინისტრაციას: საქართველო, ქ. თბილისი ნაძალადევის რაიონი, ბოგვის №15   მობ.:  +995 593 335 225,                    ელ. ფოსტა: info@ersu.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

bottom of page