საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge
გუნდის ნომინალური წევრი:
აქვს ერთი ხმის უფლება საერთო სახალხო გამოკითხვისას, მის რაიონულ საზოგადოებრივ დარბაზსა და ნებისმიერ ცალკეულ ჯგუფში წარმოებულ ინტერაქტივებში;
სისტემატიურად მონაწილეობს ინტერაქტიურ გამოკითხვებში;
აცნობიერებს გუნდის მიზნებსა და სტრატეგიებს;
ცდილობს იმონაწილეოს გუნდურ აქტივობებში.
გუნდის აქტიური წევრი:
აქვს ერთი ხმის უფლება საერთო სახალხო გამოკითხვისას, მის რაიონულ საზოგადოებრივ დარბაზსა და ნებისმიერ ცალკეულ ჯგუფში წარმოებულ ინტერაქტივებში;
აუცილებლად მონაწილეობს ინტერაქტიურ გამოკითხვებში;
ყოველთვიურად იხდის ნომინალურ (10 ლარი) საწევრო გადასახადს;
მონაწილეობს გუნდურ აქტივობებში;
რეკომენდაციას უწევს ახალ წევრებს;
ესწრება (თუნდაც დისტანციური ზუმ-ჩართვით) გუნდის სხდომებს;
გააზრებულად აცნობიერებს გუნდის მიზნებსა და სტრატეგიებს.
გუნდის მთავარი წევრი:
გუნდის ნომინალური და აქტიური წევრის კრიტერიუმების გარდა აორგანიზებს ან/და მონაწილეობს გუნდის აქტივობების ორგანიზებაში;
აქტიურად ერთვება გუნდის მუშა-პროცესებში;
სავალდებულოდ იხდის ნომინალურ ან მეტ საწევრო გადასახადს;
ჩართულია დარგობრივ მუშა-პროცესებში;
ასრულებს რომელიმე რანგის ან კურატორის ადმინისტრაციულ ფუნქციას;
წარმოადგენს ორგანიზაციას ყველგან!
გუნდის პასიური წევრი:
პერსონა, რომელიც გაწევრიანდა ორგანიზაციაში და არ ასრულებს არც ნომინალური, არც აქტიური და არც მთავარი წევრის ფუნქციას ის ითვლება გუნდის პასიურ წევრად!
