top of page

“eris erToba da bermuxebis win gaZRoleba,

uflis nebaa, rasaca hqvian erTsulovneba!”

საიტზე მიმდინაეობს ტექნიკური სამუშაოები. ხარვეზებთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@ersu.ge  

დაგეგმარების ანოტაცია

ორგანიზაციული დაგეგმარების ანოტაცია

ორგანიზაციული ადმინისტრირების მთავარი და საერთო მიზანია, კვალიფიციური ადამიანური რესურსების მაქსიმალური მობილიზებით, შეთანხმებული ერთგვაროვანი მიდგომებითა და მოქმედებებით, რისკების იდენტიფიცირებით, კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების ინდიკატორების გათვალისწინებით, სამართლებრივ-მენეჯმენტური საქმიანობის დაგეგმვა და შემდგომ მისი ეფექტური განხორციელება და მართვა.


მიზან-სწრაფვა

ადამიანის ადეკვატური სურვილებისა და ხელთ-არსებული რესურსის გათვალისწინებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე უპირატესად მიჩნეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორების მისაღწევად, ინტელექტუალურ-გენეტიკური პოტენციალის გამოყენებით, მოუსვენარ აზროვნებას, ფიქრს, დაუზოგავ შრომას და ღვაწლს - მიზან-სწრაფვა ეწოდება.

ქართველთათვის უმთავრესი მიზან-სწრაფვა მუდამ იყო ღვთიურობა, სამშობლო მიწა-წყალის გაფრთხილება-დაცვა და შთამომავალთათვის ქართველობის შენარჩუნება მისი ყოფიერების გაუმჯობესებით!

უპირატესად, ეს მიზან-სწრაფვა გვამოძრავებს ჩვენც..!

ანუ ჩვენი მრავალი მიზნის სივრცეში პრიორიტეტულობა ენიჭება ამ ტრიუმვერატს და ჩვენი მოქმედებების სტრატეგიული თუ ტაქტიკური დაგეგმარება, გაითვალისწინება ამ კონსტანტის შენარჩუნება-დაცვით!


პრიორიტეტული მიზნები

1. ღვთიურობა -  ეს განსაზღვრება არ ნიშნავს მხოლოდ, სახელმწიფოსა და ერის მხრიდან უფლის, ეკლესიის, პატრიარქისა და მღვდელ-მსახურების აღიარებას, თუმცა ამ მიზან-სწრაფვას ნელ-ნელა მავანი ასუსტებს..!

ოდითგან საქართველოში ღვთიურობა მკვიდრდებოდა და მტკიცდებოდა სამეფო და საპატრიარქო ტახტების ერთსულოვნებით, ანუ ეკლესიის ღვთისნიერება მონარქიის დიდსულოვნებით ვრცელდებოდა და მყარდებოდა. ერი ორივე ტახტს შეჰყურებდა საშვილიშვილო იმედით, ორივეს ეთაყვანებოდა და ღმერთიც გვწყალობდა.

სამეფო და საეკლესიო ტანდემი, ერთგულ ერთან ერთად, მუდამ უმკლავდებოდა გაუგონარ განსაცდელებს და ქვეყანა შენარჩუნებული იყო ეროვნული თვითშეგნებით..

ბოროტებამ ერთ დროს ორივე ტახტი დაგვიმხო და დაიწყო ერის გაუგონარი დეგრადაცია.. საეკლესიო ტახტის აღდგენით დიდი საქმე გაკეთდა და ერი შეუდგა ღვთის გზას, ახლა აღსადგენია სამეფო ტახტიც, რომ ერს მორალისა და სიმტკიცის მაგალითი და გარანტი გაუჩნდეს!

მონარქია არის ჩვენი ისტოიულ-ეროვნული წარსულის სახელმწიფოებრიობასთან სამართალმემკვიდრეობითი კავშირი, ღვთისგან დაწესებული ქვეყნის პატრონობა, ღმერთთან კავშირის აღდგენისა და ეკლესიური გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის მცველი, რომელიც წარმოადგენს უდიდესი პასუხისგებლობის და კრიზისში სამაშველო ფუნქციის, საერო-სასამართლოზე კონტროლის და სახელმწიფო უზენაესი მსაჯულის ინსტიტუტს, რომელიც დარბაისლური თვისებებითა და მანერებით, ორიენტირებულია ზნეობაზე,  კეთილშობილებაზე და სამართლიანობაზე, რომელიც წარმოაჩენს ეროვნული კულტურის მწვერვალს, სტაბილური სახელმწიფოებრივი მმართველობის მექანიზმს, ეროვნული იდენტობის და საზოგადოებაში კლასობრივი დიფერენცირების დაუშვებლობის გარანტიას, გააჩნია სახალხო ნდობა და მხარდაჭერა, ხალხის წინამძღოლია და დამცველია სახალხო, ანუ ეროვნული ინტერესების.

მონარქი არის არა მხოლოდ სიმბოლო, არამედ იგი აღზრდილია საქართველოს სამეფო სახლებსა და ეკლესიაში. საქართველოს მონარქი მორალის სტანდარტების, სახელმწიფოებრივი მმართველობის ცოდნითა და პატრიოტიზმის დიდი განცდით, ხალხისთვის სამაგალითო და საფიცარი პერსონაა!

ამდენად ღვთიურობაში ჩვენი პრირიტეტული მიზანია, აღდგეს სკოლებში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის სწავლება, რომ შთამომავლობა ყმაწვილობიდან ეზიაროს ეკლესიურ მორალსა და ცოდნას. ასევე აღდგეს საქართველოს სამეფო ტახტი, რომ საქართველო უუფლებო და არასახალხოდ არჩეული პრეზიდენტის ნაცვლად, კონსტიტუციური მონარქიის მმართველობის სახელმწიფოდ იქცეს!

სკოლებში (ძირითადად მე-10-მე-11 კლასებში) რელიგიის (მ.შ. სამეფო დინასტიის) ისტორიის მოზარდებზე შემეცნებით, ორ წელიწადში, ქვეყანას და საარჩევნო ელექტორატს შეემატება დაახლოებით 200 000 მორალურად გაწონასწორებული და ქვეყანაზე შეყვარებული ახალგაზრდა.

ამ თემასთან დაკავშირებული დანარჩენი ყველა სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დეტალი განხილვისა და შეთანხმების საგანია (ძირითადად საპატრიარქოსთან და ეკლესია-მონასტრების მსახურებთან და მრევლთან). ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა ამ ნაბიჯით უნდა დაიწყოს, რითაც აღსრულდება წმინდა მამების შეგონებანიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც მონარქი მთელი ერის სახელით უფალს შენდობას სთხოვს საქართველოს ისტორიაში ჩადენილ დანაშაულებებზე, მაშინ უფალი გვიწყალობებს უდიდეს მადლს, გაღრმავდება საქართველოში ღვთიურობის დამკვიდრდება და ცხოვრება გაგრძელდება მრავალი წარმატებებით და დიდსულოვანი და კეთილშობილური მორალით.

2. მიწა-წყალი - არცერთ ენაში ეს ცნობიერება ასე შინაარსობრივად არ არის შერწყმული სამშობლოსთან, როგორც ჩვენში! ეს მარტო ქართულია, რადგანაც თითქმის ყველა ერს შეუძლია სხვა მიწა-წყალზე გადასახლდეს და გააგრძელოს არსებობა, მაგრამ არა ქართველებს! ეს ტერიტორია ჩვენ ღვთისგან გვერგო და უფალმა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ დაადგინა.. სხვა მიწაზე საქართველო ვერ იარსებებს და ყველა ქართველი, ვინც გახიზნულია ადრე თუ გვიან, სამშობლოს გასაძლიერებლად უკან უნდა დაბრუნდეს!

ამდენად მიწა-წყალის შენარჩუნებაში ჩვენი პრიორიტეტული მიზანია, უცხოელებზე საქართველოს მიწების გასხვისების შეზღუდვაზე თავდაუზოგავი ზრუნვის გააქტიურება, უცხოური მიგრაციის გამკაცრება და ქართველი ემიგრაციისთვის დაბრუნების ხელსაყრელი პირობების მობილიზება.

3. ქართველობის შენარჩუნება და ყოფიერების გაუმჯობესება - ეს ცნობიერება დაკავშირებულია სახელმწიფო ენასთან, ანუ ქართულ ენასთან, რომელიც დგას მეგრულ, სვანურ, აფხაზურ და ლაზურ ენების საყრდენზე და წარმოადგენს მსოფლიო ენების საწყის წყაროს და საგანძურს. მისი საიდუმლო ღვთიური სტატუსი თითქმის ამოცნობილია და ეს მთელი მსოფლიოს საყურადღებოდ უნდა გაცხადდეს სახელმწიფოს სახელით. ამის ვალდებულება უნდა დაეკისროს სახელმწიფო მართვის შტოებს (პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო) და სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების მთავარ ღერძად გამოცხადდეს!

სახელმწიფო საკვანძო უწყებები ე.ი ხელისუფლება, სახელმწიფოებრივი სტრატეგიის ჩამოყალიბება-განხორციელებას, ხალხის უმრავლესობით დამოწმებული  გადაწყვეტილებით უნდა ახდენდეს და ეროვნულ ინტერესებს ისე აყალიბებდეს. სამწუხაროდ 30 წლის მანძილზე ამ შტოებმა, ხალხთან კომუნიკაციაში არასახარბიელო პრაქტიკა დაამკვიდრეს, რითაც ხალხშიც უმძიმესი სენი, ნიჰილიზმი დანერგეს.

ამ საკითხში ჩვენი პრიორიტეტული მიზანია კონსტიტუციური რეფორმის საფუძველზე, ინტელექტუალურ-ქმედითი საზოგადოებრივი პლათფორმის პოტენციალით, სახელმწიფო ინსტიტუციების კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაზე მონიტორინგის განახორციელება და უკიდურეს ვითარებებში, რეფერენდუმის გზით, საჭირბოროტო კანონების მიიღება-გაუქმების აუცილებლობის განაპირობება.

გვერწმუნეთ, გარდა ამ პრიორიტეტებისა, უამრავი სხვა მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა გვასულდგმულებს და ვგეგმავთ, რომლებსაც არაერთ ჩვენს სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ და დარწმუნდებით, რომ ჩვენი ხედვები მრავალი ადამიანის ნაფიქრალის მოსმენის შედეგად იქნა მარგალიტების მძივებად აკინძული და სიღმისეულად გააზრებული.

შესაძლოა სადროშე მიზნებად, მეტად რთული და შრომატევადი არჩევანი გავაკეთეთ, თუმცა უცილობლად პრიორიტეტული და უცილობლად საყოველთაო სიკეთეზე ორიენტირებული მიზნების გამოცხადებამდე ვადეკლარირებთ ყველაზე უმთავრესს და ჩვენ ამაზე ვთანხმდებით.

შეთანხმება

ნებისნიერი მიზან-სწრაფვის შემოქმედებას ესაჭიროება ერთგული თანამოაზრეების კრებული, რომელთა მოღვაწეობა განპირობებული უნდა იყოს გუნდში მტკიცე თანხმობის არსებობის საფუძველზე. ასეთი გუნდი დასაშვები კომპრომისით, არგუმენტირებითა და ლოგიკით, უცილობლად საყოველთაო შეთანხმებამდე ცდილობს მიიყვანოს ყველა ძირითადი საკითხების განხილვა..

ჩვენც ასე ვთანხმდებით, რომ დავიცავთ ერთსულოვნად დადგენილ და შეთანხმებულ წესებს და შევთანხმდებით ამ წესების დარღვევისას რეაგირებებზეც. ამ შემთხვევაში გამოიკვეთება როგორც გუნდის, ასევე თითოეული ჩვენგანის პასუხისგებლობა!


პასუხისგებლობა

პასუხისგებლობა - ნიშნავს არა მარტო მაღალი მონდომებითა და პროფესიონალური შესრულების განცდით საქმის წარმოებას; ან შეცდომის, მარცხის, დანაშაულის თუ წარუმატებლობის აღიარებას.., არამედ ამათთან ერთად დაშვებული წარუმატებლობის შემთხვევაში „სასჯელის“ მიღების მზაობას და შეძლებისდაგვარად ყოველივეს გამოსწორების სურვილს და თავდადებას!

წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი შეცდომის უპასუხისგებლოდ აღქმისას გუნდის ნებისმიერ წევრს, მითუმეტეს მის მიმართ გაფრთხილების მისი მხრიდან იგნორირებისას, უნდა დაეკისროს  საყოველთაო გაკიცხვა და ბოლოს გუნდიდან გაძევება-გარიყვა!

ამიტომ ვისაც სათამაშოდ სცალია გაერთოს საკუთარ მოედანზე..!

ჩვეს პლათფორმაზე: www.ersu.ge ერთიანდება სერიოზული პასუხისგებლობის მქონე წესიერი მამულიშვილები, რათა შეთანხმებული წესებითა და გეგმით მივაღწიოთ ჩვენს მიზან-სწრაფვას!

კრებული, რომელსაც კრავენ ერის კაცები, თავისი სწორუპოვარი შინაარსობრიობით და მოქმედებებით, მოწონების და სანდოობის იმპულსს აფრქვევს საზოგადოებაში და მაგნიტიზმით, ნანატრ იმედის ნაპერწკალს ასხივებს ყველასთვის!

ასევე საკუთარი კულტურითა და აკადემიურობით, ერთმანეთსაც უნდა ვაწონებდეთ და ვაყვარებდეთ თავს, რათა წევრებს შორის ნდობა და ერთგულება ჩამოყალიბდეს უფრო მაღალ ხარისხში და მტკიცედ შედუღაბდეს გუნდი!

ძვირფასო საზოგადოებავ!

დღეს ქვეყანაში სამართლიანობისთვის გაჩაღებული ფრონტი ისევ აქტიურ ფაზაშია და თანამედროვე ტექნოლოგიების გარემოცვაში დანაღმულ ველსაც წარმოადგენს. უპრეცენდენტო ერთსულოვნებაა საჭირო, რომ ჩვენი შვილების ბედნიერ და ნათელ მომავალს ჩავუყაროთ საფუძველი და ეს გვეიმედებოდეს. ეს ძალისხმევა ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია იმედის ნაპერწკალი, რომელიც მოახდენს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ხიდის აგების დაწყებას.

ამიტომ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გაერთიანება - კოალიცია „ერთსულოვნებამ“, წარმოვშვათ იმპულსი ქვეყანაში ხელისუფლებისა და ხალხის ახლებური ურთიერთობების დამყარების ტენდენციის დაძვრისათვის, რამეთუ ჩვენც ვგრძნობთ უდიდეს პასუხისგებლობას ხალხის და ჩვენი შვილების მომავლის წინაშე, რადგანაც დღევანდელი და წინა ხელისუფლებების მოყვანა-განმტკიცებაში ჩვენი წვლილიც არის შეტანილი.

დღევანდელი ხელისუფლება ბევრი გამოწვევების წინაშე დგას, ამდენად ის საყრდენი, რომელზეც ყალიბდება ხელისუფლების ციტადელი, ისევ გასაშლელია, შესაქმნელი და კიდევ უფრო მაგარი სიმტკიცით.

ხალხის ნდობით აღჭურვილ ხელისუფლებას, მაღალ რეგისტრში აკისრია პასუხისგებლობა და ანგარიშვალდებულება თავად ხალხის მიმართ, რაც სისტემატიურ (ხშირ) და ახლო კონტაქტებში უნდა იყოს გამოხატული. თუმცა პასუხისგებლობა ხალხის წინაშე აკისრია საზოგადოების იმ გარკვეულ აქტიურ ნაწილსაც, რომელიც ხალხის წინაშე სხვადასხვა ხელისუფლების რეკომენდატორები იყვნენ და ხელისუფლების წევრების მარგ-ქმედებითობას აცხადებდნენ და ამტკიცებდნენ.

ძირითადად ინტუიციური ანალიზით და შემდგომ ექსპერიმენტალური მაგალითებით (არაერთი გამოკითხვით) მივაგენით იდეას, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს და იზიარებს: ყველა გონიერი სრულწლოვანი მოქალაქე აქტიურად ჩაბმული უნდა იყოს გამოკითხვებში, სადაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები არის განხილული. ამასთან ყველა მოქალაქე თავს უნდა გრძნობდეს უსაფრთხოდ და კომფორტულად, რამეთუ მისი პოზიცია ნებისმიერი საკითხის მიმართ უნდა ჩამოყალიბდეს არა ვინმეს ზეწოლით, კარნახით ან მიბაძვით, არამედ დამოუკიდებლად, მხოლოდ თავის თავთან მარტოდ მიღებული გადაწყვეტილებით და მერე იმ ბედნიერების განცდით, რომ ეს გადაწყვეტილება დაემთხვა და დაედარა მთლიანი ერის უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ასეთი ასპარეზით საზოგადოება ხელისუფლებას გადაუშლის ქართველი ხალხის ინტერესების რეალურ რუკას, ხოლო თავად ხელისუფლებას ხელს შეუწყობს ნებისმიერ რეგიონსა თუ მთლიანად ქვეყანაში, თითოეულ მოქალაქემდე მიიტანოს სათქმელი და მყისიერად გაიგოს მასზე ხალხის რეაქცია და დამოკიდებულება. აღნიშნული პროექტი განაპირობებს, როგორც ხელისუფლების დახვეწას საკუთარი ხალხის ინტერესების გაგება-გააზრებაში, ასევე ხალხში განავითარებს გადაწყვეტილებების სუვერენულად მიღების დამკვიდრების ტენდენციას და ხასიათს.

კოალიცია „ერთსულოვნება“, აქტუალურად და დროულად თვლის, საინტერაქტივო საკითებისა და სამოქმედო გეგმის შექმნა-ჩამოყალიბების ოპერატიულ დაწყებას და ამ გამოკითხვებზე, ხალხის შეხედულებებისა და გადაწყვეტილებების თანმიმდევრულ გამოცხადებას ხელისუფლების საყურადღებოდ.

საქართველოს ხელისუფლება უნდა ქმნიდეს და ახორციელებდეს ქართული ინტერესებით დამუხტულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას!

ჩვენდა სამწუხაროდ, არც ამერიკელი, ევროპელი, რუსი ან/და სხვა ნაცია, ჩვენ თანასწორად არ აღგვიქვამს, თუ ჩვენ მათ მიბაძვას დავიწყებთ, მიმბაძველობით ჩვენ ვერასდროს მათნაირი ვერ გავხდებით და ყოველთვის ვიქნებით მათზე ჩამორჩენილები და ამასთან ქართველობასაც დავკარგავთ. ჩვენ უნდა შთაგონებამდე ავიყვანოთ თუ რანი ვიყავით და ვასწავლოთ შვილებს რა წმინდა, ძირძველ და ღრმა ფესვებზე ვდგავართ, ვისი სისხლისა და გორისანი ვართ, რა სულიერება, ეთნოგრაფია და კულტურა მოგვდევს და ამ გენეტიკის ინერციითა და აღიარებით უნდა გავაგრძელოთ თანამედროვე ცხოვრება ისე, რომ თითოეულს გვსურდეს დავემსგავსოთ ფარნავაზს, ქუჯის, ვახტანგს, გიორგი ბრწყინვალეს, დავით აღმაშენებელს, ჭყონდიდელს, თამარ მეფეს, შოთა რუსთაველს, ცოტნე დადიანს, ქეთევან დედოფალს, დავით გურამიშვილს, ერეკლე მეფეს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა ფშაველას, ექვთიმე თაყაიშვილს, დავით სარაჯიშვილს, გენერალ მაზნიაშვილს, ჩოლოყაშვილს, ზვიადს, მერაბს და მრავალ ჩვენს ეროვნულ და თავდადებულ გმირს. ჩვენ უნდა აღვიდგინოთ და ჩვენს შვილებს შევასისხლხორცოთ, გადავიწყებული მნიშვნელოვნად მთავარი თვისება, რასაც ჰქვია - საკუთარი შრომის დაუზარებლობა და შეყვარება, მისი სრულფასოვნებისათვის ხანგრძლივი მეცადინეობა და ტკბილი ნაყოფის მიღებისათვის თავდადება და ჯაფა, ხოლო სხვისი შრომის სათანადოდ შეფასება და დაფასება!!!

ჩვენ შთაგონებამდე უნდა ავიყვანოთ საერთო მიზანი, რის მიღწევასაც მთელი ერი ერთსულოვნად შევუდგებით. ჩვენი იდეა უნდა ემსახურებოდეს ეთნიკურად მრავალფეროვან და მულტი-კულტურულ, მაგრამ ერთსულოვან ხალხს და ეფუძნებოდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წყობას, რომელიც შექმნის ყველა მოქალაქისთვის საერთო გეო-პოლიტიკურ რეალურ მიმზიდველობას და მდგრადად-დასაყრდენ პოლიტიკურ- ეკონომიკურ პლატფორმას. ამას შეიძლება დაერქვას - კავკასიური მოზაიკაც!

ჩვენ ღვთის ნებად უნდა ვაღიაროთ დასაბამიდან საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული რელიგიების ჭეშმარიტება და არ ვისურვოთ მათი მიმდევრებისთვის ის, რაც ჩვენთვის არ გვსურს. ამით გამოვაცხადებთ ზნეობისა და მორალის ეტალონურ ხარისხს, რაც სხვა მოდულების შემეცნებაშიც შეგვიწყობს ხელს. ასე იყო მუდამ საქართველოში და ასე უნდა გაგრძელდეს!

საქართველოს სახელმწიფომ მზრუნველობითი პატრონაჟი უნდა განახორციელოს და სტრატეგიულ დარგად უნდა აქციოს სოფლის მეურნეობა, მათ შორის ქართული ღვინის, ქართული თაფლისა და ქართული ხორბალის სტანდარტების დაცვა.

ასევე მეფრინველეობა/მეცხოველეობა/მესაქონლეობა და რიგი ბაღჩეულის (სიმინდი, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო და ა.შ.) წარმოება მთაში (მასთან შიდა რეწვა - ტყავის წარმოება), ხორბლის, ბოსტნეულისა და ხილის გაშენება/წარმოება ბარში და ზღვა-ტბასა და მდინარეებში თევზ-ჭერის წარმოება/ხელშეწყობა/განვითარება. ამისათვის გამოყენებული უნდა იქნას სრული შიდა სამრეწველო პოტენციალი ან/და ახლად დამატებული, მექანიზაცია-მანქანა-აგრეგატები, სატრანსპორტო საშუალებები, მელიორაცია-ირიგაციის, სასათბურე თუ სასაწყობო პოტენციალი და პირობები. ასევე შეიძლება დაინერგოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის წარმოება, მაგალითად როგორიცაა აბრეშუმის ძაფის წარმოებისათვის თუთის ხეების გზის პირას დარგვა-გამრავლება და სხვა.

საერთო ჯამში საქართველოს სახელმწიფომ, მისმა მთავრობამ და ხალხმა, ერთობლივად უნდა გავაცნობიეროთ და დავადეკლარიროთ, რომ დემოკრატიულ, სოციალურად თანასწორ და სოლიდარულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამისათვის სახელმწიფოს აკისრია მოვალეობა აკონტროლოს მონოპოლიზმი, რომელიც ველური საბაზრო ეკონომიკის ხარჯზე ყალიბდება (ჯუნგლების კანონით). გარდა ამისა სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისგებლობა სიღარიბის ინდექსზე, არა მარტო ღარიბი ხალხის დოტაციით, არამედ უპირველესად მათთვის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით.

საქართველოში უნდა გაღრმავდეს პატრიოტიზმის სულისკვეთება. ახალგაზრდობისათვის გასაგები უნდა გახდეს ამ სიტყვის შინაარსიც და მისი გამოხატვისათვის მოქმედებათა დიაპაზონი. მაგრამ ყველაზე მთავარია ყველა მკაფიოდ ერკვეოდეს რა არ წარმოადგენს პატრიოტიზმს და რა არის ღალატის ტოლფასი.

დიდი ხანია დგას აუცილებლობა და მკაცრად დასადგენია საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები, ანუ მოსახდენია საზღვრის დემარკაცია. მანამდე პოლიტოლოგების, ისტორიკოსების და სხვადასხვა ექსპერტების (მათ შორის დაზვერვისა და კონტდაზვერვის) ჩართულობით უნდა დადგინდეს მეზობელი ქვეყნების (რუსეთი, აზებაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, შავი ზღვის ქვეყნები) და სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნების (ამერიკა, ევროპა, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი და სხვა) ინტერესები საქართველოს მიმართ. რეალურად რა მიზნები ამოძრავებთ მათ საქართველოსთან ურთიერთობაში; რა სარგებელი მოაქვთ და შეიძლება მოიტანოს მათთან ურთიერთობით ქვეყანამ, ან/და რა საფრთხეები იკვეთება ან შეიძლება გამოიკვეთოს მათგან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მკაფიო საბაზრო-სასურსათო გზის გაბმას და წინააღმდეგ შემთხვევაში მყისიერ თავდაცვიუნარიანობის განვითარების დაგეგმვას. ასევე დასამუშავებელია ჩვენი მხრიდან დაშვებული ხარვეზები სამეზობლო თუ სხვა საგარეო ურთიერთობებში და ეს ყველაფერი გასაცნობია საზოგადოებისთვის. შესამუშავებელია საიდუმლო მასალების დაცვის ხანგრძლივობა/ვადა და მისი გასვლის შემთხვევაში ყველა მასალა უნდა გამჟღავნდეს საზოგადოებისთვის.

უპირველესად ოფიციალურ დონეზე უნდა გამჟღავნდეს ჩვენი დამოკიდებულება აფხაზებისა და ოსების მიმართ, რა შეცდომები დავუშვით მათთან. ასევე რა გვსურს მათგან დღეს და რას ვთავაზობთ. ამისათვის შესამუშავებელია მკაფიო კონცეფცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს იურისდიქციაში გასაერთიანებლად.

საქართველომ უნდა ეცადოს ისეთი მეგა ეკონომიკური პროექტების დაგეგმვა, (დიდი წყალტევადი პორტები, უპირველესად ფოთის პორტის მეგა-რეაბილიტაცია; სასმელი წლის ინდუსტრიალიზაცია და მსოფლიო ბაზარზე გატანა; საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო მაგისტრალიზაცია, როგორც საგზაო, ასევე სარკინიგზო და დაკიდული მონორელსების მეშვეობით; და სხვა), რომელიც არა მარტო საკუთარ მოსახლეობას გაამდიდრებს, არამედ უალტერნატოვოს გახდის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემოერთებას. გააძლიერებს საქართველოში მცხოვრები არაქართული მოსახლეობის, მოწადინებას ყველაფერში (მათ შორის ენობრივ სირთულეებში) გაუთანაბრდნენ ქართველ მოძმეებს და მათზე არანაკლებად შეიმეცნონ საქართველო, როგორც ერთადერთი სამშობლო. ამას დაემატება მსოფლი საფონდო ბირჟებზე ჩვენი აქციების შედინება, მათი საფასო კაპიტალურობა და უამრავი კოლოსალური მოცულობით მონეტარული ინვესტირება.

ამ მოცემულობებით საქართველო გადაიქცევა მსოფლიო ინტერესების ტერიტორიად და ხელშეუხებელი იქნება მავანთათვის. (თუმცა აღარც მავანი იარსებებს, რადანაც როცა ყველას ინტერესი იქნება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა, არავის გაუჩნდება აქ საქმის არევის სურვილი).

ამას პირველ რიგში ესაჭიროება ქართველი ხალხის (საქართველოს მოსახლეობის) ერთსულოვნება. მერე აუცილებლად, ვაჟკაცობით და ინტელექტით გამსჭვალული და ხალხის მიერ სამართლიანი არჩევნებით არჩეული ხელისუფლება, რომელიც არასდროს არ დაიხევს იმ ზღურბლს მიღმა, რასაც საქართველოს ეროვნული ინტერესები ჰქვია. და თუ დაიხევს მას ამ ზღურბლთან საკუთარი ხალხი დახვდება! და შემდგომ ესაჭიროება მუხლ-ჩაუხრელი და დაუღალავი მსახურება საკუთარ სამშობლოს, რათა ამ მაგალითით დაიმუხტონ ჩვენი შვილები და ასე გააგრძელონ ესტაფეტა.

რა თქმა უნდა, ამ მოკლე მსჯელობაში ვერ ამოვავსებთ ყველა თემას, რასაც უნდა ვახორციელებდეთ და როგორც უნდა ვახორციელებდეთ.

ამდენად, სახახლო ინტერაქტივებზე დასაყენებლად, (რომელთა გადაწყვეტილი შედეგები ხელისუფლების გამოცოცხლებას უნდა მოემსახუროს), კიდევ მრავალი სხვა საკითხი გახდება აქტუალური, რასაც ურყევი რწმენით ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შემოგვამატებთ და საზოგადოებაში მრავალი ინტელექტუალი და მაფიქრალი ადამიანი ჩაებმება ამ დინამიკაში, რათა ქვეყნისა და ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემების გენერირება და შემდგომ განხორციელება მოხდეს.

რათქმაუნდა ხელისუფლებაა ვალდებული იზრუნოს ყველაფერი იმისათის, რომ ამდენი სადარდებელი არ გაგვჩენოდა!

ეს მოხდა იმიტომ, რომ, ამაზე მთავარი პასუხისგებლობა არ ვიგრძენით და შესაბამისად  არ ვიმოქმედეთ - ხ ა ლ ხ მ ა !

- როდესაც ხალხის (ერის), წინამძღოლ, ინტელექტუალურ და მოტივირებულ საზოგადოებას ხელეწიფება, კონტროლი და ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლების მანკიერ ხედვებზე, ამას არ ახორციელებს, მაშინ ჩვენც - ხალხიც გამოვდივართ უპასუხისგებლოები.

ამიტომ მოვიდა დრო, რომ ხალხმა გამოვიჩინოთ ჩვენი პასუხისგებლობა და როდესაც ხელისუფლება ვარდება კალაპოტიდან, ხალხის ნაწილმა, რომელიც გამოირჩევა ავტორიტეტით, ინტელექტითა და მოტივაციით, მოვახდინოთ გაერთიანება და შევძლოთ ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ინტერესებით დამუხტული გუნდი, რომელიც პრიორიტეტული საკითებისა და პოზიციების მიხედვით მკაცრად მოთხოვს ხელისუფლებას ჩამოყალიბებული მოქმედებების განხორციელებას!  ზუსტად ეს პასუხისგებლობა გვანიჭებს ჩვენ - ხალხს უმაღლეს სტატუს-ქვოს და გვანიჭებს ძალაუფლებას!

ამიტომაც საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ ქვეყანაში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს.

ამდენად, სრული პასუხისგებლობის განცდით, მოწიწებითა და დიდი სიყვარულით, მოგმართავთ, როგორც თანამოაზრეებს, მეგობრებს და პარტნიორებს!!!

აღნიშნული მიზნების მისაღწევად გთხოვთ და მოგიწოდებთ გაერთიანებისა და მხარდაჭერისკენ!

არნახული სირთულეებით სავსე დღევანდელი ეპოქის პერიოდში, ჩვენი თაობისა და თანამედროვეობის წარმომადგენლებმა, დარჩენილი ცხოვრება უნდა განვვლოთ ღირსებით და სრულყოფილი ვალი მოვიხადოთ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების წინაშე!

მოდით თავი მოვუყაროთ სათქმელს...!

ვაჟასი არ იყოს..

„გაღმა გასვლისა მსურველებს,

გამოღმა მოგვყავს ბორანი“-ო

რაც არ უნდა ერთმანეთი ვარწმუნოთ, ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ბევრი რამ თავდაყირაა, ბევრი რამ მართლა უკუღმა მიედინება და რბილად რომ ვთქვათ „ქვეყანას მადლი გამოელია..“

რატომ? იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი აღარ ვანათებთ, ჩაქრა ჩვენში მამა-პაისეული ჩირაღდანი.., აღარ ვთვლით თავს უფლისა და სამშობლოს ჯარისკაცებად, ჩვენ „კაი ყმებს“ სხვაგან ვეძებთ..! ჩვენს თავში გმირს ვეღარ ვხედავთ, სხვის ღირსებას აღარ ვუფრთხილდებით! არ ვაღიარებთ შეცდომებს, კიდევ მეტს ვუშვებთ და არ ვცდილობთ მათ გამოსწორებას.. ვაჟ-კაცობა მარტო ხმაური გვგონია, არა და ის ხომ უმთავრესად სხვისი შენდობა-დანდობაა და მისი მიღწევების აღიარების უნარია, მით უმეტეს მოყვასის მიმართ.. ჩვენს სამშობლოს ვუყურებთ, როგორც მკვებავს და არა როგორც საზრუნავს და საპატრონებელს..! ახალგაზრდობას ვერ ვუგებთ, რის გამოც ხელიდან გვისხლტება და სხვა ყაიდაზე ვითარდება..! აღარ ვუსმენთ და ამიტომაც ვერ ვუგებთ ერთმანეთს..! გვგონია, რომ ვიღაც უნდა გამოჩნდეს და იმან გვიშველოს და უშველოს ქვეყანას..! ყოველ საქმეს ხვალისთვის გადავდებთ, ან თუ ვიწყებთ აღარ ვამთავრებთ,

გულმოდგინებას და მონდომებას არ ვახმართ..! ყველაფერს გარემოებას და სხვებს ვაბრალებთ და კიდევ რამდენი რამ.. ღმერთს ვევედრებით გვიშველოს და ის არ გვესმის, რომ შველა და ღმერთის კეთილგანწყობა უნდა დავიმსახუროთ..!

რა გაუხარდება ღმერთს? ჩვენი დაქსაქსვა თუ გაერთიანება! ჩვენი ლეთარგიული ძილი თუ სიმხნევე! ჩვენი ავანტიურისტობა თუ კეთილშობილება..! ჩვენგან სხვისი მონობა თუ მამულიშვილობა! ჩვენი შეუთანხმებლობა თუ ერთსულოვნება!!

ამიტომ ჩვენ უნდა ჩავღრმავდეთ ფესვებში და გავერკვიოთ რა სისხლი გვიჩქეფს და გენეტიკურად რა შეგვწევს თურმე! ჩვენ უნდა გავხდეთ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის! ჩვენ უნდა ვიქცეთ ახალგაზრდების იმედად, მაგალითის მიმცემად და მათთვის მხნეობის სულის ჩამბერნი! ჩვენ მძივზე მარგალიტებივით უნდა ავკინძოთ ჩვენი ბერმუხების სიბრძნე და გამოცდილება! ჩვენ უნდა გავხდეთ შუქურა აფხაზების, ოსებისა და ქართველი ემიგრანტებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად! ჩვენ უნდა გავხდეთ ღვთისშვილები! და ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი საქართველოს - „ჩვენი განძის“ მცველები!!!


ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები:

  • ხელშემწყობი დღეს ჩვენთვის ის ფაქტორია, რომ საზოგადო სივრცეში, წესიერი, გაწონასწორებული და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მოსაზრებები აღარ ისმის. მუდმივი შუღლი, დაპირისპირება და აურზაური ვრცელდება მას-მედიით და როდესაც ჩვენი გადაცემები და სიუჟეტები გავა მოსხლეობა ინტერესით დაგვაკვირდება, შეგვისწავლის და სწორ არჩევანს გააკეთებს;

  • ხელშემწყობია ინტელექტუალი და კულტურული პიროვნებებით საზოგადოებრივი დაჯგუფების შესაძლებლობა, ასევე გარკვეული გამოცდილება და სწორი დაგეგმარების უნარი;

  • ხელშემწყობი იქნება სამუშაო შეხვედრების ჩატარებისთვის, მცირე და საშუალო ზომის ოფისი ცენტრალურ ადგილას, სასურველია პირველივე სართულზე. ასევე სატრანსპორტო საშუალებების ქონა. სატელევიზიო ეთერის ფლობა. მეტ-ნაკლებად ახალგაზრდული გუნდის ფორმირების შესაძლებლობა.

  • შემაფერხებელია დროის შემჭიდროვებული ფაქტორი;

  • გუნდში შესაძლო შემოპარული არაკეთილსინდისიერი პირები (აგენტურა), რომლებიც საბოტაჟისთვის იქნებიან განპირობებული;

  • მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირე;

  • შემაფერხებელი ფაქტორი ასევე იქნება მტკიცე ერთსულოვანი შეთანხმების მიუღწეველობის ალბათობა და უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში არამხარდამჭერთა ჩართვა, თუმცა ხელმძღვანელი პირების პირადი მაგალითით ეს ფაქტორი დაიძლევა და გადაიქცევა ყველასთვის ინდივიდუალური მოქცევისა და მოქმედების პერსონალურ კონსტიტუციად;


არსებული რესურსები:

  • ტელევიზიის ეთერი, მობილური გადამღები ჯგუფი, ავტო-ტრანსპორტი, ფეისბუკ-გვერდი, საკითხებში გათვითცნობიერებული მცირე ჯგუფი,


მოსაპოვებელი რესურსები:

  • სამუშაოდ აღჭურვილი ოფისი, ასევე მმართველობითი გუნდის ყოველკვირეული გაფართოებული თათბირებისთვის 100 კაციანი სააქტო დარბაზი;

  • დადგენილი აუცილებელი ხარჯების გაწევის ყოველთვიური ბიუჯეტი;


მონიტორინგი:

  • მონიტორინგი ჩვენს საქმიანობას ესაჭიროება პირველივე ნაბიჯებიდან და ამიტომ უნდა შეირჩეს მიუკერძოებელი პირი, რომელიც ჩაუდგება კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ფორმირებას სათავეში;

  • მონიტორინგის შეფმა ყოველი თვის ბოლოს უნდა წარმოადგინოს მონიტორინგის შედეგები და ანალიზი;

  • სტრუტურის ყველა წარმომადგენელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მონიტორინგის წარმოებას სისტემაში;


დელეგირება:

  • საწყისიდან, დასახული ამოცანების შესრულება პარიტეტულად უნდა გადაინაწილოს ძირითადმა ბირთვმა, ამასთან პირადი ინიციატივები ყოველთვის მისასალმებელი იქნება, რომელიც არ გახდება სხვების გამოთიშვის ან გაზარმაცების საფუძველი;

  • პირი, რომელიც პირად ინიციატივას ვერ ავლენს, უნდა დაემორჩილოს უფრო აქტიური პირებისგან მასზე გადანაწილებული დავალების შესრულების მოთხოვნას და კეთილსინდისიერად უნდა მოეკიდოს საქმეს;

  • ძირითად და შემდგომ ტრანსფორმირებულ სტრუქტურებში ფუნქციები და მოვალეობა-ვალდებულებები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი შინაგანაწესებით, რომლის კონტინგენტზე აღქმა-შემეცნების მონიტორინგს განახორციელებს მონიტორინგის სამსახური;

კომუნიკაცია-უკუკავშირი:

  • ვერ იმუშავებს ვერანაირი სრულყოფილი სტრუქტურა და ვერ განხორციელდება ვერანაირი გეგმა, თუ ტექნოლოგიური პოტენციალის გამოყენებით არ იქნა ჩამოყალიბებული ურთიერთ-კომუნიკაციისა და უკუკავშირის სისტემა;

  • ამ რთულ მისიას ძირითადად აიღებს ჩვენი საიტი, სადაც იქნება ცალკე დარბაზების ან/და ერთი საერთო პალატის ჩატი, რომელშიც ყველა წევრს შეეძლება საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება და განხილვა;

  • მანამდე კომუნიკაციის მთავარი წყარო იქნება ფეისბუკ და მესენჯერ (შეიძლება ვაიბერი ან ვოცაპი, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ ერთ პორტალზე), ჯგუფების წარმოება;

  • სტრუქტურულად ყველა ხელმძღვანელ კურატორს ექნება, მის ქვემდებარედ მყოფი 10-20 პირის ტელეფონის ნომრები გათვალისწინებული, ზედა რგოლებიდან გადმოგზავნილი მესიჯის იმავდროულად და ოპერატიულად (ცირკულარულად) დასაგზავნად. ანუ ინფორმაცია ყოველთვის მყისიერად მიეწოდობა სამიზნე საზოგადოებას;

  • უკუკავშირის უზრონველსაყოფად, ინფორმაცია უკუღმა წესითაც გავრცელდება სატელეფონო მესიჯების სახით და ასევე საიტზე შეიქმნება სპეციალური ფანჯარა, რომელშიც შესაძლებელი იქნება ინკოგნიტოთაც ნებისმიერმა წევრმა გამოაქვეყნოს პოზიცია, ან/და კონტროლის სამსახურში, შეიქმნება ტელეფონის ნომრები, რომლებზეც ყველას ექნება საშუალება დარეკოს ან მესიჯით აცნობოს საკუთარი პოზიციები.

აღნიშნული გეგმა არის მონახაზი, რომელიც მსვლელობის პროცესში უფრო დაიხვეწება, განვითარდება და მოქნილი გახდება.

ყოველი საქმიანი ურთიერთობა გაფორმდება ხელშეკრულებებით, ყოველი შესყიდვა-მიწოდება მიღება-ჩაბარების აქტებით და ყოველი ხარჯი დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციითა და დეკლარაციებით.

bottom of page